გამოფენა/პერფომანსი – “Perfect Romance”.

სტუდენტთა საყურადღებოდ! 27 ნოემბერს, სტუდენტური თვითმმართველობის ინიციატივით, გაიმართება გამოფენა/პერფომანსი სახელად- “Perfect Romance”. ქალთა მიმართ ძალადობის დღესთან დაკავშირებით, სამხატვრო აკადემიის სტუდენტური თვითმმართველობა ითანამშრომლებს საქართველოს სტუდენტურ პარტლამენტთან და მთავრობასთან. გამოფენის მთავარი ფერი/ თემატიკა – წითელი. წითელი ასოცირდება სისხლთან, ტკივილთან და აგრესიასთან. შავი ფერი – ტრაგიზმის, შიშისა და დანაკარგის სიმბოლოა, თეთრი ფერი კი, მშვიდობას და ძალადობის დამარცხებას გამოხატავს. […]

აფხაზი მხატვრებისადმი მიძღვნილი გამოფენა

20 ნოემბერს, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, გაიხსნა გამოფენა, რომელიც მიეძღვნა იმ მხატვრებს, რომელთა ნამუშევრები, მიმდინარე წლის დასაწყისში, სოხუმის ცენტრალურ საგამოფენო სივრცეში გაჩენილი ხანძრის შედეგად განადგურდა. ნამუშევრების ძირითადი ნაწილი, სამხატვრო აკადემიის მუზეუმის კოლექციიდანაა და მოიცავს 1950-1980-იანი წლების საკურსო და სადიპლომო ნამუშევრებს. პროექტი დაფინანსებულია სსიპ „აფხაზეთის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს” მიერ.

საჯარო ლექცია თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში

20 ნოემბერი, 2024 საჯარო ლექცია თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში. ▫️მოხსენების თემა: “წმ. ნინო ქართულ იკონოგრაფიაში”. ▫️მომხსენებელი: ისტორიის დოქტორი, მარიამ ჩხაიძე.