საინფორმაციო დღეს ჟან მონეს პროგრამის შესახებ
28 თებერვალს Erasmus+ ეროვნული ოფისი საქართველოში ატარებს საინფორმაციო დღეს ჟან მონეს პროგრამის შესახებ. ღონისძიების ფარგლებში მოხდება ჟან მონეს შესაძლებლობების გაცნობა, საერთაშორისო და ადგილობრივი პრაქტიკის შესახებ ინფორმაციის გაცვლა და იქნება კითხვების/დისკუსიის შესაძლებლობა. გთხოვთ, თქვენს საუნივერსიტეტო სივრცეში გაავრცელოთ ინფორმაცია ღონისძიების შესახებ. მათთვის ვინც ღონისძიებას ესწრება დისტანციურად, რეგისტრაცია სავალდებულოა და გრძელდება 2024 წლის 27 თებერვლის, 16:00 საათამდე.
თურქეთის რესპუბლიკის საგრანტო პროგრამა
თურქეთის სამეცნიერო და ტექნოლოგიური კვლევების საბჭოს მიერ გამოცხადებული, ქართველი მკვლევრებისათვის განკუთვნილი TUBITAK-ის (The Scientific and Technological Research Council of Türkiye) საგრანტო პროგრამები გამოცხადებულია ორი კონკურსი: საერთაშორისო სტიპენდია გამოჩენილი მკვლევრებისთვის; საერთაშორისო სტიპენდია ახალგაზრდა მკვლევრებისთვის. აღნიშნული საგრანტო პროგრამები მკვლევრებს უზრუნველყოფს სტიპენდიით, სამოგზაურო ხარჯებით, დაზღვევითა და დღიური ხარჯით. პროექტის ხანგრძლივობა შეადგენს 24-დან 36 თვეს. დაინტერესებულ პირებს განაცხადის გაკეთება […]