1. |
  2. 2024
  3. |
  4. Page 16

ერასმუსის ფარგლებში, ორი პარტნიორი უნივერსიტეტის პროფესორების ვიზიტი

15 აპრილს, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის – დიზაინის ფაკულტეტის კერამიკის მიმართულებას, ერასმუსის ფარგლებში, ორი პარტნიორი უნივერსიტეტიდან პროფესორები სტუმრობდნენ. ბულგარეთის – ქ. სოფიას უნივერსიტეტიდან ბოჟიდარ ბონჩევი და თურქეთის – კასტამონუს უნივერსიტეტიდან, ფირდევს მუჟდე გოკბელ იავუზოღლუ. პროფესორები შეხვდნენ სამხატვრო აკადემიის რექტორს, ფაკულტეტის დეკანსა და კერამიკის მიმართულების ხელმძღვანელს. ასევე, აკადემიის წარმომადგენლებს. სტუმრებმა დაათვალიერეს სტუდიები, დაიგეგმა […]

თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია 2024-2025 სასწავლო წლისთვის აცხადებს მიღებას საბაკალავრო პროგრამებზე

2024 წელს აბიტურიენტთა მისაღები შემოქმედებითი კონკურსის ჩატარებასთან დაკავშირებული შესაბამისი ღონისძიებების ვადები განისაზღვრა შემდეგი სახით: არქიტექტურის ფაკულტეტზე ჩამბარებელთათვის 1. აბიტურიენტთა მიერ რეგისტრაციის პირველი ეტაპის (ელექტრონული ფორმით) განხორციელება – 2024 წლის 18 აპრილიდან 2024 წლის 30 აპრილის  ჩათვლით; 2. აკადემიაში პორტფოლიოს წარდგენა მოხდება – 2024 წლის 13 მაისიდან 2024 წლის 24 მაისის ჩათვლით (შაბათ-კვირის გარდა); 3. არქიტექტურის […]

ზალცბურგის საზაფხულო აკადემია 2024

ზალცბურგის საზაფხულო აკადემია, 22 ივლისი – 31 აგვისტოს განმავლობაში, აცხადებს სასტიპენდიო კონკურსს. ბოლო ვადა: 2024 წლის 1 მაისი. დეტალებისთვის იხილეთ თანდართული ბმული: www.summeracademy.at კონტაქტი: office@summeracademy.at

გოეთეს ინსტიტუტის კონკურსი ხელოვანებისთვის და სახელოვნებო კოლექტივებისთვის

თბილისის გოეთეს ინსტიტუტს წელს დაარსებიდან 30 წელი უსრულდება. საიუბილეო თარიღი 28 ივნისს აღინიშნება. ცხადდება კონკურსი: პროექტების განაცხადების შემოტანის ბოლო ვადაა 2024 წლის 19 აპრილი. დეტალები იხილეთ ბმულზე

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი სამხატვრო აკადემიასა და “სილქ როუდ ჯგუფს” შორის

13 აპრილს, წინანდლის მამულში, ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს – თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიასა და “სილქ როუდ ჯგუფს” შორის. ღონისძიება გაიმართა კირილე ზდანევჩის გამოფენის პარალელურად, რომელიც წინანდლის მამულში ამავე დღეს გაიხსნა. გამოფენაზე წარმოდგენილია კირილე ზდანევიჩის 11 ნამუშევარი – გივი ფარასტაშვილის კოლექციიდან. გამოფენის დათვალიერების მსურველებს წინანდლის მუზეუმი, ორი თვის განმავლობაში უმასპინძლებს.

ამერიკელი გრაფიკოსის და კომიქსების შემქმნელის ტომ გრინდბერგის მასტერკლასი

12 აპრილი, 2024 თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის – სახვითი ხელოვნების ფაკულტეტზე, გაიმართა ცნობილი ამერიკელი გრაფიკოსის და კომიქსების შემქმნელის ტომ გრინდბერგის მასტერკლასი

გივი სადაღაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი გამოფენა

10 აპრილი, 2024 წელი ️ თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, გაიხსნა თანამედროვე ქართული ჭედური ხელოვნების ცნობილი ოსტატის, გივი სადაღაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი გამოფენა. გამოფენა გაგრძელდება 14 აპრილამდე

თსსა ERASMUS პარტნიორი ინსტიტუტის – პოლონეთის, ქალაქ ვროცლავის აკადემიის პროფესორის ვორქშოფი

10 აპრილი, 2024 წელი თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, გრძელდება თსსა ERASMUS პარტნიორი ინსტიტუტის – პოლონეთის, ქალაქ ვროცლავის აკადემიის, გრაფიკის მიმართულების პროფესორის ზუზანა დირდას ვიზიტი. ვიზიტის ფარგლებში, სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის – გრაფიკის მიმართულებაზე, ჩატარდა ვორქშოფი სტუდენტებისთვის

ამერიკელი გრაფიკოსის და კომიქსების შემქმნელის, ტომ გრინდბერგის მასტერკლასი

12 აპრილს, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში ტარდება ცნობილი ამერიკელი გრაფიკოსის და კომიქსების შემქმნელის, ტომ გრინდბერგის მასტერკლასი. გრინდბერგის კოლაბორაციები გამომცემლობასთან და სტუდიებთან: DC Comics – Action comics: Superman, Batman, Detective comics, Captain Atom, Hawk and Dove. Marvel – Conan the Barbarian (Won: Best Conan artist award), Spiderman, X-factor, Avengers, Daredevil, Venom. Valiant comics […]

ალბომის – “ქართული გობელენი” პრეზენტაცია

8 აპრილს, გობელენისა და მხატვრული ტექსტილის მუზეუმში გაიმართა ალბომის – “ქართული გობელენი” პრეზენტაცია. პროექტი განხორციელდა თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიისა და კულტურისა და სპორტის სამინისტროს თანამშრომლობის ფარგლებში, სამინისტროს სრული დაფინანსებით და მხარდაჭერით. ალბომში წარმოდგენილია ხელოვნების ამ დარგში მოღვაწე ყველა თაობის მხატვარი. გამოცემაში შესული გობელენების უმეტესი ნაწილი, დაცულია თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო […]