1. |
  2. 2024
  3. |
  4. Page 23

კულტურის სამინისტროს მიერ გამოცხადებული კონკურსი

კულტურის სამინისტრომ თბილისსა და რეგიონებში, სახვითი და ვიზუალური ხელოვნების სფეროში შემოქმედებითი ინიციატივების ხელშეწყობის მიზნით კონკურსი გამოაცხადა! საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრომ გამოაცხადა კონკურსი – „სახვითი და ვიზუალური ხელოვნების სფეროში შემოქმედებითი ინიციატივების ხელშეწყობა თბილისსა და რეგიონებში“. კონკურსის მიზანია საქართველოს ვიზუალური ხელოვნების ფართო სპექტრის (ფერწერა, გრაფიკა, ქანდაკება, დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნება, ფოტოგრაფია, მულტიმედია, სივრცული ინსტალაცია და თანამედროვე ხელოვნების სხვა […]

გამოფენა “კოლხეთი საქართველო”.

7 მარტს, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის – გობელენისა და მხატვრული ტექსტილის მუზეუმში, გაიხსნება გამოფენა “კოლხეთი საქართველო”. გახსნა: 17:00 სთ მისამართი: შარდენის N19

კვლევითი სტაჟირების პროგრამის საგრანტო კონკურსი

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის ერთობლივი კვლევითი სტაჟირების პროგრამის საგრანტო კონკურსი ფონდი აცხადებს 2024 წლის შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის ერთობლივი კვლევითი სტაჟირების პროგრამის საგრანტო კონკურსს. კონკურსის აბრევიატურა: GFI კონკურსის მიზანი: ა) გააღრმაოს სამეცნიერო თანამშრომლობა საქართველოსა და საფრანგეთს შორის და ხელი შეუწყოს საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევით პროექტებში […]

რუსთაველის ფონდის სასტიპენდიო პროგრამის საგრანტო კონკური

რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის ერთობლივი „Rustaveli-DAAD“- ის სასტიპენდიო პროგრამის 2024 წლის საგრანტო კონკურსი – ახალგაზრდა მეცნიერებისთვის (საქართველოს მოქალაქე, რომლის დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭების დღიდან კონკურსის გამოცხადების დღემდე გასულია არაუმეტეს 12 წლისა) – დოქტორანტებისთვის – ერთობლივი სადოქტორო პროგრამების დოქტორანტებისთვის საგრანტო კონკურსის ფარგლებში ფინანსდება პროექტები, რომლებიც ითვალისწინებს გერმანიის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა […]

სტუდენტთა და პედაგოგთა საყურადღებოდ!

2024 წლის მეორე სემესტრის დაწყების თარიღმა გადაიწია ერთი კვირით. სასწავლო პროცესი, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, განახლდება 2024 წლის 11 მარტს.

საინფორმაციო დღეს ჟან მონეს პროგრამის შესახებ

28 თებერვალს Erasmus+ ეროვნული ოფისი საქართველოში ატარებს საინფორმაციო დღეს ჟან მონეს პროგრამის შესახებ. ღონისძიების ფარგლებში მოხდება ჟან მონეს შესაძლებლობების გაცნობა, საერთაშორისო და ადგილობრივი პრაქტიკის შესახებ ინფორმაციის გაცვლა და იქნება კითხვების/დისკუსიის შესაძლებლობა. გთხოვთ, თქვენს საუნივერსიტეტო სივრცეში გაავრცელოთ ინფორმაცია ღონისძიების შესახებ. მათთვის ვინც ღონისძიებას ესწრება დისტანციურად, რეგისტრაცია სავალდებულოა და გრძელდება 2024 წლის 27 თებერვლის, 16:00 საათამდე.

თურქეთის რესპუბლიკის საგრანტო პროგრამა

თურქეთის სამეცნიერო და ტექნოლოგიური კვლევების საბჭოს მიერ გამოცხადებული, ქართველი მკვლევრებისათვის განკუთვნილი TUBITAK-ის (The Scientific and Technological Research Council of Türkiye) საგრანტო პროგრამები გამოცხადებულია ორი კონკურსი: საერთაშორისო სტიპენდია გამოჩენილი მკვლევრებისთვის; საერთაშორისო სტიპენდია ახალგაზრდა მკვლევრებისთვის. აღნიშნული საგრანტო პროგრამები მკვლევრებს უზრუნველყოფს სტიპენდიით, სამოგზაურო ხარჯებით, დაზღვევითა და დღიური ხარჯით. პროექტის ხანგრძლივობა შეადგენს 24-დან 36 თვეს. დაინტერესებულ პირებს განაცხადის გაკეთება […]

ვაკანსია მედიახელოვნების ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორის თანამდებობაზე

მედიახელოვნების ფაკულტეტი აცხადებს კონკურსს ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი თანამდებობაზე კომუნიკაციის დიზაინი და მულტიმედიის მიმართულებით დეტალები იხილეთ ბმულზე

სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები

მიმდინარე წლის 7 მარტს – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, სსიპ თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები, ონლაინ ფორმატში ჩატარდება. (მათ შორის, მოხდება სტუდენტთა არჩევა – ფაკულტეტებზე და წარმომადგენლობითი საბჭოს შემადგენლობაში). თუ გსურს შემოუერთდე თვითმმართველობას, დაგეგმო უამრავი შემოქმედებითი, საგანმანათლებლო, კულტურული თუ სპორტული ღონისძიებება, გაიცნო სხვა უნივერსიტეტის სტუდენტები და ითანამშრომლო მათთან, მაშინ ამ […]