14-18 ოქტომბერი, ქალაქ გდანსკის სახვითი ხელოვნების აკადემია – საერთაშორისო ვორქშოფი
თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის, მედია ხელოვნების ფაკულტეტის – ფოტოგრაფიის მიმართულებას, ეწვია თსსა ერასმუს პარტნიორი, პოლონეთის, ქალაქ გდანსკის სახვითი ხელოვნების აკადემიის – “Academy of Fine Arts, Gdańsk” ფოტოგრაფიის პროფესორი, ლუსინა კოლენდო. პროფესორი შეხვდა სამხატვრო აკადემიის რექტორს, ყარამან ქუთათელაძეს და აკადემიის წარმომადგენლებს. 16 ოქტომბერს კი, პოლონელმა პროფესორმა ჩაატარა ვორქშოფი სტუდენტებისთვის თემაზე “ფოტოგრაფიისა და შემოქმედებითი […]
არქიტექტურის ფაკულტეტის გამარჯვებული და ნომინირებული პროექტები, სტილის კონკურსზე
ნომინაცია სტუდენტური პროექტი – „ურბანული ქალაქგეგმარება“; გამარჯვებული პროექტი – „მტკვარი როგორც ასეთი“ ავტორი: მაგისტრანტი თათა ლოლაძე; ხელმძღვანელები: ნანა ქუთათელაძე, ნესტან ადვაძე, სოფიო თოდუა; ნომინირებული პროექტი – მთაწმინდის უბნის რეკონსტრუქციის, რეაბილიტაციის პროექტი – „განახლებული მელოდიები“; ავტორები: მაგისტრანტები – ბექა ჯინჭარაძე, თათა ლოლაძე; ხელმძღვანელები: ნანა ქუთათელაძე, ნესტან ადვაძე, სოფიო თოდუა; ნომინაცია სტუდენტური პროექტი გამარჯვებული პროექტი – „გლდანის […]
უწყვეტი განათლების ცენტრი გთავაზობთ ფაიფურის კურსს
ფაიფური (ინტერნსიური კურსი) კურსის მიზანია ნებისმიერ მსურველს შეასწავლოს თაბაშირის ყალიბებთან მუშაობა, მინიატურული სკულპტურის ამოწნეხვა, ფაიფურთან მუშაობა: დამუშავება – მოჭიქვა, მოხატვა. ნამუშევრები გამოიწვება ელექტრო ღუმელში 1250°C-ზე. შესაძლოა მოხდეს ფაიფურის ნამუშევრის რაკუს ტექნიკით გამოწვა. აღნიშნული ტექნოლოგია საქართველოში ძალიან დიდ იშვიათობას წარმოადგენს. კურსის მოცულობა: 40 აკადემიური საათი; კურსის ხანგრძლივობა: 1,5 თვე; მეცადინეობა ჩატარდება: კვირაში 3-ჯერ; შაბათი – 12:00 […]
უწყვეტი განათლების ცენტრი გთავაზობთ ტიხრული მინანქრის კურსს
კურსის მიზანია მსმენელს შეასწავლოს ტიხრული მინანქრის შესრულების ტექნოლოგიები, ჩამოუყალიბოს მასალაზე მუშაობის მხატვრული და პრაქტიკული უნარები: ესკიზის შერჩევა-შექმნა, ესკიზის მიხედვით ფორმისა და ტიხრების დამუშავება, დამზადება, ნამუშევრის მინანქრით შევსება და საბოლოო სახის მიცემა. კურსის მანძილზე შესრულდება ორი ვერცხლის სამკაული და სპილენძზე მინანქრის ფერწერული პანო. კურსის მოცულობა: 45 აკადემიური საათი; კურსის ხანგრძლივობა: 2 თვე მეცადინეობა ჩატარდება კვირაში 2-ჯერ […]
უწყვეტი განათლების ცენტრი გთავაზობთ ქანდაკების კურსს
ქანდაკება ქანდაკების შემსწავლელი ინტენსიური კურსი განკუთვნილია ნებისმიერი მონაწილისთვის ვისაც სურვილი აქვს შეისწავლოს ქანდაკების საბაზისო ტექნიკური და ტექნოლოგიური პროცესები; საყალიბე პლასტიკა; საძერწი მასალების (პლასტილინი, თიხა, თაბაშირი და სხვა.) გამოყენებით შექმნას მარტივი და რთული, დეკორატიული და აბსტრაქტული ფორმები; პრაქტიკულად შეასრულოს რელიეფი, ბარელიეფი, გორელიეფი, ასევე ერთჯერადი და მრავალჯერადი ყალიბით შექმნას სასურველი ფორმების რეპროდუქცირება/ტირაჟირება. აღნიშნული კურსის მონაწილე შეიძლება გახდეს […]