1. |
  2. 2024
  3. |
  4. ნოემბერი

გამოფენა/პერფომანსი – “Perfect Romance”.

სტუდენტთა საყურადღებოდ! 27 ნოემბერს, სტუდენტური თვითმმართველობის ინიციატივით, გაიმართება გამოფენა/პერფომანსი სახელად- “Perfect Romance”. ქალთა მიმართ ძალადობის დღესთან დაკავშირებით, სამხატვრო აკადემიის სტუდენტური თვითმმართველობა ითანამშრომლებს საქართველოს სტუდენტურ პარტლამენტთან და მთავრობასთან. გამოფენის მთავარი ფერი/ თემატიკა – წითელი. წითელი ასოცირდება სისხლთან, ტკივილთან და აგრესიასთან. შავი ფერი – ტრაგიზმის, შიშისა და დანაკარგის სიმბოლოა, თეთრი ფერი კი, მშვიდობას და ძალადობის დამარცხებას გამოხატავს. […]

აფხაზი მხატვრებისადმი მიძღვნილი გამოფენა

20 ნოემბერს, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, გაიხსნა გამოფენა, რომელიც მიეძღვნა იმ მხატვრებს, რომელთა ნამუშევრები, მიმდინარე წლის დასაწყისში, სოხუმის ცენტრალურ საგამოფენო სივრცეში გაჩენილი ხანძრის შედეგად განადგურდა. ნამუშევრების ძირითადი ნაწილი, სამხატვრო აკადემიის მუზეუმის კოლექციიდანაა და მოიცავს 1950-1980-იანი წლების საკურსო და სადიპლომო ნამუშევრებს. პროექტი დაფინანსებულია სსიპ „აფხაზეთის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს” მიერ.

საჯარო ლექცია თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში

20 ნოემბერი, 2024 საჯარო ლექცია თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში. ▫️მოხსენების თემა: “წმ. ნინო ქართულ იკონოგრაფიაში”. ▫️მომხსენებელი: ისტორიის დოქტორი, მარიამ ჩხაიძე.

თსსა ნომინირებული სტუდენტები, სემესტრული მობილობა ერასმუს+ პროგრამის ფარგლებში, გაზაფხულის სემესტრი, 2025

ავსტრიის, ზალცბურგის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი, პროფესორებისა და სტუდენტების მოკლევადიანი მობილობა – თსსა ყოველწლიური მონაწილეობა საერთაშორისო დიზაინ კვირეულში, სამრეწველო დიზაინის მიმართულების ხელმძღვანელის, პროფესორ ჯუმბერ ბეჭვაიას და პროფესორ სვეტლანა მხჩიანის ხელმძღვანელობით სამრეწველო დიზაინის სტუდენტები: · გიორგი გელაძე, · ბექა სამადბეგიშვილი, · გიორგი გელაძე, · ნინო გეგელაშვილი, · თამარ სივსივაძე ავეჯის დიზაინის სტუდენტები: · ანა გარსევანიშვილი · ანა […]

აფხაზი მხატვრების 1950-1980-იანი წლების საკურსო და სადიპლომა ნამუშევრების გამოფენა

თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, გიწვევთ გამოფენის გახსნაზე, რომელიც იმართება იმ მხატვრებისადმი სოლიდარობის ნიშნად, რომელთა ნამუშევრები, მიმდინარე წლის დასაწყისში, სოხუმის ცენტრალურ საგამოფენო სივრცეში გაჩენილი ხანძრის შედეგად განადგურდა. ნამუშევრების ძირითადი ნაწილი, სამხატვრო აკადემიის მუზეუმის კოლექციიდანაა და მოიცავს 1950-1980-იანი წლების საკურსო და სადიპლომო ნამუშევრებს. პროექტი დაფინანსებულია სსიპ „აფხაზეთის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს” მიერ. […]

სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტების საყურადღებოდ! პოსტერების გამოფენა ქალაქ ბერლინში

თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის, სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტებს, გეძლევათ საშუალება, თქვენი ნამუშევრები (პოსტერები) წარადგინოთ გამოფენისთვის, რომელიც გაიმართება გერმანიაში, ქალაქ ბერლინში – Volkssolidarität-ში, 2025 წლის მაისში. პროექტის სახელწოდებაა “Work Show. Window Project” – “ხელოვნება ფანჯარაში”. გამოფენის მთავარი მიზანია, სამხატვრო აკადემიის სტუდენტების ნამუშევრების საქართველოს ფარგლებს გარეთ გატანა და პოპულარიზაცია. სწორედ ამიტომ, აღნიშნული გამოფენისთვის შეირჩა […]

“RECONOMY” – შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) ინკლუზიური და მწვანე ეკონომიკური განვითარების პროგრამა

“RECONOMY” – შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) ინკლუზიური და მწვანე ეკონომიკური განვითარების პროგრამაა, რომელსაც Helvetas Swiss Intercooperation, პარტნიორებთან თანამშრომლობით ახორციელებს. “RECONOMY” მხარს უჭერს სამხატვრო აკადემიის – მოდის დიზაინის მიმართულებას, მდგრადი და ინკლუზიური განათლების განვითარების მიმართულებით და მოიცავს, ცოდნისა და უნარების შესწავლას, გაღრმავებას, განვითარებას. • პროგრამის “RECONOMY” ფარგლებში, თსსა მოდის დიზაინის მიმართულებით, შეიქმნა ახალი საგანმანათლებლო […]

საერთაშორისო სამსახურის საინფორმაციო შეხვედრა პირველკურსელებთან

7 ნოემბერი, ERASMUS თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის, საერთაშორისო სამსახურის საინფორმაციო შეხვედრა პირველკურსელებთან, ERASMUS+ და გაცვლითი პროგრამების შესახებ. შეხვედრაზე, სტუდენტებმა მოისმინეს ინფორმაცია სემესტრული და მოკლევადიანი გაცვლითი პროგრამების და საერთაშორისო პროექტების შესახებ. პირველკურსელები შეხვდნენ ფაკულტეტების კოორდინატორებს, გაიმართა მსჯელობა ERASMUS+ გზამკვლევის, სტუდენტების შერჩევის რეგულაციების, პარტნიორი უნივერსიტეტების მოთხოვნის, უცხოეთში სწავლის და ცხოვრების დეტალების შესახებ და სხვა. […]

ERASMUS პირველკურსელების საყურადღებოდ!

ხუთშაბათს, 7 ნოემბერს, 15:00 საათზე, პირველკურსელებს გელოდებით საინფორმაციო შეხვედრაზე, რომლის ფარგლებშიც გაეცნობით დეტალურ ინფორმაციას ერასმუს+ და გაცვლითი პროგრამების შესახებ! სამხატვრო აკადემია – აუდიტორია N906