1. |
  2. 2024
  3. |
  4. Page 2

სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტების საყურადღებოდ! პოსტერების გამოფენა ქალაქ ბერლინში

თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის, სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტებს, გეძლევათ საშუალება, თქვენი ნამუშევრები (პოსტერები) წარადგინოთ გამოფენისთვის, რომელიც გაიმართება გერმანიაში, ქალაქ ბერლინში – Volkssolidarität-ში, 2025 წლის მაისში. პროექტის სახელწოდებაა “Work Show. Window Project” – “ხელოვნება ფანჯარაში”. გამოფენის მთავარი მიზანია, სამხატვრო აკადემიის სტუდენტების ნამუშევრების საქართველოს ფარგლებს გარეთ გატანა და პოპულარიზაცია. სწორედ ამიტომ, აღნიშნული გამოფენისთვის შეირჩა […]

“RECONOMY” – შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) ინკლუზიური და მწვანე ეკონომიკური განვითარების პროგრამა

“RECONOMY” – შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) ინკლუზიური და მწვანე ეკონომიკური განვითარების პროგრამაა, რომელსაც Helvetas Swiss Intercooperation, პარტნიორებთან თანამშრომლობით ახორციელებს. “RECONOMY” მხარს უჭერს სამხატვრო აკადემიის – მოდის დიზაინის მიმართულებას, მდგრადი და ინკლუზიური განათლების განვითარების მიმართულებით და მოიცავს, ცოდნისა და უნარების შესწავლას, გაღრმავებას, განვითარებას. • პროგრამის “RECONOMY” ფარგლებში, თსსა მოდის დიზაინის მიმართულებით, შეიქმნა ახალი საგანმანათლებლო […]

საერთაშორისო სამსახურის საინფორმაციო შეხვედრა პირველკურსელებთან

7 ნოემბერი, ERASMUS თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის, საერთაშორისო სამსახურის საინფორმაციო შეხვედრა პირველკურსელებთან, ERASMUS+ და გაცვლითი პროგრამების შესახებ. შეხვედრაზე, სტუდენტებმა მოისმინეს ინფორმაცია სემესტრული და მოკლევადიანი გაცვლითი პროგრამების და საერთაშორისო პროექტების შესახებ. პირველკურსელები შეხვდნენ ფაკულტეტების კოორდინატორებს, გაიმართა მსჯელობა ERASMUS+ გზამკვლევის, სტუდენტების შერჩევის რეგულაციების, პარტნიორი უნივერსიტეტების მოთხოვნის, უცხოეთში სწავლის და ცხოვრების დეტალების შესახებ და სხვა. […]

ERASMUS პირველკურსელების საყურადღებოდ!

ხუთშაბათს, 7 ნოემბერს, 15:00 საათზე, პირველკურსელებს გელოდებით საინფორმაციო შეხვედრაზე, რომლის ფარგლებშიც გაეცნობით დეტალურ ინფორმაციას ერასმუს+ და გაცვლითი პროგრამების შესახებ! სამხატვრო აკადემია – აუდიტორია N906

სტუდენტების საყურადღებოდ – საგანმანათლებლო პროგრამა – “ქართული თვითმყოფადობის” ღონისძიება

2024 წლის 1 ნოემბერს, 16:00 სთ-ზე, საქართველოს საპატრიარქო და საქართველოს მეცნიერებათა აკადემია გიწვევთ საგანმანათლებლო პროგრამა – “ქართული თვითმყოფადობის” რიგით ოცდამეცხრე ღონისძებაზე, რომელიც გაიმართება თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში. მოხსენების თემა: ადრექრისტიანული რელიეფი. მომხსენებელი: ხელოვნებათმცოდნეობის მაგისტრი ქრისტინე საბაშვილი. ღონისძებაზე დისტანციურად დასწრების მსურველთათვის, პირდაპირი ტრანსლაციის ბმული დაიდება 1 ნოემბერს 14:00 სთ-ზე, მითითებულ ფეისბუქ გვერდზე: https://www.facebook.com/profile.php?id=100064539535024 […]

