1. |
  2. 2024
  3. |
  4. Page 3

ღია კონკურსი სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის ქანდაკების მიმართულების ასოცირებული პროფესორის ვაკანტურ თანამდებობებზე

სსიპ. თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, თსსა-ს წესდებისა და თსსა „ვაკანტური აკადემიური თანამდებობის დასაკავებელი კონკურსის ჩატარების წესის“  შესაბამისად, აცხადებს ღია კონკურსს სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის ქანდაკების მიმართულების ასოცირებული პროფესორის ვაკანტურ თანამდებობებზე.

აბიტურიენტთა საყურადღებოდ!

განახლებული ინფორმაცია, საინფორმაციო შეხვედრის თარიღის ცვლილებასთან დაკავშირებით! თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის უწყვეტი განათლების ცენტრი და რესტავრაცია-კონსერვაციის, ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტი, გიწვევთ აბიტურიენტების მოსამზადებელი კურსის – “სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება” გაცნობით შეხვედრაზე. კურსი განკუთვნილია აბიტურიენტებისათვის, რომლებიც უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვის მიზნით, აპირებენ ჩააბარონ საგანი – სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება. შეხვედრა შედგება კურსის პედაგოგთან […]

ERASMUS – ფოტოგრაფიის პროფესორის ვორქშოფი – პოლონეთის, ქალაქ გდანსკის სახვითი ხელოვნების აკადემია

2024 წლის 14-18 ოქტომბერს, თსსა მედია ხელოვნების ფაკულტეტის, ფოტოგრაფიის მიმართულებას ეწვევა სამხატვრო აკადემიის ერასმუს პარტნიორი – პოლონეთის, გდანსკის სახვითი ხელოვნების აკადემიის “Academy of Fine Arts, Gdańsk”, ფოტოგრაფიის პროფესორი, Lucyna Kolendo. 16-17 ოქტომბერს, ჩატარდება ვორქშოფი მედია ხელოვნების ფაკულტეტის, ფოტოგრაფიის მიმართულების და სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის – გრაფიკის მიმართულების სტუდენტებისთვის. ვორქშოფის თემა – Combining Photography and creative writing. […]

კონკურსი მე-3 კურსის სტუდენტებისთვის (არქიტექტურა, ურბანიზმი, ლანდშაფტი, სახვითი ხელოვნება)

საგანმანათლებლო პროექტი – ‘Lands On the Move’ თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის, მე-3 კურსის სტუდენტებისთვის (არქიტექტურა, ურბანიზმი, ლანდშაფტი, სახვითი ხელოვნება) და დამწყები/ახალგაზრდა არქიტექტორებისთვის ცხადდება კონკურსი. ბოლო ვადა: 13 ოქტომბერი, 2024 პროექტის განხორციელების თარიღები: 8-16 ნოემბერი, 2024 დეტალებისთვის, გთხოვთ იხილოთ თანდართული ფოტოები

ცხადდება სტუდენტთა ერასმუს+ მობილობის შესარჩევი კონკურსი-პოლონეთის, შჩეტჩინის ხელოვნების აკადემიაში, სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტებისთვის

ცხადდება სტუდენტთა ერთსემესტრიანი ერასმუს მობილობის შესარჩევი კონკურსი თსსა სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის – ფერწერის სტუდენტებისთვის – 1 ადგილი (2024 წ. შემოდგომის სემესტრში არ გამოყენებული ადგილი), 2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის – პოლონეთის, შჩეტჩინის ხელოვნების აკადემიაში Academy of Arts in Szczecin, https://www.akademiasztuki.eu/ აპლიკანტ სტუდენტებს გთხოვთ, სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის დეკანს, ფერწერის მიმართულების ხელმძღვანელს და კომისიას წარუდგინოთ შემდეგი დოკუმენტები […]

ერასმუს მობილობა ტარტუში, ესტონეთი – რესტავრაციის მიმართულება

27 -31 მაისი, თსსა და ესტონეთის, ტარტუს უნივერსიტეტის-Pallas University of Applied Sciences ხელოვნების უმაღლესს სკოლას შორის გაფორმებული ერასმუს+ ინსტიტუციური ხელშეკრულების ფარგლებში შედგა რესტავრაციის მიმართულების პროფესორის ასმათ ტყეშელაშვილის მობილობა და ვორქშოფი სტუდენტებისთვის თემაზე ‘ ქაღალდის კონსერვაციის მეთოდოლოგია სამხატვრო აკადემიაში და საქართველოში, ბეჭდური ქაღალდის წმენდის მშრალი და სველი მეთოდები, იაპონური ქაღალდი’

ERASMUS – განახლებული ინფორმაცია

ცხადდება სტუდენტთა შესარჩევი კონკურსი თსსა დიზაინის ფაკულტეტის საბაკალავრო/სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებისთვის – ზალცბურგის საერთაშორისო/ინტერდისციპლინარულ დიზაინ კვირეულში (12 ადგილი: 4 ადგილი – სამრეწველო დიზაინი, 4 ადგილი ავეჯის პროექტირება და ხის მხატვრული დამუშავება, 1 ადგილი – ტექსტილის დიზაინი, 1 ადგილი – მხატვრული კერამიკა, 1 ადგილი – მხატვრული მინა, 1 ადგილი – სამკაულისა და ლითონის დეკორატიული პლასტიკა) მონაწილეობის მისაღებად, […]

სტუდენტთა ერასმუს+ მობილობის შესარჩევი კონკურსი, ესპანეთი, ქალაქ გრანადას უნივერსიტეტი – არქიტექტურის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის

ცხადდება სტუდენტთა ერთსემესტრიანი ერასმუს მობილობის შესარჩევი კონკურსი, თსსა არქიტექტურის ფაკულტეტის, სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებისთვის – 1 ადგილი, 2024/2025 სასწავლო წლის, გაზაფხულის სემესტრისთვის. Universidad de Granada: https://www.ugr.es/ http://internacional.ugr.es/ http://www.ugr.university/ სტუდენტებს გთხოვთ, ერასმუს გზამკვლევს გაეცნოთ სამხატვრო აკადემიის ვებ-გვერდზე  კონკურსში მონაწილე სტუდენტთა საყურადღებოდ! გაეცანით ფაკულტეტზე წარსადგენ დოკუმენტაციას (ინგლისურ ენაზე); • პორტფოლიო; . CV; • ნიშნების ფურცელი (ქართულ ენაზე); · […]

იუნესკოს კონკურსი ახალგაზრდა მეცნიერებისთვის

იუნესკოს ეგიდით ცხადდება კონკურსი Future Designer International Innovation Design Awards 2024 (IIDA) & Science for SDGs Innovation. კონკურსი მიზნად ისახავს მთელი მსოფლიოს მასშტაბით წარმოაჩინოს და ხელი შეუწყოს ნიჭიერი ახალგაზრდების ინოვაციურ, მდგრადი დიზაინის მქონდე იდეებს. კონკურსი წარმოადგენს უნიკალურ შესაძლებლობას კაცობრიობისთვის, გამოიყენოს მეცნიერების სრული პოტენციალი მდგრადი განვითარებისა და ყველასთვის უსაფრთხო და სასიკეთო მომავლის უზრუნველსაყოფად. იუნესკო იწვევს ახალგაზრდა […]