1. |
  2. 2024

ერასმუს მობილობის კონკურსი თსსა აკადემიური პერსონალისთვის- ავსტრია

თსსა ერასმუს პარტნიორი, ავსტრიის გრაცის გამოყენებით მეცნიერებათა FH JOANNUEM უნივერსიტეტის დიზაინისა და კომუნიკაციის ინსტიტუტი- Institute of Design & Communication of FH JOANNUEM Graz აცხადებს კონკურსს საერთაშორისო დიზაინ კვირეულში – International Design Week მონაწილეობის მისაღებად, ერასმუს+ პროგრამის ფარგლებში, 9-16 მაისს, 2025. ქალაქი გრაცი UNESCO-ს ‘ქალაქების’ და ‘დიზაინის ქალაქების’ 49 წევრთა შორისაა. შტირიის რეგიონის კრეატიურლი ინდუსტრიები-Creative Industries […]

პროექტი “კვლევის პასუხისმგებლობით წარმართვა – კვლევის კეთილსინდისიერება და ეთიკა ქართულ უნივერსიტეტებში (ETHICS)”

პროექტი “კვლევის პასუხისმგებლობით წარმართვა – კვლევის კეთილსინდისიერება და ეთიკა ქართულ უნივერსიტეტებში (ETHICS)”

კონკურსი თსსა მედია ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტებისთვის, Artevelde, ბელგია

თსსა პარტნიორი ბელგიის, გენტის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის-  Artevelde University of Applied Sciences, მედია სკოლა იწვევს თსსა მედია ხელოვნების ფაკულტეტის 4 სტუდენტს ერთკვირიან BIP პროგრამაში მონაწილწობის მისაღებად. დანართში იხილეთ პროგრამა. კონკურსანტ სტუდენტს მოეთხოვება პორტფოლიოს, CV.ს, მოტივაციის წერილის გაგზავნა და ონლაინ ინტერვიუს  გავლა. სტუდენტი თვითონ ფარავს პროგრამაში მონაწილეობის გადასახადს. დანართი საკონტაქტო პირი: Nicky Malfliet nicky.malfliet@arteveldehs.be

თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის განცხადება, მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით

თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის თანახმად, რჩება ევროინტეგრაციის კურსის უპირობო მხარდამჭერად და ემიჯნება ძალადობას! სამხატვრო აკადემია პატივს სცემს და ითვალისწინებს თითოეული სტუდენტის მოსაზრებას და პოზიციას. შესაბამისად, სამხატვრო აკადემიაში სასწავლო პროცესი შეუფერხებლად გაგრძელდება, ხოლო იმ სტუდენტებს, ვინც ვერ დაესწრება ლექციებს, მიეცემათ საშუალება, სემესტრის ბოლომდე, ლექტორებთან შეთანხმებით, აღადგინონ გაცდენილი საათები – […]

გამოფენა/პერფომანსი – “Perfect Romance”.

სტუდენტთა საყურადღებოდ! 27 ნოემბერს, სტუდენტური თვითმმართველობის ინიციატივით, გაიმართება გამოფენა/პერფომანსი სახელად- “Perfect Romance”. ქალთა მიმართ ძალადობის დღესთან დაკავშირებით, სამხატვრო აკადემიის სტუდენტური თვითმმართველობა ითანამშრომლებს საქართველოს სტუდენტურ პარტლამენტთან და მთავრობასთან. გამოფენის მთავარი ფერი/ თემატიკა – წითელი. წითელი ასოცირდება სისხლთან, ტკივილთან და აგრესიასთან. შავი ფერი – ტრაგიზმის, შიშისა და დანაკარგის სიმბოლოა, თეთრი ფერი კი, მშვიდობას და ძალადობის დამარცხებას გამოხატავს. […]

აფხაზი მხატვრებისადმი მიძღვნილი გამოფენა

20 ნოემბერს, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, გაიხსნა გამოფენა, რომელიც მიეძღვნა იმ მხატვრებს, რომელთა ნამუშევრები, მიმდინარე წლის დასაწყისში, სოხუმის ცენტრალურ საგამოფენო სივრცეში გაჩენილი ხანძრის შედეგად განადგურდა. ნამუშევრების ძირითადი ნაწილი, სამხატვრო აკადემიის მუზეუმის კოლექციიდანაა და მოიცავს 1950-1980-იანი წლების საკურსო და სადიპლომო ნამუშევრებს. პროექტი დაფინანსებულია სსიპ „აფხაზეთის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს” მიერ.

საჯარო ლექცია თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში

20 ნოემბერი, 2024 საჯარო ლექცია თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში. ▫️მოხსენების თემა: “წმ. ნინო ქართულ იკონოგრაფიაში”. ▫️მომხსენებელი: ისტორიის დოქტორი, მარიამ ჩხაიძე.

თსსა ნომინირებული სტუდენტები, სემესტრული მობილობა ერასმუს+ პროგრამის ფარგლებში, გაზაფხულის სემესტრი, 2025

ავსტრიის, ზალცბურგის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი, პროფესორებისა და სტუდენტების მოკლევადიანი მობილობა – თსსა ყოველწლიური მონაწილეობა საერთაშორისო დიზაინ კვირეულში, სამრეწველო დიზაინის მიმართულების ხელმძღვანელის, პროფესორ ჯუმბერ ბეჭვაიას და პროფესორ სვეტლანა მხჩიანის ხელმძღვანელობით სამრეწველო დიზაინის სტუდენტები: · გიორგი გელაძე, · ბექა სამადბეგიშვილი, · გიორგი გელაძე, · ნინო გეგელაშვილი, · თამარ სივსივაძე ავეჯის დიზაინის სტუდენტები: · ანა გარსევანიშვილი · ანა […]

აფხაზი მხატვრების 1950-1980-იანი წლების საკურსო და სადიპლომა ნამუშევრების გამოფენა

თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, გიწვევთ გამოფენის გახსნაზე, რომელიც იმართება იმ მხატვრებისადმი სოლიდარობის ნიშნად, რომელთა ნამუშევრები, მიმდინარე წლის დასაწყისში, სოხუმის ცენტრალურ საგამოფენო სივრცეში გაჩენილი ხანძრის შედეგად განადგურდა. ნამუშევრების ძირითადი ნაწილი, სამხატვრო აკადემიის მუზეუმის კოლექციიდანაა და მოიცავს 1950-1980-იანი წლების საკურსო და სადიპლომო ნამუშევრებს. პროექტი დაფინანსებულია სსიპ „აფხაზეთის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს” მიერ. […]