სტუდენტების საყურადღებოდ – საგანმანათლებლო პროგრამა – “ქართული თვითმყოფადობის” ღონისძიება
2024 წლის 1 ნოემბერს, 16:00 სთ-ზე, საქართველოს საპატრიარქო და საქართველოს მეცნიერებათა აკადემია გიწვევთ საგანმანათლებლო პროგრამა – “ქართული თვითმყოფადობის” რიგით ოცდამეცხრე ღონისძებაზე, რომელიც გაიმართება თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში. მოხსენების თემა: ადრექრისტიანული რელიეფი. მომხსენებელი: ხელოვნებათმცოდნეობის მაგისტრი ქრისტინე საბაშვილი. ღონისძებაზე დისტანციურად დასწრების მსურველთათვის, პირდაპირი ტრანსლაციის ბმული დაიდება 1 ნოემბერს 14:00 სთ-ზე, მითითებულ ფეისბუქ გვერდზე: https://www.facebook.com/profile.php?id=100064539535024 […]
მედია ხელოვნების ფაკულტეტზე, ჩაეშვა ქართული და ინგლისურენოვანი სადოქტორო პროგრამა
თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის – ! პროგრამის ხელმძღვანელები: ნანა იაშვილი – პროფესორი, არქიტექტურის დოქტორი, თსსა მედია ხელოვნების ფაკულტეტის დამფუძნებელი. კარლ სტოკერი – დოქტორი, გრაცის უნივერსიტეტის პროფესორი, კულტურისა და დიზაინის კონსულტანტი, სპიკერი და ქსელის დამფუძნებელი. Karl Stocker – PhD, Professor at the University of Graz, Culture and Design Consultant, Speaker, and Networker. თანდართულ […]
კონკურსი სტუდენტებისთვის – ფერწერა, კინოს მხატვრობა, ბრატისლავა, სლოვაკეთი
ცხადდება სტუდენტთა ერთკვირიანი, ჯგუფური ერასმუს მობილობის (ინტენსიური სასწავლო კურსი და ვორქშოფი) შესარჩევი კონკურსი თსსა სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის – ფერწერის და კინოს მიმართულების სტუდენტებისთვის (2 – 2 საკონკურსო ადგილი), 2025 წლის გაზაფხულის სემესტრში – სლოვაკეთის, ბრატისლავას სახვითი ხელოვნებისა და დიზაინის აკადემიაში – Academy of Fine Arts and Design in Bratislava (AFAD). ჯგუფის ხელმძღვანელები: პროფესორი სალომე სხირტლაძე, […]
ერაზმუსი – პერსონალის საერთაშორისო კვირეული
4-18 ოქტომბერი, 2024 წელი; მასპინძელი უნივერსიტეტი: კასტამონუ (Kastamonu Üniversitesi); საერთაშორისო თანამშრომლობის კვირეულს, რომლის მასპინძელი ქვეყანა თურქეთი იყო, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიიდან დაესწრო, საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების მთავარი სპეციალისტი და სახვითი ხელოვნებისა და დიზაინის ფაკულტეტის ერასმუს+ კოორდინატორი – ნატა ნიკოლეიშვილი. ღონისძიების მიზანი იყო, Erasmus+ KA171 პროგრამასთან ე.წ. მესამე ქვეყნების ჩართულობის გაძლიერება, ერთობლივი პროექტების დაგეგმვა […]
ინფორმაცია თსსა გრაფიკის მიმართულების სტუდენტებისთვის
ესპანეთის, ოვიედოს ხელოვნების უმაღლესი სკოლა – Escuela de Arte de Oviedo, იწვევს თსსა გრაფიკის მიმართულების სტუდენტებს, ერასმუს-ზერო მობილობისთვის, 2025 წლის გაზაფხულის სემესტრში (სტუდენტი არ იხდის სწავლის საფასურს, თუმცა ყველა სხვა ხარჯს ფარავს თავად). აპლიკანტებს, გთხოთ გაითვალისწინოთ შემდეგი: მხოლოდ აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტს აქვს უფლება, მონაწილეობა მიიღოს მობილობაში. შესაბამისად, სტუდენტი ვალდებულია დაფაროს სწავლის გადასახადი – მობილობის […]
