სტუდენტთა ერასმუს+ მობილობის შესარჩევი კონკურსი – მილანის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი-არქიტექტურის ფაკულტეტის  სტუდენტებისთვის

ცხადდება სტუდენტთა  ერთსემესტრიანი  ერასმუს  მობილობის შესარჩევი კონკურსი თსსა  არქიტექტურის ფაკულტეტის, სამაგისტრო საფეხურის  სტუდენტებისთვის – 1 ადგილი, 2024/2025 სასწავლო წლის  საშემოდგომო სემესტრისთვის,  იტალიის, მილანის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში -POLIMI, https://www.polimi.it/en
კონკურსში მონაწილე სტუდენტთა საღურადღებოდ!
გაეცანით ფაკულტეტზე წარსადგენ დოკუმენტაციას (ინგლისურ ენაზე)
·         პორტფოლიო,
.          CV,
·         ნიშნების ფურცელი (ქართულ ენაზე)
·        სამოტივაციო წერილი
. სარეკომენდაციო წერილი
·         ინგლისური ენის სერტიფიკატი  B2, ან ინგლისური ენის B2 დონეზე
ცოდნის დამადასტურებელი ცნობა, გაცემული  თსსა უცხოენის პედაგოგის მიერ
. განცხადება კონკურსში მონაწილეობის თაობაზე (გთხოვთ, წარმოადგინოთ
განცხადების ფოტო, თსსა კანცელარიაში განცხადების რეგისტრაციის შემდეგ)

დედლაინი: 08/04/2024

საკონტაქტო პირი:
ნესტან წიკლაური nestan.tsiklauri@art.edu.ge
მიმართეთ არქიტექტურის ფაკულტეტის დეკანატს
აპლიკანტებს, გთხოთ გაითვალისწინოთ შემდეგი:
·  ერასმუს+ პროგრამის რეგულაციების მიხედვით, მხოლოდ აქტიური სტატუსის
მქონე სტუდენტს აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს  ერასმუს მობილობაში.
შესაბამისად,  სტუდენტი ვალდებულია დაფაროს სწავლის გადასახადი
მობილობის სემესტრის დაწყებამდე
.  სტუდენტებს გთხოვთ გაეცნოთ ერასმუს გზამკვლევს შემდეგ ბმულზე
https://art.edu.ge/acgeo/index.php?newsid=1004

. ფაკულტეტის კომისიის მიერ ნომინირებული სტუდენტების მობილობის საბოლ ოო შერჩევას ახდენს Erasmus პარტნიორი უნივერსიტეტი
·  Erasmus +კონკურსში გამარჯვებულ სტუდენტს სასწავლო გრანტი ერიცხება მიმღებ უნივერსიტეტში ჩასვლისა და ადგილზე რეგისტრაციის შემდეგ, რაზედაც სტუდენტი წინსწრებით ინფორმირებულია. მან მზაობა უნდა გამოთქვას გამგზავრებამდე სავალდებულო ხარჯების დაფარვის შესახებ.