მილანის პოლიტექნიკური ინსტიტუტის დელეგაცია აკადემიაში
1-8 ივლისს, ERASMUS+ პროგრამის ფარგლებში, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიას, ეწვია ერასმუს პარტნიორი – იტალიის, ქალაქ მილანის პოლიტექნიკური ინსტიტუტის პროფესორი ერმეს ინვერნიცი (Ermes Invernizzi), ცნობილი რესტავრატორი, სილვიო კალვი (Silvio Calvi) და პროფესორი ელეონორა ბერსანი (Eleonora Bersani) – თანამშრომლობის ინიციატორი და მხარდამჭერი. ვიზიტი დაიგეგმა, როგორც მილანის პოლიტექნიკურ ინსტიტუტთან მრავალწლიანი, წარმატებული, აკადემიური პერსონალის და რესტავრაციის […]
მხატვრული მინის კურსის შემაჯამებელი გამოფენა
თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის უწყვეტი განათლების ცენტრი, წარმოგიდგენთ მხატვრული მინის შემსწავლელი კურსის მონაწილეების ნამუშევრების გამოფენას. მონაწილეები: ოლღა მაჩაბელი ქეთევან კავილაძე ლილი ბეგიაშვილი ნინო ხარაძე ირმა კოხრეიძე ლელა კაციაშვილი ნათია მერაბიშვილი კურსის პედაგოგები: ნინო სიხუაშვილი, ნათია პაპიაშვილი კურსის ხელმძღვანელი: თამარ გრიგოლია გამოფენის გახსნა: 10 ივლისი 16:00-18:00 სთ. მისამართი: ალ. გრიბოედოვის ქ. N22
სტუდენტების საყურადღებოდ! ლექცია “არქიტექტურული დიზაინი და მეხსიერება: მილანის სკოლა”
8 ივლისს, 17:00 საათზე – თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სარკეებიანი დარბაზების საბიბლიოთეკო სივრცეში, გაიმართება სამხატვრო აკადემიის ერასმუს პარტნიორის – მილანის პოლიტექნიკური ინსტიტუტის, არქიტექტურის პროფესორის – Ermes Invernizzi ლექცია თემაზე “არქიტექტურული დიზაინი და მეხსიერება: მილანის სკოლა”. (Architectural design and memory: about the “Scuola di Milano”)
სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია “ვიზუალური ხელოვნება და რეკლამა”
27-28 ივნისს, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, მედია ხელოვნების ფაკულტეტის ორგანიზებით, გაიმართა მე-3 სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია “ვიზუალური ხელოვნება და რეკლამა”. ▫️ხელმძღვანელი: თამარ დარსაველიძე ▫️მონაწილე სტუდენტები: ნინი საყვარელიძე, თამარ კუჭავა, გვანცა ბოლქვაძე, გვანცა ალავიძე, მარიამ ქადაგიძე, მიხეილ ქაჯაია, ნუცა მუხურაძე, ნიკოლოზ მაღალაშვილი, ნინი ცინცაძე, ნიცა ინაიშვილი, მიკა გუდაკოვა, ილია ბოლქვაძე, ნიკოლოზ გუდაძე, ანა კეკუტია, […]
ნონა და ხათუნა ბადირეიშვილების ერთობლივი გამოფენა
6 ივლისს, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის – გობელენისა და მხატვრული ტექსტილის მუზეუმში, გელოდებით დიზაინის ფაკულტეტის, ტექსტილის მიმართულების მაგისტრანტი სტუდენტების: ნონა და ხათუნა ბადირეიშვილების ერთობლივ გამოფენაზე. გახსნა – 6 ივლისი, 15:00 საათი მისამართი: ჟან შარდენის N19
მაგისტრანტი სტუდენტების ერთობლივი გამოფენა – “ის, რასაც შეიგრძნობ”
1 ივლისი, 2024 წელი თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის საგამოფენო დარბაზში, გაიხსნა მაგისტრანტი სტუდენტების ერთობლივი გამოფენა – “ის, რასაც შეიგრძნობ”. მულტიმედიური გამოფენა აერთიანებს რამდენიმე მიმართულებას: ქანდაკება, ფერწერა, გრაფიკა, მინა და კერამიკა.
მერიის მიერ, 2023 წლის 9 ნოემბერს გამოცხადებულ კონკურსში, ბექა ჩხაიძის ესკიზმა გაიმარჯვა
ქ. თბილისის მერიის მიერ, 2023 წლის 9 ნოემბერს გამოცხადებულ კონკურსში, გაიმარჯვა თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის – ქანდაკების მიმართულების, მაგისტრატურის სტუდენტის, ბექა ჩხაიძის ესკიზმა. აღსანიშნავია, რომ ბექა ჩხაიძე, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დაფუძნებული, პირველი საერთაშორისო რეზიდენციის წარმატებული მონაწილეა. მისი ნამუშევარი განთავსდა საფრანგეთში – ლევილის ქართულ მამულში. ცნობისათვის, სამხატვრო აკადემიამ, “ქანდაკების სტუდენტური […]
სტუდენტების საყურადღებოდ! კონკურსი
გელა კანდელაკის შემოქმედებითი სახელოსნო – “ხელის ჩრდილების თეატრი და ანიმაცია”, აცხადებს სტუდენტების მისაღებ კონკურსს! კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად: I ეტაპი – საბუთების მიღება. 2024 წლის 14 ივნისიდან – 10 ივლისამდე, მითითებულ ელექტრონულ მისამართზე, გთხოვთ გააგზავნოთ თქვენი СV და სამოტივაციო წერილი. სურვილის შემთხვევაში, პორტფოლიო (ნამუშევრები). budruganagagra@gmail.com II ეტაპი – გასაუბრება. სწავლება დაიწყება 2024 წლის 15 სექტემბერს. […]