უწყვეტი განათლების ცენტრში, დასრულდა ლევკასის ტექნიკის შემსწავლელი კურსი
თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის – უწყვეტი განათლების ცენტრში, დასრულდა ლევკასის ტექნიკის შემსწავლელი კურსი. 17 ივნისს, სამხატვრო აკადემიის საგამოფენო დარბაზში, მოეწყო კურსის მონაწილეების ნამუშევრების შემაჯამებელი გამოფენა, ასევე მონაწილეებს გადაეცათ სერთიფიკატები. კურსს უძღვებოდა მხატვარი ნოდარ ბადურაშვილი.
უწყვეტი განათლების ცენტრში, დასრულდა მხატვრული კერამიკის შემსწავლელი კურსი
5 ივნისს, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის – უწყვეტი განათლების ცენტრში, დასრულდა მხატვრული კერამიკის (რაკუს ექპერიმენტული გამოწვის ტექნიკები) შემსწავლელი კურსი. სამხატვრო აკადემიის ეზოში, მოეწყო კურსის მონაწილეების ნამუშევრების ჩვენება და რაკუს გამოწვა. კურსს უძღვებოდა მხატვარი, სამხატვრო აკადემიის ასოცირებული პროფესორი – გიორგი პაჭკორია.