კონკურსი სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტებისთვის
ამჟამად მსოფლიოში, 120 მილიონზე მეტი ადამიანი, საკუთარი სახლიდან იძულებით არის გადაადგილებული. მათ სახლიდან შორს მოუწიათ უსაფრთხოების ძიება – ომის, ძალადობისა და დევნისგან თავის დასაღწევად. ბოლო ათწლეულში, იძულებით გადაადგილებულთა რაოდენობა გაორმაგდა და რეკორდულ რიცხვს მიაღწია. ▫️საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობის (UNHCR) ერთ-ერთი პრიორიტეტია, საზოგადოებას და განსაკუთრებით ახალგაზრდებს, ლტოლვილების წინაშე მდგარი გამოწვევები გააცნოს და ამ უმნიშვნელოვანესი […]
სტუდენტთა ერასმუს+ მობილობის შესარჩევი კონკურსი, ესპანეთის -კასტელოს ხელოვნების უმაღლეს სკოლაში, დიზაინის ფაკულტეტის, მოდის დიზაინის მიმართულების სტუდენტებისთვის
ცხადდება სტუდენტთა ერთსემესტრიანი ერასმუს მობილობის შესარჩევი კონკურსი თსსა დიზაინის ფაკულტეტის, მოდის დიზაინის მიმართულების სტუდენტებისთვის – 1 ადგილი, 2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის – ესპანეთის, კასტელოს ხელოვნების უმაღლეს სკოლაში. აპლიკანტ სტუდენტებს გთხოვთ, დიზაინის ფაკულტეტის დეკანს, მოდის დიზაინის ხელმძღვანელს და კომისიას წარუდგინოთ შემდეგი დოკუმენტები ინგლისურ ენაზე: პორტფოლიო CV ნიშნების ფურცელი (ქართულ ენაზე) მოტივაციის წერილი ინგლისური ენის სერტიფიკატი […]
14-18 ოქტომბერი, ქალაქ გდანსკის სახვითი ხელოვნების აკადემია – საერთაშორისო ვორქშოფი
თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის, მედია ხელოვნების ფაკულტეტის – ფოტოგრაფიის მიმართულებას, ეწვია თსსა ერასმუს პარტნიორი, პოლონეთის, ქალაქ გდანსკის სახვითი ხელოვნების აკადემიის – “Academy of Fine Arts, Gdańsk” ფოტოგრაფიის პროფესორი, ლუსინა კოლენდო. პროფესორი შეხვდა სამხატვრო აკადემიის რექტორს, ყარამან ქუთათელაძეს და აკადემიის წარმომადგენლებს. 16 ოქტომბერს კი, პოლონელმა პროფესორმა ჩაატარა ვორქშოფი სტუდენტებისთვის თემაზე “ფოტოგრაფიისა და შემოქმედებითი […]
არქიტექტურის ფაკულტეტის გამარჯვებული და ნომინირებული პროექტები, სტილის კონკურსზე
ნომინაცია სტუდენტური პროექტი – „ურბანული ქალაქგეგმარება“; გამარჯვებული პროექტი – „მტკვარი როგორც ასეთი“ ავტორი: მაგისტრანტი თათა ლოლაძე; ხელმძღვანელები: ნანა ქუთათელაძე, ნესტან ადვაძე, სოფიო თოდუა; ნომინირებული პროექტი – მთაწმინდის უბნის რეკონსტრუქციის, რეაბილიტაციის პროექტი – „განახლებული მელოდიები“; ავტორები: მაგისტრანტები – ბექა ჯინჭარაძე, თათა ლოლაძე; ხელმძღვანელები: ნანა ქუთათელაძე, ნესტან ადვაძე, სოფიო თოდუა; ნომინაცია სტუდენტური პროექტი გამარჯვებული პროექტი – „გლდანის […]
უწყვეტი განათლების ცენტრი გთავაზობთ ფაიფურის კურსს
ფაიფური (ინტერნსიური კურსი) კურსის მიზანია ნებისმიერ მსურველს შეასწავლოს თაბაშირის ყალიბებთან მუშაობა, მინიატურული სკულპტურის ამოწნეხვა, ფაიფურთან მუშაობა: დამუშავება – მოჭიქვა, მოხატვა. ნამუშევრები გამოიწვება ელექტრო ღუმელში 1250°C-ზე. შესაძლოა მოხდეს ფაიფურის ნამუშევრის რაკუს ტექნიკით გამოწვა. აღნიშნული ტექნოლოგია საქართველოში ძალიან დიდ იშვიათობას წარმოადგენს. კურსის მოცულობა: 40 აკადემიური საათი; კურსის ხანგრძლივობა: 1,5 თვე; მეცადინეობა ჩატარდება: კვირაში 3-ჯერ; შაბათი – 12:00 […]