კონკურსი – თურქეთის კასტამონუს უნივერსიტეტი
ცხადდება პერსონალის შესარჩევი კონკურსის პირველი ეტაპი ერასმუს მობილობისთვის თსსა დიზაინის ფაკულტეტის ერასმუს პარტნიორ – თურქეთის Kastamonu უნივერსიტეტში, საერთაშორისო კვირეულში მონაწილეობის მისაღებად. ა.წ. 14-19 ოქტომბერს. კვირეული მიეძღვნება უნივერსიტეტებში ერასმუს+ პროგრამის განხორციელების რეგულაციებს და პარტნიორული თანამშრომლობის გაფართოებას. შესარჩევი კონკურსის პირველი ეტაპი წარმოადგენს შერჩევას აპლიკანტის შესაბამის სამსახურში/ფაკულტეტზე და ოფიციალურ ნომინირებას. აპლიკანტის საბოლოო შეჩევა შედგება კასტამონუს უნივერსიტეტის მიერ. გთხოვთ დანართში […]
სტუდენტთა დასკვნითი გამოფენა
სამხატვრო აკადემიის სტუდენტების საყურადღებოდ: სტუდენტთა დასკვნითი გამოფენა30 ივლისიგამოფენის გახსნა – 16:00 საათზე -გუმბათებიან საგამოფენო დარბაზში– წარმოდგენილი იქნება 60-მდე სხვადასხვა მიმართულების სტუდენტის ნამუშევარი– თავისუფალი თემატიკის გამოფენა, რომელიც შეაჯამებს სტუდენტთა სემესტრის მანძილზე შექმნილ ნამუშევრებს-გამოფენას დაესწრება ბრაზილიის ელჩი– გამოფენა დასრულდება 19:00 საათზეგამოფენაში ჩართულია:1. არქიტექტურის ფაკულტეტი 2. დიზაინის ფაკულტეტი 3. სახვითი ხელოვნების ფაკულტეტი 4. რესტავრაციისა და ხელოვნების ისტორიის ფაკულტეტი 5. მედიახელოვნების ფაკულტეტი არ გამოტოვოთ […]
შიდა მობილობის მსურველთა საყურადღებოდ!!!
ცხადდება 2024-25 წლის სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის შიდა მობილობა. გაეცანით თანდართულ დოკუმენტებს: ვაკანტური ადგილების რაოდენობა და წინაპირობები სტუდენტთა რეგისტრაცია და გამოცდების ვადები დიზაინის ფაკულტეტის შიდა მობილობა
რესტავრაციის, ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტი აცხადებს მიღებას სადოქტორო პროგრამებზე
თსსა რესტავრაციის, ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტი 2024-25 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრში აცხადებს მიღებას სადოქტორო პროგრამებზე დეტალური ინფორმაცია იხილეთ თანდართულ დოკუმენტებში ძირითადი დოკუმენტრი დანართი 1 დანართი 2
მაგისტრანტობის კანდიდატთა რეგისტრაცია და მისაღები გამოცდების ვადები
გამოცხადდა სსიპ თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სამაგისტრო პროგრამებზე მაგისტრანტობის კანდიდატთა რეგისტრაცია და მისაღები გამოცდების ვადები: სამაგისტრო პროგრამაზე ჩაბარების მსურველ მაგისტრანტობის კანდიდატთა განცხადების მიღება/რეგისტრაცია – 2024 წლის 19 აგვისტოდან 4 სექტემბრის ჩათვლით; გამოცდა უცხო ენაში – 2024 წლის 9-10 სექტემბერი; გამოცდები სპეციალობაში – 2024 წლის 12-13 სექტემბერი; გამოცდის შედეგების გამოქვეყნება – 2024 წლის 18 სექტემბერი; სააპელაციო განცხადებების მიღება-განხილვა – 2024 წლის 19-20 სექტემბერი; გამოცდების საბოლოო შედეგების გამოქვეყნება, მაგისტრანტობის კანდიდატებთან ხელშეკრულების გაფორმება და რექტორის […]
მობილობა – 2024 წლის შემოდგომის სემესტრი
ბრძანება გარე მობილობის მსურველ სტუდენტთა რეგისტრაციისა და გამოცდების ვადების შესახებ ბრძანება სსიპ თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფაკულტეტებზე გარე მობილობისათვის განკუთვნილი ვაკანტური ადგილების რაოდენობისა და წინაპირობების დამტკიცების შესახებ
გარე მობილობის მსურველთა საყურადღებოდ!!!
2024-25 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობის განხორციელებისთვის საჭიროა, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სახელოვნებო-შემოქმედებით საგანმანათლებლო პროგრამებზე მობილობის მსურველმა, ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადის დასრულებამდე გაიაროს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მიერ ორგანიზებული კონკურსი შემოქმედებითი ტური გამოცდა ხატვაში – 2024 წლის 27 აგვისტოს 11:00 სთ, პორტფოლიო გამოცდა კომპოზიციაში – 2024 წლის 29 აგვისტოს 11:00 სთ. გაეცანით დანარჩენ პროცედურებს: მობილობის […]
სადისერტაციო ნაშრომის დაცვა
16 ივლისს, 14:00 საათზე, გაიმართება რესტავრაციის, ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამის კონსერვაცია და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის დოქტორანტის, ნინო ბუღაძის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა. სადისერტაციო ნაშრომის სათაურია: „ქვემო კალას ერთი ურბანული მონაკვეთის კვლევა და რესტავრაცია-რეკონსტრუქციის ანალიზი“. სამეცნიერო ხელმძღვანელი: მაია მანია, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, თსსა ასოცირებული პროფესორი. დისერტაციის დაცვა შედგება თსსა რესტავრაციის, ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტზე, […]
უწყვეტი განათლების ცენტრში, დასრულდა მხატვრული მინის შემსწავლელი კურსი
სამხატვრო აკადემიის უწყვეტი განათლების ცენტრში, დასრულდა მხატვრული მინის შემსწავლელი კურსი. 10 ივლისს, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, კურსის მონაწილეების ნამუშევრების შემაჯამებელი გამოფენა გაიმართა. მონაწილეებს: ოლღა მაჩაბელი, ქეთევან კავილაძე, ლილი ბეგიაშვილი, ნინო ხარაძე, ირმა კოხრეიძე, ლელა კაციაშვილი, ნათია მერაბიშვილი, გადაეცათ სერთიფიკატები. კურსის პედაგოგები: ნინო სიხუაშვილი, ნათია პაპიაშვილი; კურსის ხელმძღვანელი: თამარ გრიგოლია
კერამიკის მიმართულების, I და II კურსის საკურსო ნამუშევრების პრეზენტაცია
10 ივლისი, 2024 წელი დიზაინის ფაკულტეტის – კერამიკის მიმართულების, I და II კურსის საკურსო ნამუშევრების პრეზენტაცია, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში. აღნიშნული ნამუშევრები, ფორმების პლასტიკისა და დაფერვის განსხვავებული ტექნიკებით შესრულებული ნიმუშებია. სწავლის პროცესში, სტუდენტები ეუფლებიან თიხის ამოყვანის ტექნიკას და ზედაპირის დამუშავების სპეციფიკას. ასევე, პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო, არქიტექტურის ფაკულტეტის – ინტერიერის დიზაინის მიმართულების სტუდენტების […]