მორიგი საერთაშორისო ვორქშოფის თემას წარმოადგენს ,,მულტისპექტრული ფოტოგადაღება და მდგომარეობის 3დ ფოტოგრამეტრიული მონიტორინგი კედლის მხატვრობის კონსერვაციაში”.
პროექტის მთავარი დამფინანსებელი ორგანიზაცია განათლების საერთაშორისო ცენტრი გახლავთ. ვორქშოფის საერთაშორისო მენტორები არიან ვენდი როუზი (გეტის ინსტიტუტის კონსულტანტი, აშშ), ჯოშუა ჰილი (ეროვნული გალერეა, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი), ანდრეს უენი (ესტონეთის სამხატვრო აკადემია, ესტონეთი). პროექტი ხორციელდება გელათის რეაბილიტაციის კომიტეტთან და ესტონეთის სამხატვრო აკადემიასთან კოლაბორაციით.
ვორქშოფი გაიმართება გელათის სამონასტრო კომპლექსში, იმერეთში 2024 წლის 3, 4, 5, 6 ოქტომბერს. ღონისძიების მიზანია კედლის მხატვრობის კონსერვაციის დარგის განვითარება და საერთაშორისო სტანდარტით თანამედროვე 3დ მონიტორინგის მეთოდების საქართველოს კედლის მხატვრობის კონსერვაციის დარგში დანერგვა. ამასთან, კვლევის არაინვაზიური მეთოდის – მულტისპექტრული ფოტოგადაღების პრაქტიკის გაძლიერება.
ვორქშოფს ესწრება გელათის კედლის მხატვრობის კონსერვაციის ჯგუფი და ამასთან ცხაადება მიღება საქართველოს მოქალაქეებზე, რომელთაც სურთ მონაწილეობა მიიღონ აღნიშნულ ღონისძიებაში და აკმაყოფილებენ მოთხოვნებს (არიან კულტურული მემკვიდრეობის კონსერვაციის სფეროს წარმომადგენლები, აქვთ ფოტოგრაფიის საბაზისო ცოდნა, კომპიუტერული უნარები და ფლობენ ინგლისურ ენას). აქვე დავძენთ, კანდიდატთა მიღება შეზღუდულია. საჭირო საბუთების გამოგზავნის ბოლო ვადა 2024 წლის 10 სექტემბერია.
მოგმართავთ თხოვნით, რომ მოცემული ინფორმაცია გაავრცელოთ თქვენს სტუდენტებსა და კოლეგებში.
გარდა ამისა, დაგვეხმარებით თუკი შეძლებთ ვორქშოფის შესახებ ინფორმაციის გაზიარებას თქვენს სოციალურ ქსელებში, რათა უფრო ფართო აუდიტორიას მივაწვდინოთ ხმა.
თქვენი მხარდაჭერა და თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია კულტურული მემკვიდრეობის სფეროსთვის.
დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის!
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ.
საუკეთესო სურვილებით,
საორგანიზაციო ჯგუფი
პროექტის ხელმძღვანელი მარიამ საღარაძე: sagaradzemariam@