მედია ხელოვნების ფაკულტეტზე, ჩაეშვა ქართული და ინგლისურენოვანი სადოქტორო პროგრამა

თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის – ! პროგრამის ხელმძღვანელები: ნანა იაშვილი – პროფესორი, არქიტექტურის დოქტორი, თსსა მედია ხელოვნების ფაკულტეტის დამფუძნებელი. კარლ სტოკერი – დოქტორი, გრაცის უნივერსიტეტის პროფესორი, კულტურისა და დიზაინის კონსულტანტი, სპიკერი და ქსელის დამფუძნებელი. Karl Stocker – PhD, Professor at the University of Graz, Culture and Design Consultant, Speaker, and Networker. თანდართულ […]

კონკურსი სტუდენტებისთვის – ფერწერა, კინოს მხატვრობა, ბრატისლავა, სლოვაკეთი

ცხადდება სტუდენტთა ერთკვირიანი, ჯგუფური ერასმუს მობილობის (ინტენსიური სასწავლო კურსი და ვორქშოფი) შესარჩევი კონკურსი თსსა სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის – ფერწერის და კინოს მიმართულების სტუდენტებისთვის (2 – 2 საკონკურსო ადგილი), 2025 წლის გაზაფხულის სემესტრში – სლოვაკეთის, ბრატისლავას სახვითი ხელოვნებისა და დიზაინის აკადემიაში – Academy of Fine Arts and Design in Bratislava (AFAD). ჯგუფის ხელმძღვანელები: პროფესორი სალომე სხირტლაძე, […]

ერაზმუსი – პერსონალის საერთაშორისო კვირეული

4-18 ოქტომბერი, 2024 წელი; მასპინძელი უნივერსიტეტი: კასტამონუ (Kastamonu Üniversitesi); საერთაშორისო თანამშრომლობის კვირეულს, რომლის მასპინძელი ქვეყანა თურქეთი იყო, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიიდან დაესწრო, საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების მთავარი სპეციალისტი და სახვითი ხელოვნებისა და დიზაინის ფაკულტეტის ერასმუს+ კოორდინატორი – ნატა ნიკოლეიშვილი. ღონისძიების მიზანი იყო, Erasmus+ KA171 პროგრამასთან ე.წ. მესამე ქვეყნების ჩართულობის გაძლიერება, ერთობლივი პროექტების დაგეგმვა […]

ინფორმაცია თსსა გრაფიკის მიმართულების სტუდენტებისთვის

ესპანეთის, ოვიედოს ხელოვნების უმაღლესი სკოლა – Escuela de Arte de Oviedo, იწვევს თსსა გრაფიკის მიმართულების სტუდენტებს, ერასმუს-ზერო მობილობისთვის, 2025 წლის გაზაფხულის სემესტრში (სტუდენტი არ იხდის სწავლის საფასურს, თუმცა ყველა სხვა ხარჯს ფარავს თავად). აპლიკანტებს, გთხოთ გაითვალისწინოთ შემდეგი: მხოლოდ აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტს აქვს უფლება, მონაწილეობა მიიღოს მობილობაში. შესაბამისად, სტუდენტი ვალდებულია დაფაროს სწავლის გადასახადი – მობილობის […]

კონკურსი სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტებისთვის

ამჟამად მსოფლიოში, 120 მილიონზე მეტი ადამიანი, საკუთარი სახლიდან იძულებით არის გადაადგილებული. მათ სახლიდან შორს მოუწიათ უსაფრთხოების ძიება – ომის, ძალადობისა და დევნისგან თავის დასაღწევად. ბოლო ათწლეულში, იძულებით გადაადგილებულთა რაოდენობა გაორმაგდა და რეკორდულ რიცხვს მიაღწია. ▫️საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობის (UNHCR) ერთ-ერთი პრიორიტეტია, საზოგადოებას და განსაკუთრებით ახალგაზრდებს, ლტოლვილების წინაშე მდგარი გამოწვევები გააცნოს და ამ უმნიშვნელოვანესი […]