უწყვეტი განათლების ცენტრი გთავაზობთ ტიხრული მინანქრის კურსს
კურსის მიზანია მსმენელს შეასწავლოს ტიხრული მინანქრის შესრულების ტექნოლოგიები, ჩამოუყალიბოს მასალაზე მუშაობის მხატვრული და პრაქტიკული უნარები: ესკიზის შერჩევა-შექმნა, ესკიზის მიხედვით ფორმისა და ტიხრების დამუშავება, დამზადება, ნამუშევრის მინანქრით შევსება და საბოლოო სახის მიცემა. კურსის მანძილზე შესრულდება ორი ვერცხლის სამკაული და სპილენძზე მინანქრის ფერწერული პანო. კურსის მოცულობა: 45 აკადემიური საათი; კურსის ხანგრძლივობა: 2 თვე მეცადინეობა ჩატარდება კვირაში 2-ჯერ […]
უწყვეტი განათლების ცენტრი გთავაზობთ ქანდაკების კურსს
ქანდაკება ქანდაკების შემსწავლელი ინტენსიური კურსი განკუთვნილია ნებისმიერი მონაწილისთვის ვისაც სურვილი აქვს შეისწავლოს ქანდაკების საბაზისო ტექნიკური და ტექნოლოგიური პროცესები; საყალიბე პლასტიკა; საძერწი მასალების (პლასტილინი, თიხა, თაბაშირი და სხვა.) გამოყენებით შექმნას მარტივი და რთული, დეკორატიული და აბსტრაქტული ფორმები; პრაქტიკულად შეასრულოს რელიეფი, ბარელიეფი, გორელიეფი, ასევე ერთჯერადი და მრავალჯერადი ყალიბით შექმნას სასურველი ფორმების რეპროდუქცირება/ტირაჟირება. აღნიშნული კურსის მონაწილე შეიძლება გახდეს […]
სტუდენტთა ერასმუს+ მობილობის შესარჩევი კონკურსი – თურქეთის Kastamonu უნივერსიტეტი – კერამიკის მიმართულების სტუდენტებისთვის
ცხადდება სტუდენტთა ერთსემესტრიანი ერასმუს მობილობის შესარჩევი კონკურსი, თსსა დიზაინის ფაკულტეტის – კერამიკის მიმართულების სტუდენტებისთვის – 1 ადგილი, 2024/2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის, თურქეთის Kastamonu უნივერსიტეტში (Kastamonu University, https://www.kastamonu.edu.tr/). აპლიკანტ სტუდენტებს გთხოვთ, დიზაინის ფაკულტეტის დეკანს და კერამიკის მიმართულების ხელმძღვანელს, წარუდგინოთ შემდეგი დოკუმენტები ინგლისურ ენაზე: · პორტფოლიო, . CV, · ნიშნების ფურცელი (ქართულ ენაზე) · მოტივაციის წერილი […]
Erasmus+ დღეები 2024
Erasmus + სტუდენტებისთვის და ახალგაზრდებისთვის! NEO საქართველოში იწვევს სტუდენტების, მომავალ სტუდენტებს და ახალგაზრდებს ღონისძიებაზე Erasmus +-ის შესაძლებლობების შესახებ, ინფორმაციის გასაცნობად. ღონისძიების მიზანია დამსწრეებს გააცნოს Erasmus +-ის შესაძლებლობები, რომლებიც საქართველოში სტუდენტებისთვის და ახალგაზრდებისთვის არის ხელმისაწვდომი. შეხვედრაზე განვიხილავთ: საერთაშორისო კრედიტების მობილობას (ICM) Erasmus + მუნდუსს ახალგაზრდების მობილობას და გაცვლას ტრენინგებს ვირტუალურ მობილობას თარიღი: 16 ოქტომბერი დრო: 11:00 […]
ღია კონკურსი სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის ქანდაკების მიმართულების ასოცირებული პროფესორის ვაკანტურ თანამდებობებზე
სსიპ. თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, თსსა-ს წესდებისა და თსსა „ვაკანტური აკადემიური თანამდებობის დასაკავებელი კონკურსის ჩატარების წესის“ შესაბამისად, აცხადებს ღია კონკურსს სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის ქანდაკების მიმართულების ასოცირებული პროფესორის ვაკანტურ თანამდებობებზე.
სტუდენტების საყურადღებო! 2024-25 სასწავლო წლის სემესტრის ვადები
2024-25 სასწავლო წლის სემესტრის ვადები
აბიტურიენტთა საყურადღებოდ!
განახლებული ინფორმაცია, საინფორმაციო შეხვედრის თარიღის ცვლილებასთან დაკავშირებით! თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის უწყვეტი განათლების ცენტრი და რესტავრაცია-კონსერვაციის, ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტი, გიწვევთ აბიტურიენტების მოსამზადებელი კურსის – “სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება” გაცნობით შეხვედრაზე. კურსი განკუთვნილია აბიტურიენტებისათვის, რომლებიც უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვის მიზნით, აპირებენ ჩააბარონ საგანი – სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება. შეხვედრა შედგება კურსის პედაგოგთან […]
ERASMUS – ფოტოგრაფიის პროფესორის ვორქშოფი – პოლონეთის, ქალაქ გდანსკის სახვითი ხელოვნების აკადემია
2024 წლის 14-18 ოქტომბერს, თსსა მედია ხელოვნების ფაკულტეტის, ფოტოგრაფიის მიმართულებას ეწვევა სამხატვრო აკადემიის ერასმუს პარტნიორი – პოლონეთის, გდანსკის სახვითი ხელოვნების აკადემიის “Academy of Fine Arts, Gdańsk”, ფოტოგრაფიის პროფესორი, Lucyna Kolendo. 16-17 ოქტომბერს, ჩატარდება ვორქშოფი მედია ხელოვნების ფაკულტეტის, ფოტოგრაფიის მიმართულების და სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის – გრაფიკის მიმართულების სტუდენტებისთვის. ვორქშოფის თემა – Combining Photography and creative writing. […]
კონკურსი მე-3 კურსის სტუდენტებისთვის (არქიტექტურა, ურბანიზმი, ლანდშაფტი, სახვითი ხელოვნება)
საგანმანათლებლო პროექტი – ‘Lands On the Move’ თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის, მე-3 კურსის სტუდენტებისთვის (არქიტექტურა, ურბანიზმი, ლანდშაფტი, სახვითი ხელოვნება) და დამწყები/ახალგაზრდა არქიტექტორებისთვის ცხადდება კონკურსი. ბოლო ვადა: 13 ოქტომბერი, 2024 პროექტის განხორციელების თარიღები: 8-16 ნოემბერი, 2024 დეტალებისთვის, გთხოვთ იხილოთ თანდართული ფოტოები
ცხადდება სტუდენტთა ერასმუს+ მობილობის შესარჩევი კონკურსი-პოლონეთის, შჩეტჩინის ხელოვნების აკადემიაში, სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტებისთვის
ცხადდება სტუდენტთა ერთსემესტრიანი ერასმუს მობილობის შესარჩევი კონკურსი თსსა სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის – ფერწერის სტუდენტებისთვის – 1 ადგილი (2024 წ. შემოდგომის სემესტრში არ გამოყენებული ადგილი), 2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის – პოლონეთის, შჩეტჩინის ხელოვნების აკადემიაში Academy of Arts in Szczecin, https://www.akademiasztuki.eu/ აპლიკანტ სტუდენტებს გთხოვთ, სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის დეკანს, ფერწერის მიმართულების ხელმძღვანელს და კომისიას წარუდგინოთ შემდეგი დოკუმენტები […]