სტუდენტთა ერასმუს+ მობილობის შესარჩევი კონკურსი – ტარტუს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის ხელოვნების უმაღლესი სკოლა – რესტავრაციის მიმართულების სტუდენტებისთვის

ცხადდება სტუდენტთა  ერთსემესტრიანი  ერასმუს  მობილობის შესარჩევი კონკურსი  თსსა  რესტავრაციის მიმართულების, საბაკალავრო საფეხურის  სტუდენტებისთვის – 1 ადგილი,
2024/25 სასწავლო  წლის საშემოდგომო სემესტრისთვის,   ტარტუს Pallas გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტისხელოვნების უმაღლეს სკოლაში
კონკურსში მონაწილე სტუდენტთა საღურადღებოდ!
გაეცანით ფაკულტეტზე წარსადგენ დოკუმენტაციას (ინგლისურ ენაზე)
.          CV,
·         ნიშნების ფურცელი (ქართულ ენაზე)
·         სამოტივაციო წერილი
. სარეკომენდაციო წერილი
·         ინგლისური ენის სერტიფიკატი  B2, ან ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი ცნობა, გაცემული  თსსა უცხო ენის პედაგოგის მიერ.
.         განცხადება კონკურსში მონაწილეობის თაობაზე (გთხოვთ, წარმოადგინოთ განცხადების ფოტო, თსსა კანცელარიაში განცხადების რეგისტრაციის შემდეგ)
დედლაინი: 12/04/2024
საკონტაქტო პირი: ფაკულტეტის კოორდინატორი, ნინო რიგვავა
ninorigvava99@gmail.com
nino_rigvava@art.edu.ge
ტელ: (+995) 598-32-34-74

აპლიკანტებს, გთხოთ გაითვალისწინოთ შემდეგი:
·  ერასმუს+ პროგრამის რეგულაციების მიხედვით, მხოლოდ აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტს აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს  ერასმუს მობილობაში.
შესაბამისად,  სტუდენტი ვალდებულია დაფაროს სწავლის გადასახადი მობილობის სემესტრის დაწყებამდე
.  სტუდენტებს გთხოვთ გაეცნოთ ერასმუს გზამკვლევს შემდეგ ბნულზე
https://art.edu.ge/acgeo/index.php?newsid=1004
. ფაკულტეტის კომისიის მიერ ნომინირებული სტუდენტების მობილობის საბოლოო შერჩევას ახდენს Erasmus პარტნიორი უნივერსიტეტი
·  Erasmus +კონკურსში გამარჯვებულ სტუდენტს სასწავლო გრანტი ერიცხება მიმღებ უნივერსიტეტში ჩასვლისა და ადგილზე რეგისტრაციის შემდეგ, რაზედაც
სტუდენტი ინფორმირებულია. მან მზაობა უნდა გამოთქვას გამგზავრებამდე სავალდებულო ხარჯების დაფარვის შესახებ.