ცხადდება სტუდენტთა ერთსემესტრიანი ერასმუს მობილობის შესარჩევი
კონკურსი თსსა დიზაინის ფაკულტეტის, მოდის დიზაინის მიმართულების
სტუდენტებისთვის – 1 ადგილი, 2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის
სემესტრისთვის – ესპანეთის, კასტელოს ხელოვნების უმაღლეს სკოლაში.
აპლიკანტ სტუდენტებს გთხოვთ, დიზაინის ფაკულტეტის დეკანს, მოდის
დიზაინის ხელმძღვანელს და კომისიას წარუდგინოთ შემდეგი დოკუმენტები
ინგლისურ ენაზე:
პორტფოლიო
CV
ნიშნების ფურცელი (ქართულ ენაზე)
მოტივაციის წერილი
ინგლისური ენის სერტიფიკატი B2, ან ინგლისური ენის B2 დონეზე
ცოდნის დამადასტურებელი ცნობა, გაცემული თსსა უცხოენის პედაგოგის
მიერ.
განცხადება კონკურსში მონაწილეობის თაობაზე (გთხოვთ,
წარმოადგინოთ განცხადების ფოტო, თსსა კანცელარიაში განცხადების
რეგისტრაციის შემდეგ)
საბუთების წარდგენის ბოლო ვადა: 12/04/2024
საკონტაქტო პირი: ნატა ნიკოლეიშვილი nata.nikoleishvili@art.edu.ge
+995593799960
აპლიკანტებს, გთხოთ გაითვალისწინოთ შემდეგი:
· ერასმუს+ პროგრამის რეგულაციების მიხედვით, მხოლოდ აქტიური სტატუსის
მქონე სტუდენტს აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს ერასმუს მობილობაში.
შესაბამისად, სტუდენტი ვალდებულია დაფაროს სწავლის გადასახადი
მობილობის სემესტრის დაწყებამდე
. სტუდენტებს გთხოვთ გაეცნოთ ერასმუს გზამკვლევს შემდეგ ბნულზე
https://art.edu.ge/acgeo/index.php?newsid=1004
. ფაკულტეტის კომისიის მიერ ნომინირებული სტუდენტების მობილობის
საბოლოო შერჩევას ახდენს Erasmus პარტნიორი უნივერსიტეტი
· Erasmus კონკურსში გამარჯვებული სტუდენტი ვალდებულია თავის თავზე
აიღოს აუცილებელი ხარჯები მანამ, სანამ მას მიეცემა Erasmus გრანტი
დანიშნულების ქვეყანაში ჩასვლის შემდეგ.