იტალიის საელჩოს სტიპენდიები თსსა სტუდენტებისთვის

ცხადდება კონკურსი იტალიის მთავრობის მიერ 2024-2025 აკადემიური წლისთვის გამოყოფილი სტიპენდიების მოსაპოვებლად. საქართველოს მოქალაქეებისთვის გამოყოფილია 63 თვის (ყოველთვიურად 1000 ევროს) ოდენობის სტიპენდია. განაცხადი უნდა შეივსოს კანდიდატის მიერ ონლაინ შემდეგ პორტალზე: https://studyinitaly.esteri.it/. კანდიდატის ელექტრონული განაცხადის წარდგენის ვადა იწურება 2024 წლის 14 ივნისს 14.00 საათზე იტალიის დროით (2024 წლის 14 ივნისს 16.00 საათზე საქართველოს დროით). გთხოვთ იხილოთ დანართი

პროექტი – “ხელოვნება ჩემს ცხოვრებაში”

27 მაისს, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში, ინკლუზიური სწავლების ცენტრის ინიციატივით, ჩატარდა პროექტი – “ხელოვნება ჩემს ცხოვრებაში”. 28 მაისს კი, სამხატვრო აკადემიის სტუდენტებმა: თამარ საბაურმა, გიორგი ყიფშიძემ, თეკლა დარჩიამ და ავთო დათაშვლიმა, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და უსინათლო ბავშვებისთვის შერეული ტექნიკით მასტერკლასები ჩაატარეს. პროექტის მხარდამჭერი – აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

მობილობა Paul Valéry University Montpellier 3 – ში

თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის – საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი და ერასმუსის ინსტიტუციური კოორდინატორი, მაია ყიფიანი, ერასმუსის პროგრამის ფარგლებში, მიწვევით იმყოფებოდა სამხატვრო აკადემიის ახალ ერასმუს პარტნიორთან, საფრანგეთის – მონპელიეს Paul Valéry University Montpellier 3 უნივერსიტეტის საერთაშორისო სამსახურების კვირეულზე. ტრენინგის პარალელურად, განხილულ იქნა თანამშრომლობის ახალი პერსპექტივები კინოს მხატვრობის მიმართულებით: ICM, BIP და სხვა მასშტაბური […]

მობილობა ლიხტენშტეინის უნივერსიტეტში

13-17 მაისი, 2024 – მობილობა ლიხტენშტეინის უნივერსიტეტში. 2017 წლიდან დღემდე, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის – არქიტექტურის ფაკულტეტსა და ლიხტენშტეინის უნივერსიტეტის არქიტექტურის დეპარტამენტს შორის, წარმატებული და ნაყოფიერი თანამშრომლობის ფარგლებში, სტუდენტთა ერასმუს მობილობა უწყვეტად მიმდინარეობს. 13-17 მაისს, ლიხტენშტეინში, სამხატვრო აკადემიის საერთაშორისო დეპარტამენტის წარმომადგენელი, ნესტან წიკლაური იმყოფებოდა. წლების განმავლობაში, გაცვლით პროგრამებში მონაწილე, სამხატვრო აკადემიის სტუდენტებმა, […]