ერასმუს+ პროგრამის ახალი დირექტორი და ეროვნული ოფისის ხელმძღვანელი აკადემიაში

7 თებერვალი, 2024 თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიას სტუმრობდნენ ერასმუს+ პროგრამის ახალი დირექტორი და ეროვნული ოფისის ხელმძღვანელი – მარიამ სულაშვილი და პროგრამის მენეჯერი, თამარ კანდელაკი. შედგა შეხვედრა სამხატვრო აკადემიის რექტორთან, პროფესორ ყარამან ქუთათელაძესთან და საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების წარმომადგენლებთან.