1. |
  2. 2024
  3. |
  4. აპრილი
  5. |
  6. Page 2

იტალიის ელჩის ვიზიტი სამხატვრო აკადემიაში

16 აპრილს, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში ვიზიტით იმყოფებოდა იტალიის ელჩი საქართველოში მასიმილიანო დ’ანტუონო და მისიის ხელმძღვანელის მოადგილე ფაბიოლა ალბანეზე. დიპლომატს უმასპინძლა თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რექტორმა, ყარამან ქუთათელაძემ. შეხვედრას ესწრებოდნენ სამხატვრო აკადემიის საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების წარმომადგენლები. საუბარი შეეხო თანამშრომლობის მეტად გაღრმავებას და სამომავლო გეგმებს. რექტორმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა იტალიის […]

აბიტურიენტთა საყურადღებოდ!!! რეგისტრაცია შემოქმედებით ტურზე – 2024

სსიპ თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია აცხადებს საბაკალავრო საფეხურის აბიტურიენტების ონლაინ რეგისტრაციას შემოქმედებით ტურზე. რეგისტრაცია იწარმოებს 2024 წლის 18 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით. 1. კონკურსში მონაწილეობის მიღებისთვის აბიტურიენტმა უნდა გაიაროს ონლაინ რეგისტრაცია. 2. რეგისტრაცია ხორციელდება ელექტრონულად, აბიტურიენტის მიერ თსსა-ს ვებგვერდზე განთავსებული ელექტრონული ფორმის შევსების შედეგად. 3. აბიტურიენტს რეგისტრაციის გავლისთანავე ენიჭება ინდივიდუალური კოდი, რომელიც […]

ერასმუს მობილობა ვროცლავის ხელოვნების და დიზაინის აკადემიაში

8-11 აპრილს, თსსა ერასმუს პარტნიორი, პოლონეთის ვროცლავის ხელოვნებისა და დიზაინის აკადემიის ‘The Eugeniusz Geppert Academy of Art and Design Wroclaw’ მოწვევით, ვროცლავის აკადემიის საერთაშორისო სამსახურში ტრენინგ მობილობა და სამუშაო პრაქტიკა გაირა თსსა საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების უფროსმა და ერასმუს ინსტიტუციურმა კოორდინატორმა მაია ყიფიანმა. შედგა შეხვედრა გრაფიკის დეპარტამენტში პროფესორებთან და ერასმუს მობილობის ქართველ სტუდენტთან, ასევე, მოლაპარაკება სამომავლო […]

აბიტურიენტთა საყურადღებოდ!!! რეგისტრაცია შემოქმედებით კონკურსზე 2024

გახსენებთ, რომ დღეს, 30 აპრილს 18.00 საათზე, სრულდება აბიტურიენტთა რეგისტრაცია შემოქმედებით ტურზე სსიპ თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია აცხადებს საბაკალავრო საფეხურის აბიტურიენტების ონლაინ რეგისტრაციას შემოქმედებით ტურზე. რეგისტრაცია იწარმოებს 2024 წლის 18 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით. 1. კონკურსში მონაწილეობის მიღებისთვის აბიტურიენტმა უნდა გაიაროს ონლაინ რეგისტრაცია. 2. რეგისტრაცია ხორციელდება ელექტრონულად, აბიტურიენტის მიერ თსსა-ს ვებგვერდზე განთავსებული […]

სასწავლო ვიზიტი ბრიუსელში (EU & NATO)

საერთაშორისო განათლების ინსტიტუტი (IEI), ევროპის რეგიონთა კომიტეტთან (CoR) თანამშრომლობით, აცხადებს მონაწილეთა შერჩევას პროგრამაში: სასწავლო ვიზიტი ევროკავშირის ინსტიტუციებსა და ნატოს შტაბ-ბინაში. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://iei.ge/study-visit-eu/ იხილეთ სპეციალური შეთავაზება უნივერსიტეტებისთვის: https://iei.ge/…/2024/04/Study-Visit-to-EU-UNI-Offer.pdf

ერასმუსის ფარგლებში, ორი პარტნიორი უნივერსიტეტის პროფესორების ვიზიტი

15 აპრილს, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის – დიზაინის ფაკულტეტის კერამიკის მიმართულებას, ერასმუსის ფარგლებში, ორი პარტნიორი უნივერსიტეტიდან პროფესორები სტუმრობდნენ. ბულგარეთის – ქ. სოფიას უნივერსიტეტიდან ბოჟიდარ ბონჩევი და თურქეთის – კასტამონუს უნივერსიტეტიდან, ფირდევს მუჟდე გოკბელ იავუზოღლუ. პროფესორები შეხვდნენ სამხატვრო აკადემიის რექტორს, ფაკულტეტის დეკანსა და კერამიკის მიმართულების ხელმძღვანელს. ასევე, აკადემიის წარმომადგენლებს. სტუმრებმა დაათვალიერეს სტუდიები, დაიგეგმა […]

თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია 2024-2025 სასწავლო წლისთვის აცხადებს მიღებას საბაკალავრო პროგრამებზე

2024 წელს აბიტურიენტთა მისაღები შემოქმედებითი კონკურსის ჩატარებასთან დაკავშირებული შესაბამისი ღონისძიებების ვადები განისაზღვრა შემდეგი სახით: არქიტექტურის ფაკულტეტზე ჩამბარებელთათვის 1. აბიტურიენტთა მიერ რეგისტრაციის პირველი ეტაპის (ელექტრონული ფორმით) განხორციელება – 2024 წლის 18 აპრილიდან 2024 წლის 30 აპრილის  ჩათვლით; 2. აკადემიაში პორტფოლიოს წარდგენა მოხდება – 2024 წლის 13 მაისიდან 2024 წლის 24 მაისის ჩათვლით (შაბათ-კვირის გარდა); 3. არქიტექტურის […]

ზალცბურგის საზაფხულო აკადემია 2024

ზალცბურგის საზაფხულო აკადემია, 22 ივლისი – 31 აგვისტოს განმავლობაში, აცხადებს სასტიპენდიო კონკურსს. ბოლო ვადა: 2024 წლის 1 მაისი. დეტალებისთვის იხილეთ თანდართული ბმული: www.summeracademy.at კონტაქტი: office@summeracademy.at

გოეთეს ინსტიტუტის კონკურსი ხელოვანებისთვის და სახელოვნებო კოლექტივებისთვის

თბილისის გოეთეს ინსტიტუტს წელს დაარსებიდან 30 წელი უსრულდება. საიუბილეო თარიღი 28 ივნისს აღინიშნება. ცხადდება კონკურსი: პროექტების განაცხადების შემოტანის ბოლო ვადაა 2024 წლის 19 აპრილი. დეტალები იხილეთ ბმულზე

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი სამხატვრო აკადემიასა და “სილქ როუდ ჯგუფს” შორის

13 აპრილს, წინანდლის მამულში, ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს – თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიასა და “სილქ როუდ ჯგუფს” შორის. ღონისძიება გაიმართა კირილე ზდანევჩის გამოფენის პარალელურად, რომელიც წინანდლის მამულში ამავე დღეს გაიხსნა. გამოფენაზე წარმოდგენილია კირილე ზდანევიჩის 11 ნამუშევარი – გივი ფარასტაშვილის კოლექციიდან. გამოფენის დათვალიერების მსურველებს წინანდლის მუზეუმი, ორი თვის განმავლობაში უმასპინძლებს.