ნონა და ხათუნა ბადირეიშვილების ერთობლივი გამოფენა

6 ივლისს, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის – გობელენისა და მხატვრული ტექსტილის მუზეუმში, გელოდებით დიზაინის ფაკულტეტის, ტექსტილის მიმართულების მაგისტრანტი სტუდენტების: ნონა და ხათუნა ბადირეიშვილების ერთობლივ გამოფენაზე. გახსნა – 6 ივლისი, 15:00 საათი მისამართი: ჟან შარდენის N19
მაგისტრანტი სტუდენტების ერთობლივი გამოფენა – “ის, რასაც შეიგრძნობ”
1 ივლისი, 2024 წელი თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის საგამოფენო დარბაზში, გაიხსნა მაგისტრანტი სტუდენტების ერთობლივი გამოფენა – “ის, რასაც შეიგრძნობ”. მულტიმედიური გამოფენა აერთიანებს რამდენიმე მიმართულებას: ქანდაკება, ფერწერა, გრაფიკა, მინა და კერამიკა.