დრეზდენის საერთაშორისო პლენერი
თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის – სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის, ფერწერის მიმართულების III და IV კურსის სტუდენტებისთვის ცხადდება კონკურსი, რომელიც გამოავლენს დრეზდენის საერთაშორისო პლენერის ორ ახალ მონაწილეს. დრეზდენის საერთაშორისო პლენერი, გერმანიის ერთ-ერთი უდიდესი კულტურულ-საგანმანათლებლო ფესტივალის “Palais Sommer” უმთავრესი კომპონენტია, რომელშიც სამხატვრო აკადემიის სტუდენტები 2013 წლიდან არიან ჩართულნი, პროექტის დამფუძნებლის, აკადემიის საპატიო პროფესორის, ალექსანდრე-ალეკო ადამიას […]
ვორქშოფი და ლექცია „თიხის მონოპრინტი”
19-23 აპრილს, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის – დიზაინის ფაკულტეტის, მხატვრული კერამიკის მიმართულებზე, ერასმუსის პროგრამის ფარგლებში, ქ. სოფიას უნივერსიტეტიდან, პროფესორმა ბოჟიდარ ბონჩევმა ჩაატარა ვორქშოფი და ლექცია „თიხის მონოპრინტი”
არქიტექტურული კომპანია „მიდამო“ აცხადებს ვაკანსიას ლანდშაფტის არქიტექტორის თანაშემწის პოზიციაზე
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: • პროფესიული განათლება არქიტექტურის ან ურბანული არქიტექტურის განხრით • გრაფიკული პროგრამების ცოდნა: ArchiCAD, AutoCAD, Adobe Photoshop ძირითადი ფუნქციები: • ლანდშაფტურ პროექტებში საწყისი ეტაპიდან აქტიური ჩართულობა (პროექტის, კონცეფციის, ესკიზის დამუშვება) • რელიეფის ჭრილებისა და განშლების მომზადება • სამშენებლო პროექტების დეტალური ნახაზების/კვანძების შემუშავება • მასალათა უწყისის მომზადება • პროექტის საპრეზენტაციო მოსალების მომზადება • საჭიროების შემთხვევაში […]
ლევილის შემოქმედებით რეზიდენციაში მონაწილე ახალგაზრდა მოქანდაკეების კონკურსი
სამხატვრო აკადემიამ, ლევილის შემოქმედებით რეზიდენციაში მონაწილე ახალგაზრდა მოქანდაკეები, კონკურსის წესით გამოავლინა. თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიამ, პროექტის ფარგლებში – “ქანდაკების სტუდენტური სიმპოზიუმი”, ლევილის შემოქმედებით რეზიდენციაში მონაწილე ახალგაზრდა მოქანდაკეები კონკურსის წესით გამოავლინა. ქანდაკების სტუდენტური სიმპოზიუმი, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, 2024 წლის 5-25 მაისს, ლევილის ქართველთა მამულში (საფრანგეთი) ჩატარდება. ქანდაკების მიმართულების სტუდენტების ნამუშევრები […]
სივრცითი და ქალაქმშენებლობითი განვითარების სააგენტოს წარმომადგენლების შეხვედრა არქიტექტურის ფაკულტეტის სტუდენტებთან
23 აპრილი, 2024 თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, გაიმართა სივრცითი და ქალაქმშენებლობითი განვითარების სააგენტოს წარმომადგენლების შეხვედრა არქიტექტურის ფაკულტეტის სტუდენტებთან. შეხვედრაზე განიხილეს მიმდინარე პროექტები, საკონკურსო შემოთავაზებები და სტაჟირების სამომავლო გეგმა
სოსო ქოაივა, კატალოგის პრეზენტაცია და გამოფენა
სოსო ქოიავა, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რექტორი 1992- 2003 წლებში, პროფესორი- ახალი ნამუშევრების გამოფენა, და კატალოგის პრეზენტაცია, რომელიც მოიცავს სოსო ქოიავას შემოქმედებას, ბიოგრაფიას, 1992-2003 წლების აკადემიის ისტორიას, ინტერვიუებს, ა.შ. გახსნა – 24.04.2024 15.00 სთ თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია – სარკეებიანი დარბაზი
ვორქშოფი „რესტავრაციის ტექნიკები“
17-18 აპრილი დიზაინის ფაკულტეტის მხატვრული კერამიკის მიმართულებზე, ერასმუსის ფარგლებში, კასტამონუს უნივერსიტეტიდან (თურქეთი), პროფესორმა ფირდევს მუჟდე გოკბელ იავუზოღლუმ ჩაატარა ვორქშოფი „რესტავრაციის ტექნიკები“
პრეზენტაცია „ისტორია, განვითარება, მომავალი“
16 აპრილი დიზაინის ფაკულტეტის მხატვრული კერამიკის მიმართულებზე, ერასმუსის ფარგლებში, ქ. სოფიას უნივერსიტეტიდან პროფესორმა ბოჟიდარ ბონჩევმა ჩაატარა პრეზენტაცია „ისტორია, განვითარება, მომავალი“
პრეზენტაცია “კავშირი კერამიკულ მასალასა და ხმას შორის”, „კერამიკის რესტავრაცია და კონსერვაცია“
16 აპრილი დიზაინის ფაკულტეტის მხატვრული კერამიკის მიმართულებზე, ერასმუსის ფარგლებში, კასტამონუს უნივერსიტეტიდან (თურქეთი), პროფესორმა ფირდევს მუჟდე გოკბელ იავუზოღლუ ჩაატარა პრეზენტაცია “კავშირი კერამიკულ მასალასა და ხმას შორის” „კერამიკის რესტავრაცია და კონსერვაცია“. კასტამონუს უნივერსიტეტი თსსა ახალი პარტნიორია, სადაც უკვე განხორციელდა მხატვრული კერამიკის მიმართულებიდან სტუდენტის მობილობა
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია
24, 25 და 26 აპრილს თსს აკადემიის რესტავრაციის, ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტის ორგანიზებით ტარდება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია. ჩატარების ადგილი თსსა საკონფერენციო დარბაზი. თსსა კონფერენცია 2024- პროგრამა_ქართ. TSAA conference 2024