გამოცხადდა სსიპ თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სამაგისტრო პროგრამებზე მაგისტრანტობის კანდიდატთა რეგისტრაცია
და მისაღები გამოცდების ვადები:
- სამაგისტრო პროგრამაზე ჩაბარების მსურველ მაგისტრანტობის კანდიდატთა განცხადების მიღება/რეგისტრაცია – 2024 წლის 19 აგვისტოდან 4 სექტემბრის ჩათვლით;
- გამოცდა უცხო ენაში – 2024 წლის 9-10 სექტემბერი;
- გამოცდები სპეციალობაში – 2024 წლის 12-13 სექტემბერი;
- გამოცდის შედეგების გამოქვეყნება – 2024 წლის 18 სექტემბერი;
- სააპელაციო განცხადებების მიღება-განხილვა – 2024 წლის 19-20 სექტემბერი;
- გამოცდების საბოლოო შედეგების გამოქვეყნება, მაგისტრანტობის კანდიდატებთან ხელშეკრულების გაფორმება და რექტორის ბრძანების გამოცემა აკადემიის სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის თაობაზე – 2024 წლის 26-27 სექტემბერი.
მაგისტრატურაში ჩაბარების მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:
- განცხადება ფაკულტეტის დეკანის სახელზე
- ბაკალავრიატის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი
- 2 ფოტოსურათი(CD) -ზე ჩაწერილი
- სამხედრო აღრიცხვის საბუთი (ვაჟებისთვის)
დამატებითი ინფორმაციისათვის იხ