პროექტის – „ინკლუზიური სასწავლო-შემოქმედებითი პრაქტიკები“ ფარგლებში შექმნილი, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნამუშევრების გამოფენა
თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის საგამოფენო დარბაზში, გაიმართება პროექტის – „ინკლუზიური სასწავლო-შემოქმედებითი პრაქტიკები“ ფარგლებში შექმნილი, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნამუშევრების გამოფენა. პროექტი განხორციელდა საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამით – “ინკლუზიური სახელოვნებო პროექტების ხელშეწყობა“, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების 4 მიმართულების: ფერწერის, კერამიკის , ქსოვილის და შერეული ტექნიკის სახელოვნებო პრაქტიკების ჩატარებით, შშმ და სსსმ […]