1. |
  2. 2024
  3. |
  4. სექტემბერი
  5. |
  6. Page 3

2024-25 სასწავლო წლის შიდა მობილობის გამოცდის შედეგები – მედიახელოვნება

2024-25 სასწავლო წლის მედიახლოვნების ფაკულტეტებზე შიდა მობილობით გადმომსვლელ სტუდენტთა გამოცდის შედეგები (სტუდენტის იდენტიფიცირება შესაძლბელია პირადი ნომრის ბოლო 4 ციფრით)

2024-25 სასწავლო წლის შიდა მობილობის ხატვის გამოცდის შედეგები

2024-25 სასწავლო წლის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტებზე შიდა მობილობით გადმომსვლელ სტუდენტთა გამოცდის შედეგები (სტუდენტის იდენტიფიცირება შესაძლბელია პირადი ნომრის ბოლო 4 ციფრით)

2024 წლის შემოქმედებითი ტურის ქულებით მოპოვებული უფასო ადგილები – შიდა დაფინანსება

2024 წლის შემოქმედებითი ტურის ქულებით მოპოვებული უფასო ადგილები – შიდა დაფინანსება (სიაში აპლიკანტის იდენტიფიცირება შესაძლებელია პირადი ნომრის ბოლო 4 ციფრით)

მოსამზადებელი კურსი აბიტურიენტებისთვის “სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება”

ეროვნული გამოცდების წესში შევიდა ცვლილება. სასკოლო საგნების ჩამონათვალს, რომლის ჩაბარებაც აბიტურიენტებს შეუძლიათ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის ან სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოსაპოვებლად, დაემატა “სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება“. კურსი განკუთვნილია აბიტურიენტებისათვის, რომლებიც უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვის მიზნით აპირებენ ჩააბარონ საგანი- “სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება“. კურსის მოცულობა  – 190 აკადემიური  საათი; მეცადინეობა  ჩატარდება:  კვირაში ორჯერ,  3-3 აკადემიური საათი. კურსი ჩატარდება თბილისის, სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში,  შემდეგ მისამართზე: […]

პირველკურსელთა რეგისტრაცია!

სსიპ თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში იწყება პირველკურსელთა რეგისტრაცია 9 სექტემბრიდან 13 სექტემბრის ჩათვლით 11:00 – 15:00 საათამდე. მისამართი გრიბოედოვის ქუჩა #22, საკონტაქტო ტელეფონი: 595 021 541 აბიტურიენტმა რეგისტრაციის დროს უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები: 1. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი ასლი (1 ეგზემპლარი). უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში – პასპორტის (ან პირადობის მოწმობის) სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი; 2. […]

სტუდენტთა სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების სოციალური პროგრამა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში მოქმედებს სტუდენტთა სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების სოციალური პროგრამა, რომელსაც ყოველი სასწავლო წლისთვის, სამინისტროს წარდგინებით, განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. 2024 წლის 31 ივლისის №242 დადგენილებით განისაზღვრა “უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სოციალური პროგრამის ფარგლებში იმ სტუდენტების სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების ოდენობა და პირობები რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე სწავლობენ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო […]

საუნივერსიტეტო სასტიპენდიო პროგრამა – ამერიკის სავაჭრო პალატისა და მაკ-ჯორჯიასგან

ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში, MAC Georgia-სთან პარტნიორობით, უკვე მეორედ, აცხადებს სასტიპენდიო პროგრამას საქართველოს უნივერსიტეტებში სწავლის მსურველთათვის. სტიპენდია გათვლილია პირველკურსელი სოციალური დახმარების მოსარგებლეთათვის, რომელთაც გააჩნიათ 70 000 ან ნაკლები სოციალური ქულა. საბუთების გამოგზავნის ან/და ონლაინ სარეგისტრაციო ფორმის შევსების ბოლო ვადაა 15 სექტემბერი. დეტალები იხილეთ ლინკზე: https://shorturl.at/h2brs განაცხადის შემოტვირთვა შესაძლებელია მოცემული ბმულიდან https://shorturl.at/vAHLo ; შევსებული განაცხადი იგზავნება შემდეგი მისამართზე Scholarship@amcham.ge ან ივსება ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა: https://forms.gle/AazWoiBwD41J9EmF7 დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკაშირდით –  თიკა ნატროშვილი – 595 931 411