1. |
  2. 2024
  3. |
  4. სექტემბერი
  5. |
  6. Page 2

ერასმუს მობილობა ავსტრიაში, ქ. ზალცბურგი – სამრეწველო დიზაინისა და ავეჯის პროექტირებისა და ხის მხატვრული დამუშავების მიმართულებების სტუდენტისთვის

ცხადდება სტუდენტთა ერთსემესტრიანი ერასმუს მობილობის შესარჩევი კონკურსი, თსსა დიზაინის ფაკულტეტის – სამრეწველო დიზაინის და ავეჯის პროექტირებისა და ხის მხატვრული დამუშავების მიმართულებების საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებისთვის (2 ადგილი) 2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის ავსტრიის, ზალცბურგის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში -FH Salzburg University of Applied Sciences. აპლიკანტ სტუდენტებს გთხოვთ, ფაკულტეტის დეკანს, შესაბამისი მიმართულებების ხელმძღვანელებსა და კომისიებს წარუდგინოთ […]

თსსა ვიზიტი ავსტრიაში ‘exhibition design’ -ის პროგრამის გასაცნობად

ავსტრიის, გრაცის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტთან თანამშრომლობის ფარგლებში-FH Joanneum University of Applied Sciences, დაიწო ახალი ‘exhibition design’ პროგრამის შექმნის პროცესი რომელიც პირველ ეტაპზე, გულისხმობს პროგრამის დანერგვას თსსა უწყვეტი განათლების ცენტრში, და შემდეგ კი, სახვითი ხელოვნების ფაკულტეტზე. ა.წ. სექტემბერში განხორციელდა თსსა პროფესორების- ქრისტინე დარჩია (ხელოვნების ისტორიკოსი, კურატორი) და დათო სილაგაძე (ფერწერის მიმართულება) პირველი შეხვედრა გრაცში, ხოლო მეორე […]

XIII. შექმნილია არტისტის მიერ – საერთაშორისო სიმპოზიუმი და გამოფენა

XIII. შექმნილია არტისტის მიერ. – ხელოვნებისა და დიზაინის მომავალი ციფრულ ეპოქაში. საერთაშორისო სიმპოზიუმი და გამოფენა!სიმპოზიუმის გუნდი იწვევს მკვლევრებსა და ხელოვანებს სხვადასხვა ქვეყნიდან! თქვენთან ერთად ვიმსჯელებთ ხელოვნებაში მომავლის ტექნოლოგიების მაქსიმალური გამოყენების შესაძლებლობებზე და პერსპექტივებზე. გთხოვთ, გაგვიზიაროთ თქვენი გამოცდილება და მოსაზრებები საკითხის მხატვრული თუ სამეცნიერო კვლევის შედეგებზე დაყრდნობით.ველით თქვენს განაცხადებს!სიმპოზიუმისა და ციფრული გამოცემების შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხ. https://madebyartist.org/en/anasayfa/სიმპოზიუმის […]

რეგისტრაციას ტრენინგების ციკლზე – კვლევის პასუხისმგებლიანად წარმართვა – კვლევის ეთიკა და კეთილსინდისიერება

2024 წლის შემოდგომის სემესტრისთვის, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სამეცნიერო და შემოქმედებითი კვლევების სამსახური აცხადებს რეგისტრაციას ტრენინგების ციკლზე – კვლევის პასუხისმგებლიანად წარმართვა – კვლევის ეთიკა და კეთილსინდისიერება პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე

2024-25 სასწავლო წლის გარე მობილობის გამოცდის შედეგები – არქიტექტურა

2024-25 სასწავლო წლის არქიტექტურის ფაკულტეტებზე გარე მობილობით გადმომსვლელ სტუდენტთა გამოცდის შედეგები (სტუდენტის იდენტიფიცირება შესაძლბელია პირადი ნომრის ბოლო 4 ციფრით)

სამეცნიერო პროექტი -ETHICS

თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში პროექტის „კვლევის პასუხისმგებლიანად წარმართვა – კვლევის კეთილსინდისიერება და ეთიკა ქართულ უნივერსიტეტებში (ETHICS)“ ფარგლებში, 2024 წლის გაზაფხულზე ჩატარდა თორმეტი ტრენინგი კვლევის ეთიკისა და კეთილსინდისიერების ევროპული სტანდარტების შესახებ. ტრენინგებს ესწრებოდნენ: სამხატვრო აკადემიის კვლევითი ერთეულების სამეცნიერო პერსონალი, დოქტორანტები, მოწვეული პედაგოგები, აკადემიური პერსონალი. ტრენინგებს წარუძღვნენ თსს აკადემიის სამეცნიერო და შემოქმედებითი კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი, […]

უწყვეტი განათლების ცენტრი გთავაზობთ – ქსოვილის მხატვრული ბეჭდვის კურსს

თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის – უწყვეტი განათლების ცენტრი გთავაზობთ კურსს – ქსოვილის მხატვრული ბეჭდვა კურსი განკუთვნილია ნებისმიერი მსმენელისთვის ვისაც სურვილი აქვს შეისწავლოს ქსოვილზე მხატვრული ბეჭდვის ტექნოლოგია, სასურველი ესკიზის ფოტოშოპის ტექნიკით მომზადება/დამუშავება. მსმენელი შესაძლოა ფლობდეს ხატვის და გრაფიკული პროგრამის Photoshop-ის ძირითად უნარებს. კურსი ასევე განკუთვნილია მათთვის ვისაც არ გააჩნია ამ მიმართულებით გამოცდილება. კურსის […]