სტუდენტების საყურადღებოდ! ლექცია “არქიტექტურული დიზაინი და მეხსიერება: მილანის სკოლა”

8 ივლისს, 17:00 საათზე – თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სარკეებიანი დარბაზების საბიბლიოთეკო სივრცეში, გაიმართება სამხატვრო აკადემიის ერასმუს პარტნიორის – მილანის პოლიტექნიკური ინსტიტუტის, არქიტექტურის პროფესორის – Ermes Invernizzi ლექცია თემაზე “არქიტექტურული დიზაინი და მეხსიერება: მილანის სკოლა”. (Architectural design and memory: about the “Scuola di Milano”)

სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია “ვიზუალური ხელოვნება და რეკლამა”

27-28 ივნისს, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, მედია ხელოვნების ფაკულტეტის ორგანიზებით, გაიმართა მე-3 სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია “ვიზუალური ხელოვნება და რეკლამა”. ▫️ხელმძღვანელი: თამარ დარსაველიძე ▫️მონაწილე სტუდენტები: ნინი საყვარელიძე, თამარ კუჭავა, გვანცა ბოლქვაძე, გვანცა ალავიძე, მარიამ ქადაგიძე, მიხეილ ქაჯაია, ნუცა მუხურაძე, ნიკოლოზ მაღალაშვილი, ნინი ცინცაძე, ნიცა ინაიშვილი, მიკა გუდაკოვა, ილია ბოლქვაძე, ნიკოლოზ გუდაძე, ანა კეკუტია, […]