TAD Week – Tbilisi Architecture & Design Week
15-18 მაისი! TAD Week – Tbilisi Architecture & Design Week თბილისის არქიტექტურისა და დიზაინის კვირეულში მონაწილეობის მსურველთათვის! სარეგისტრაციო ფორმები: 15 მაისი – MoMA Tbilisi მისამართი: შოთა რუსთაველის გამზირი 27 19:00 https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSeivTDbJRd3K8R2gs29Z1CDcdw9qzCzB13nhBZVjWJYColfkA/viewform 16,17,18 მაისი – Artizan Design Hotel მისამართი: იაკობ ნიკოლაძის 12 https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSeKQCqSgXUIZD4Qpro-bPNzNaZEUVRmjaoZnvqL-EiA6d0WEw/viewform მონაწილეობის მსურველების მაღალი აქტივობის გათვალისწინებით, კვირეულში მონაწილეთა ადგილები შეზღუდულია! იაქტიურეთ!
ვროცლავის აკადემიის პროფესორის ვიზიტი
7-10 მაისი, 2024 წელი თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტს ეწვია თსსა ERASMUS პარტნიორი ინსტიტუტის – პოლონეთის, ქალაქ ვროცლავის აკადემიის ფერწერის მიმართულების სამაგისტრო საფეხურის პროგრამის პროფესორი Hubert Bujak. ვიზიტის ფარგლებში, სტუმარი შეხვდა თსსა რექტორს, სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის დეკანს და თსსა წარმომადგენლებს, გაეცნო თსსა სასწავლო პროგრამებს და ჩაატარა პრეზენტაცია და ვორქშოფი ფერწერისა […]
პოლონეთის, ქალაქ ვროცლავის აკადემიის წარმომადგენლების ვიზიტი
23 აპრილი, 2024 წელი თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურს ეწვია თსსა ERASMUS პარტნიორი ინსტიტუტის – პოლონეთის, ქალაქ ვროცლავის აკადემიის Joanna Żedzik ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის წარმომადგენელი. ვიზიტის ფარგლებში, სტუმარი გაეცნო თსსა საკადრო პოლიტიკას, ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის სტრუქტურას შედგა მოლაპარაკება სამომავლო თანამშრომლობის შესახებ
გამოვლინდა დრეზდენის საერთაშორისო პლენერის ორი გამარჯვებული კონკურსანტი
დრეზდენის საერთაშორისო პლენერის, გერმანელი და ქართველი სამხატვრო ხელმძღვანელებით დაკომპლექტებულმა გუნდმა, გამოავლინა ორი გამარჯვებული კონკურსანტი – “Palais Sommer 2024”-ისთვის. გამარჯვებულები არიან, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის, ფერწერის მიმართულების IV და III კურსის სტუდენტები: მარიამ ოკრიბელაშვილი და მათე ცქვიტინიძე. 2024 წლის ივლისში ისინი გაემგზავრებიან დრეზდენში, პლენერზე შექმნიან ფერწერულ ტილოებს და ჩაერთვებიან გამოფენაში “კულტურა.სინქრონი”. ვულოცავთ ჩვენს […]