ლევილის ისტორიულ მამულში, ქართული ფესტივალი გაიხსნა

ლევილის ისტორიულ მამულში, ქართული ფესტივალი გაიხსნა. ფესტივალის პირველ დღეს – ლევილის მამულის პარკში, მოეწყო სამხატვრო აკადემიის – ქანდაკების მიმართულების სტუდენტების ნამუშევრების წარდგენა

ბელგიის, ქალაქ ანტვერპენის ხელოვნების უმაღლესი სკოლის წარმომადგენლების ვიზიტი. მედიახელოვნების ფაკულტეტი

ERASMUS ქალაქ ანტვერპენის – ხელოვნების უმაღლესი სკოლის წარმომადგენლები, კურტ ვანბელეგემი და ლაურა ბრასპენინგი, 23 მაისს შეხვდნენ ასევე, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის – მედია ხელოვნების ფაკულტეტის დეკანს, პედაგოგებსა და სტუდენტებს

ბელგიის, ქალაქ ანტვერპენის ხელოვნების უმაღლესი სკოლის წარმომადგენლების ვიზიტი. სახვითი ხელოვნების ფაკულტეტი

ERASMUS 23 მაისს, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის – სახვითი ხელოვნების ფაკულტეტს, ერასმუსის პროგრამის ფარგლებში, გაცნობითი ვიზიტით ესტუმრნენ ბელგიის, ქალაქ ანტვერპენის Karel de Grote University of Applied Sciences, Arts St Lucas School of Arts – ხელოვნების უმაღლესი სკოლის წარმომადგენლები: კურტ ვანბელეგემი და ლაურა ბრასპენინგი. სტუმრები შეხვდნენ სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის დეკანს და მიმართულებების ხელმძღვანელებსა […]

ბელგიის, ქალაქ ანტვერპენის ხელოვნების უმაღლესი სკოლის წარმომადგენლების ვიზიტი. დიზაინის ფაკულტეტი

ERASMUS 22 მაისს, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის – დიზაინის ფაკულტეტს, ერასმუსის პროგრამის ფარგლებში, გაცნობითი ვიზიტით ესტუმრნენ: ბელგიის, ქალაქ ანტვერპენის Karel de Grote University of Applied Sciences, Arts St Lucas School of Arts – ხელოვნების უმაღლესი სკოლის წარმომადგენლები – კურტ ვანბელეგემი და ლაურა ბრასპენინგი. სტუმრები შეხვდნენ სამხატვრო აკადემიის რექტორს, ვიცე-რექტორებს, დიზაინის ფაკულტეტის დეკანსა […]

მობილობა თურქეთში, კასტამონუს უნივერსიტეტი

ERASMUS 13-17 მაისს, თურქეთის – კასტამონუს უნივერსიტეტში, ერასმუს თანამშრომლობის ფარგლებში, სტუმრად იმყოფებოდა დიზაინის ფაკულტეტის, მხატვრული კერამიკის მიმართულების ასოცირებული პროფესორი, გიორგი პაჭკორია. პროფესორმა კოლეგებისა და უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ჩაატარა 5 დღიანი ვორქშოფი

კიოლნის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის, არქიტექტურის მიმართულების ხელმძღვანელის ვიზიტი

ERASMUS 23 მაისი, 2024 წელი ▫️თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიას ესტუმრა ქალაქ კიოლნის – გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის, არქიტექტურის მიმართულების ხელმძღვანელი, პროფესორი იოხან ზიგმუნდი. შეხვედრას ესწრებოდნენ თსსა რექტორი და არქიტექტურის ფაკულტეტის წარმომადგენლები. შედეგად, საფუძველი ჩაეყარა სამომავლო პარტნიორულ თანამშრომლობას ერასმუს+ პროგრამების ფარგლებში – სამხატვრო აკადემიასა და Cologne University of Applied Sciences შორის.

სამხატვრო აკადემიის სტუდენტების საყურადღებოდ!

•იგეგმება მონოქრომატული გამოფენა, სადაც წამყვანი ფერი იქნება წითელი, თემა კი უშუალოდ შეეხება პატრიოტიზმს. •პროექტი ემსახურება ქართული კულტურის პოპულარიზაციასა და მოდერნიზაციას. •პროექტის მიზანია გააღვივოს პატრიოტიზმის გრძნობა ახალგაზრდებში, მისცეს მოტივაცია შეიმეცნოს საკუთარი სამშობლოს წარსული და შეიყვაროს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა. ასევე პროექტის მისიაა ოკუპაციის მიერ ჩატეხილი ხიდის აღდგენა ხელოვნების საშუალებით. •მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერი ფაკულტეტის სტუდენტს •მითითებულ მეილზე […]