1. |
  2. 2024
  3. |
  4. Page 11

უწყვეტი განათლების ცენტრი გთავაზობთ კურსს, ქალის ზედა ტანსაცმლის კონსტრუირება

თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის – უწყვეტი განათლების ცენტრი გთავაზობთ კურსს, ქალის ზედა ტანსაცმლის კონსტრუირება. კურსის მიზანია, ნებისმიერ დაინტერესებულ მსურველს, მოკლე დროში, შეასწავლოს ქალის ზედა ტანსაცმლის კონსტრუირება და სამკერვალო ტექნოლოგიების გამოყენებით, მანეკენზე ან საკუთარ სხეულზე მორგებით, მიაღებინოს მზა პროდუქტი. (ასორტიმენტის თავისუფალი არჩევანი – კაბა, კორსეტი, ჟილეტი, თხელი ლაბადა). კურსის მოცულობა: 24 აკადემიური საათი; […]

უწყვეტი განათლების ცენტრი გთავაზობთ კურსს, ქსოვის ტექნოლოგიები

თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის – უწყვეტი განათლების ცენტრი გთავაზობთ კურსს, ქსოვის ტექნოლოგიები. კურსი განკუთვნილია ნებისმიერი მსმენელისთვის, ვისაც სურს, მოკლე დროში, საქსოვი ინსტრუმენტების (ყაისნაღი, ჩხირი) გამოყენებით, შეისწავლოს ქსოვის ტექნიკები და ტრიკოტაჟისაგან შექმნას ქალის კარდიგანი, პანჩო, ჟილეტი შლემი, ყაბალახი (ასორტიმენტის თავისუფალი არჩევანი). კურსის მოცულობა: 24 აკადემიური საათი; მეცადინეობა ჩატარდება კვირაში 2-ჯერ: პარასკევი – 18:00 […]

აკადემიური პერსონალის ერასმუს მობილობა მილანის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში

27-31 მაისი, თსსა რესტავრაციის, ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტის პროფესორის მაია მანიას მობილობა თსსა ერასმუს პარტნიორ, იტალიის მილანის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. ლექციის თემა ‘art nouveau-ის ნაგებობების კვლევა და შედარებითი ანალიზი მილანსა და თბილისში’

არქტექტურის ფაკულტეტის აბიტურიენტთა საყურადღებოდ!!! აპელაცია

სსიპ თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის 2024 წლის აბიტურიენტთა მისაღები შემოქმედებითი კონკურსის ხაზვის გამოცდის შედეგებთან დაკავშირებული პრეტენზიების განხილვა იწარმოებს მიმდინარე წლის 17-18 ივნისს 11:00  საათიდან. საპრეტენზიო  განაცხადის მიღება იწარმოებს 14 ივნისს 11:00 საათიდან 16:00 საათამდე. ქ.თბილისი, ზუბალაშვილის ქუჩიდან, თსსა სასწავლო კორპუსის შენობაში. საპრეტენზიო განაცხადის შევსებისას აბიტურიენტმა უნდა მიუთითოს აბიტურიენტისთვის მინიჭებული ინდივიდუალური კოდი. საპრეტენზიო […]

კონკურსი დიზაინის ფაკულტეტის მხატვრული კერამიკის მიმართულების სტუდენტებისათვის

საქართველოსა და იტალიის მეგობრობის საფუძველზე იტალიის მუნიციპალიტეტ ჩიჩერალეში იგეგმება ნიკო ფიროსმანის სახელობის ქუჩის გახსნა. თსსა-სა და იტალიის საელჩოს თანამშრომლობის ფარგლებში, იტალიის საელჩოს ეგიდით თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში გაიმართება კონკურსი დიზაინის ფაკულტეტის მხატვრული კერამიკის მიმართულების სტუდენტებისათვის. კონკურსის მიზანია ამავე ქუჩის შენობებისათვის დამზადდეს ნუმეროლოგიის განმსაზღვრელი აბრები, ობიექტი ზომებით 15X10 სმ, თავისუფალი თემის კერამიკული ფილა. კონკურსის შედეგად გამოვლენილი […]

აბიტურიენტთა საყურადღებოდ!!! გამოცდა ხატვაში

თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, შემოქმედებითი ტური-გამოცდა ხატვაში ჩატარდება 2024 წლის 12, 13 და 14 ივნისს 1. აბიტურიენტი საგამოცდო ცენტრში უნდა გამოცხადდეს 08:00 საათზე. წინა საგამოცდო რეგისტრაცია დაიწყება 09:00 საათზე. (გამოცდის ხანგრძლივობა 3 საათი და 30 წუთი). 2. თსსა საგამოცდო ცენტრში რეგისტრაციის გასავლელად აბიტურიენტი ვალდებ ულია წარადგინოს: • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის დედანი, სხვა შემთხვევაში აბიტურიენტი არ დაიშვება გამოცდაზე! 3.  აბიტურიენტმა სახვითი […]

სტუდენტების საყურადღებოდ!!! II სემესტრის ხანგრძლივობის  ვადები

2023-24 სასწავლო წლის II სემესტრის ხანგრძლივობის  ვადები     ·         სალექციო კურსი – 2024 წლის 11 მარტიდან – 2024 წლის  28 ივნისის ჩათვლით; ·         მისაღები გამოცდების შემოქმედებითი ტურისთვის 1 კვირიანი დასვენება – 2024 წლის 10-14 ივნისი; ·         საგამოცდო სესია – 2024 წლის 1 ივლისიდან – 2024 წლის 19 ივლისის ჩათვლით; ·         დამატებითი გამოცდა X-ს ნიშნის მიღების შემთხვევაში 2024 წლის 22-26 […]

სტუდენტების საყურადღებოდ!

18 ივნისს, 11:00-13:00 სთ, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ეზოში, გელოდებით Erasmus+ ეროვნული ოფისის გაფართოებულ, საინფორმაციო შეხვედრაზე.