სტუდენტთა სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების სოციალური პროგრამა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში მოქმედებს სტუდენტთა სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების სოციალური პროგრამა, რომელსაც ყოველი სასწავლო წლისთვის, სამინისტროს წარდგინებით, განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. 2024 წლის 31 ივლისის №242 დადგენილებით განისაზღვრა “უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სოციალური პროგრამის ფარგლებში იმ სტუდენტების სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების ოდენობა და პირობები რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე სწავლობენ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო […]
საუნივერსიტეტო სასტიპენდიო პროგრამა – ამერიკის სავაჭრო პალატისა და მაკ-ჯორჯიასგან
ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში, MAC Georgia-სთან პარტნიორობით, უკვე მეორედ, აცხადებს სასტიპენდიო პროგრამას საქართველოს უნივერსიტეტებში სწავლის მსურველთათვის. სტიპენდია გათვლილია პირველკურსელი სოციალური დახმარების მოსარგებლეთათვის, რომელთაც გააჩნიათ 70 000 ან ნაკლები სოციალური ქულა. საბუთების გამოგზავნის ან/და ონლაინ სარეგისტრაციო ფორმის შევსების ბოლო ვადაა 15 სექტემბერი. დეტალები იხილეთ ლინკზე: https://shorturl.at/h2brs განაცხადის შემოტვირთვა შესაძლებელია მოცემული ბმულიდან https://shorturl.at/vAHLo ; შევსებული განაცხადი იგზავნება შემდეგი მისამართზე Scholarship@amcham.ge ან ივსება ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა: https://forms.gle/AazWoiBwD41J9EmF7 დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკაშირდით – თიკა ნატროშვილი – 595 931 411