სტუდენტთა და პედაგოგთა საყურადღებოდ!
2024 წლის მეორე სემესტრის დაწყების თარიღმა გადაიწია ერთი კვირით. სასწავლო პროცესი, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, განახლდება 2024 წლის 11 მარტს.
საინფორმაციო დღეს ჟან მონეს პროგრამის შესახებ
28 თებერვალს Erasmus+ ეროვნული ოფისი საქართველოში ატარებს საინფორმაციო დღეს ჟან მონეს პროგრამის შესახებ. ღონისძიების ფარგლებში მოხდება ჟან მონეს შესაძლებლობების გაცნობა, საერთაშორისო და ადგილობრივი პრაქტიკის შესახებ ინფორმაციის გაცვლა და იქნება კითხვების/დისკუსიის შესაძლებლობა. გთხოვთ, თქვენს საუნივერსიტეტო სივრცეში გაავრცელოთ ინფორმაცია ღონისძიების შესახებ. მათთვის ვინც ღონისძიებას ესწრება დისტანციურად, რეგისტრაცია სავალდებულოა და გრძელდება 2024 წლის 27 თებერვლის, 16:00 საათამდე.
თურქეთის რესპუბლიკის საგრანტო პროგრამა
თურქეთის სამეცნიერო და ტექნოლოგიური კვლევების საბჭოს მიერ გამოცხადებული, ქართველი მკვლევრებისათვის განკუთვნილი TUBITAK-ის (The Scientific and Technological Research Council of Türkiye) საგრანტო პროგრამები გამოცხადებულია ორი კონკურსი: საერთაშორისო სტიპენდია გამოჩენილი მკვლევრებისთვის; საერთაშორისო სტიპენდია ახალგაზრდა მკვლევრებისთვის. აღნიშნული საგრანტო პროგრამები მკვლევრებს უზრუნველყოფს სტიპენდიით, სამოგზაურო ხარჯებით, დაზღვევითა და დღიური ხარჯით. პროექტის ხანგრძლივობა შეადგენს 24-დან 36 თვეს. დაინტერესებულ პირებს განაცხადის გაკეთება […]
ვაკანსია მედიახელოვნების ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორის თანამდებობაზე
მედიახელოვნების ფაკულტეტი აცხადებს კონკურსს ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი თანამდებობაზე კომუნიკაციის დიზაინი და მულტიმედიის მიმართულებით დეტალები იხილეთ ბმულზე
სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები
მიმდინარე წლის 7 მარტს – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, სსიპ თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები, ონლაინ ფორმატში ჩატარდება. (მათ შორის, მოხდება სტუდენტთა არჩევა – ფაკულტეტებზე და წარმომადგენლობითი საბჭოს შემადგენლობაში). თუ გსურს შემოუერთდე თვითმმართველობას, დაგეგმო უამრავი შემოქმედებითი, საგანმანათლებლო, კულტურული თუ სპორტული ღონისძიებება, გაიცნო სხვა უნივერსიტეტის სტუდენტები და ითანამშრომლო მათთან, მაშინ ამ […]
ონლაინ საჯარო ლექციების სერია
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში კვლავ აგრძელებს სმისონიანის ამერიკული ხელოვნების მუზეუმთან თანამშრომლობით ონლაინ საჯარო ლექციების სერიას. 2024 წლის თებერვლის თვის მთავარი თემაა აფრო-ამერიკული ისტორია. ვირტუალური შეხვედრის თემაა: სმისონიანის ამერიკული ხელოვნების მუზეუმის აფრო-ამერიკელი მხატვრების კოლექცია. აფრო-ამერიკელი მხატვრების მიერ დანახული და მათ ნამუშევრებში გადატანილი სოციალური თემები – სამოქალაქო უფლებები, ბრძოლა თავისუფლებისათვის, სოციალური ცვლილებები და სხვა. პრეზენტაციას წარადგენს […]
კონკურსი უწყვეტი განათლების ცენტრის უმცროსი სპეციალისტის ვაკანტურ თანამდებობაზე.
ცხადდება კონკურსი აკადემიის შიგნით, უწყვეტი განათლების ცენტრის უმცროსი სპეციალისტის ვაკანტურ თანამდებობაზე. ანაზღაურება 615 ლარი; სამუშაო განრიგი – ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:30 სთ-დან 17:30 სთ-მდე. საკვალიფიკაციო მოთხოვნები ბაკალავრის აკადემიური ხარისხი უმაღლესი სახელოვნებო განათლების სფეროს სპეციფიკის ცოდნა. სასურველია ინგლისური ენის ცოდნა. კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების (Ms. Word, Ms. Power Point, Ms. excel ) ცოდნა. საჭირო კომპეტენცია და უნარები ეფექტური კომუნიკაციის (ზეპირი […]
კიოლნის უნივერსიტეტის დელეგაცია სამხატვრო აკადემიაში
19 თებერვალს, თბილისის აპოლონ ქუთათელძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიას, სტუდენტური არქიტექტურული კონკურსის „SKIA“ ს ფარგლებში, ესტუმრნენ TH Köln – University of Applied Sciences არქიტექტურის მიმართულების პროფესორები, Prof. Fabian Storch და Prof. Dr.-Ing. Arne Artist. კიოლნის უნივერსიტეტის სტუდენტურ ჯგუფსა და პროფესორებს უმასპუნძლა სამხატვრო აკადემიის რექტორმა, პროფესორმა ყარამან ქუთათელაძემ. შედგა შეხვედრა საერთაშორისო განყოფილების წარმომადგენლებთან, სადაც განხილულ იქნა […]
„ვიზუალური კომუნიკაციისა და მედიახელოვნების ინსტიტუტის“ ღია კონკურსი
თბილისის აპოლონ ქუთათელაძიოს სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მედიახელოვნების ფაკულტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევითი ერთეული „ვიზუალური კომუნიკაციისა და მედიახელოვნების ინსტიტუტი“ აცხადებს ღია კონკურსს ვაკანტურ თანამდებობებზე
კონკურსი მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისთვის
სეულის ეროვნული უნივერსიტეტის მიერ 2024 წლის საშემოდგომო სემესტრისთვის საპრეზიდენტო სადოქტორო სტიპენდიების მოსაპოვებლად გამოცხადებული კონკურსი პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს მინიმუმ ერთ-ერთს შემდეგი 2 მოთხოვნიდან: 1. აპლიკანტი უნდა ეწეოდეს აკადემიურ საქმიანობას ან კითხულობდეს ლექციებს, ან მუშაობდეს კვლევითი მიმართულებით. 2. მაგისტრანტი, რომელიც დამამთავრებელ კურსზე იმყოფება და ამასთანავე, მინიმუმ ბოლო 6 თვის განმავლობაში ეწევა აკადემიურ საქმიანობას: ატარებს […]