16 აპრილს, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში ვიზიტით იმყოფებოდა იტალიის ელჩი საქართველოში მასიმილიანო დ’ანტუონო და მისიის ხელმძღვანელის მოადგილე ფაბიოლა ალბანეზე. დიპლომატს უმასპინძლა თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რექტორმა, ყარამან ქუთათელაძემ. შეხვედრას ესწრებოდნენ სამხატვრო აკადემიის საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების წარმომადგენლები. საუბარი შეეხო თანამშრომლობის მეტად გაღრმავებას და სამომავლო გეგმებს. რექტორმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა იტალიის საელჩოს იმისთვის, რომ 2024 წლიდან სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში სტუდენტებს იტალიური ენიის შესწავლის შესაძლებლობა მიეცათ