ერასმუსის ფარგლებში, ორი პარტნიორი უნივერსიტეტის პროფესორების ვიზიტი
15 აპრილს, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის – დიზაინის ფაკულტეტის კერამიკის მიმართულებას, ერასმუსის ფარგლებში, ორი პარტნიორი უნივერსიტეტიდან პროფესორები სტუმრობდნენ. ბულგარეთის – ქ. სოფიას უნივერსიტეტიდან ბოჟიდარ ბონჩევი და თურქეთის – კასტამონუს უნივერსიტეტიდან, ფირდევს მუჟდე გოკბელ იავუზოღლუ. პროფესორები შეხვდნენ სამხატვრო აკადემიის რექტორს, ფაკულტეტის დეკანსა და კერამიკის მიმართულების ხელმძღვანელს. ასევე, აკადემიის წარმომადგენლებს. სტუმრებმა დაათვალიერეს სტუდიები, დაიგეგმა […]
თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია 2024-2025 სასწავლო წლისთვის აცხადებს მიღებას საბაკალავრო პროგრამებზე
2024 წელს აბიტურიენტთა მისაღები შემოქმედებითი კონკურსის ჩატარებასთან დაკავშირებული შესაბამისი ღონისძიებების ვადები განისაზღვრა შემდეგი სახით: არქიტექტურის ფაკულტეტზე ჩამბარებელთათვის 1. აბიტურიენტთა მიერ რეგისტრაციის პირველი ეტაპის (ელექტრონული ფორმით) განხორციელება – 2024 წლის 18 აპრილიდან 2024 წლის 30 აპრილის ჩათვლით; 2. აკადემიაში პორტფოლიოს წარდგენა მოხდება – 2024 წლის 13 მაისიდან 2024 წლის 24 მაისის ჩათვლით (შაბათ-კვირის გარდა); 3. არქიტექტურის […]
ზალცბურგის საზაფხულო აკადემია 2024
ზალცბურგის საზაფხულო აკადემია, 22 ივლისი – 31 აგვისტოს განმავლობაში, აცხადებს სასტიპენდიო კონკურსს. ბოლო ვადა: 2024 წლის 1 მაისი. დეტალებისთვის იხილეთ თანდართული ბმული: www.summeracademy.at კონტაქტი: office@summeracademy.at
გოეთეს ინსტიტუტის კონკურსი ხელოვანებისთვის და სახელოვნებო კოლექტივებისთვის
თბილისის გოეთეს ინსტიტუტს წელს დაარსებიდან 30 წელი უსრულდება. საიუბილეო თარიღი 28 ივნისს აღინიშნება. ცხადდება კონკურსი: პროექტების განაცხადების შემოტანის ბოლო ვადაა 2024 წლის 19 აპრილი. დეტალები იხილეთ ბმულზე
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი სამხატვრო აკადემიასა და “სილქ როუდ ჯგუფს” შორის
13 აპრილს, წინანდლის მამულში, ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს – თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიასა და “სილქ როუდ ჯგუფს” შორის. ღონისძიება გაიმართა კირილე ზდანევჩის გამოფენის პარალელურად, რომელიც წინანდლის მამულში ამავე დღეს გაიხსნა. გამოფენაზე წარმოდგენილია კირილე ზდანევიჩის 11 ნამუშევარი – გივი ფარასტაშვილის კოლექციიდან. გამოფენის დათვალიერების მსურველებს წინანდლის მუზეუმი, ორი თვის განმავლობაში უმასპინძლებს.