1. |
  2. 2024
  3. |
  4. აპრილი
  5. |
  6. Page 3

ამერიკელი გრაფიკოსის და კომიქსების შემქმნელის ტომ გრინდბერგის მასტერკლასი

12 აპრილი, 2024 თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის – სახვითი ხელოვნების ფაკულტეტზე, გაიმართა ცნობილი ამერიკელი გრაფიკოსის და კომიქსების შემქმნელის ტომ გრინდბერგის მასტერკლასი

გივი სადაღაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი გამოფენა

10 აპრილი, 2024 წელი ️ თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, გაიხსნა თანამედროვე ქართული ჭედური ხელოვნების ცნობილი ოსტატის, გივი სადაღაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი გამოფენა. გამოფენა გაგრძელდება 14 აპრილამდე

თსსა ERASMUS პარტნიორი ინსტიტუტის – პოლონეთის, ქალაქ ვროცლავის აკადემიის პროფესორის ვორქშოფი

10 აპრილი, 2024 წელი თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, გრძელდება თსსა ERASMUS პარტნიორი ინსტიტუტის – პოლონეთის, ქალაქ ვროცლავის აკადემიის, გრაფიკის მიმართულების პროფესორის ზუზანა დირდას ვიზიტი. ვიზიტის ფარგლებში, სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის – გრაფიკის მიმართულებაზე, ჩატარდა ვორქშოფი სტუდენტებისთვის

ამერიკელი გრაფიკოსის და კომიქსების შემქმნელის, ტომ გრინდბერგის მასტერკლასი

12 აპრილს, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში ტარდება ცნობილი ამერიკელი გრაფიკოსის და კომიქსების შემქმნელის, ტომ გრინდბერგის მასტერკლასი. გრინდბერგის კოლაბორაციები გამომცემლობასთან და სტუდიებთან: DC Comics – Action comics: Superman, Batman, Detective comics, Captain Atom, Hawk and Dove. Marvel – Conan the Barbarian (Won: Best Conan artist award), Spiderman, X-factor, Avengers, Daredevil, Venom. Valiant comics […]

ალბომის – “ქართული გობელენი” პრეზენტაცია

8 აპრილს, გობელენისა და მხატვრული ტექსტილის მუზეუმში გაიმართა ალბომის – “ქართული გობელენი” პრეზენტაცია. პროექტი განხორციელდა თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიისა და კულტურისა და სპორტის სამინისტროს თანამშრომლობის ფარგლებში, სამინისტროს სრული დაფინანსებით და მხარდაჭერით. ალბომში წარმოდგენილია ხელოვნების ამ დარგში მოღვაწე ყველა თაობის მხატვარი. გამოცემაში შესული გობელენების უმეტესი ნაწილი, დაცულია თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო […]

პოლონეთის, ქალაქ ვროცლავის აკადემიის, გრაფიკის მიმართულების პროფესორის ვიზიტი

8 აპრილს, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის – სახვითი ხელოვნების ფაკულტეტს ესტუმრა სამხატვრო აკადემიის ERASMUS პარტნიორი ინსტიტუტის – პოლონეთის, ქალაქ ვროცლავის აკადემიის, გრაფიკის მიმართულების პროფესორი ქ-ნი ზუზანა დირდა. პროფესორმა მოინახულა გრაფიკის მიმართულების სტუდიები, გაეცნო სასწავლო პროცესს, შეხვდა სამხატვრო აკადემიის რექტორს, მიმართულების ხელმძღვანელს და აკადემიის სხვა წარმომადგენლებს

ესპანეთის, კასტელონის უმაღლესი ხელოვნების სკოლის ვებ-დიზაინის პროფესორის ვიზიტი

3 აპრილი, 2024 წელი თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, მედია ხელოვნების ფაკულტეტს სტუმრობდა სამხატვრო აკადემიის ERASMUS პარტნიორი ინსტიტუტის – ესპანეთის, კასტელონის უმაღლესი ხელოვნების სკოლის – EASD Castello ვებ-დიზაინის პროფესორი, გემა გრაცია დელ ოლმო. სტუმარი შეხვდა თსსა რექტორს, მედია ხელოვნების ფაკულტეტის დეკანს და სამხატვრო აკადემიის წარმომადგენლებს. დაიგეგმა მრავალწლიანი თანამშრომლობის გაღრმავება

Elementor #55638

bandarqq Pkv Games Pkv Games Slot Indosat PG Soft Slot Deposit Pulsa SLOT OVO Robopragma Pkv games Pkv Games DominoQQ POKER QQ DominoQQ

მხატვრული დეკორატიული თექის კურსი

მხატვრული დეკორატიული თექა კურსის მიზანია მსმენელებმა შეისწავლონ ტრადიციული და თანამედროვე მხატვრული დეკორატიული თექის დამზადების ტექნოლოგია. კურსის დროს მსმენელები თუშური მატყლისა და მირინოსის მატყლის გამოყენებით შეასრულებენ სიბრტყობრივ და მოცულობით ნამუშევრებს. კურსის მოცულობა- 40 აკადემიური საათი; მეცადინეობა ჩატარდება კვირაში 2-ჯერ (ხუთშაბათი – 18:00 -21:30 სთ; შაბათი -12:00- 15:30 სთ;) მეცადინეობა ჩატარდება შემდეგ მისამართზე: თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის […]

ტესტ

ტესტ ტესტ ტესტ ტესტ