სადისერტაციო ნაშრომის დაცვა
16 ივლისს, 14:00 საათზე, გაიმართება რესტავრაციის, ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამის კონსერვაცია და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის დოქტორანტის, ნინო ბუღაძის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა. სადისერტაციო ნაშრომის სათაურია: „ქვემო კალას ერთი ურბანული მონაკვეთის კვლევა და რესტავრაცია-რეკონსტრუქციის ანალიზი“. სამეცნიერო ხელმძღვანელი: მაია მანია, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, თსსა ასოცირებული პროფესორი. დისერტაციის დაცვა შედგება თსსა რესტავრაციის, ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტზე, […]
უწყვეტი განათლების ცენტრში, დასრულდა მხატვრული მინის შემსწავლელი კურსი
სამხატვრო აკადემიის უწყვეტი განათლების ცენტრში, დასრულდა მხატვრული მინის შემსწავლელი კურსი. 10 ივლისს, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, კურსის მონაწილეების ნამუშევრების შემაჯამებელი გამოფენა გაიმართა. მონაწილეებს: ოლღა მაჩაბელი, ქეთევან კავილაძე, ლილი ბეგიაშვილი, ნინო ხარაძე, ირმა კოხრეიძე, ლელა კაციაშვილი, ნათია მერაბიშვილი, გადაეცათ სერთიფიკატები. კურსის პედაგოგები: ნინო სიხუაშვილი, ნათია პაპიაშვილი; კურსის ხელმძღვანელი: თამარ გრიგოლია
კერამიკის მიმართულების, I და II კურსის საკურსო ნამუშევრების პრეზენტაცია
10 ივლისი, 2024 წელი დიზაინის ფაკულტეტის – კერამიკის მიმართულების, I და II კურსის საკურსო ნამუშევრების პრეზენტაცია, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში. აღნიშნული ნამუშევრები, ფორმების პლასტიკისა და დაფერვის განსხვავებული ტექნიკებით შესრულებული ნიმუშებია. სწავლის პროცესში, სტუდენტები ეუფლებიან თიხის ამოყვანის ტექნიკას და ზედაპირის დამუშავების სპეციფიკას. ასევე, პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო, არქიტექტურის ფაკულტეტის – ინტერიერის დიზაინის მიმართულების სტუდენტების […]