1. |
  2. ვორქშოფები / სემინარები

საგანმანათლებლო-შემოქმედებითი პროექტი „დიზაინ ლაბი – ინტერტექსტუალური სინერგია დიზაინში“

„მოდის დიზაინის“ მიმართულებაზე RECONOMY-ის მხარდაჭერით ორგანიზებულია
საგანმანათლებლო-შემოქმედებითი პროექტი „დიზაინ ლაბი – ინტერტექსტუალური სინერგია დიზაინში“
პროქტის ხელმძვანელი : ნინო მგალობლიშვილი, პროფესორი, კულტურის კვლევების დოქტორი
პროექტის ფარგლებში სპეციალური მოწვევით მსოფლიოში ცნობილი პლეტის ქსოვილისა და მუყაოს მწარმოებელი კომპანია Al Alamia Plisse-ის სავაჭრო ნიშნის, Global Pleating-ის გუნდის ლიდერი შადი მოჰამედ ჰასანი https://tinyurl.com/57sdyf6y
https://www.facebook.com/share/p/12J9bDvvtqg/
,,Al Alamia Plisse” დაარსებულია 1981 წელს ალექსანდრია-ეგვიპტეში, რომლის სავაჭრო ნიშანი ,,Global Pleating” წარმოადგენს ოჯახის მემკვიდრეობით გადაცემულ ბიზნესს და ითვლება პლეტის ქსოვილებისა და მუყაოს პერსონალიზებული დიზაინების წარმოებაში მსოფლიოს ერთ-ერთ ლიდერ კომპანიად (Global Pleating ახორციელებს მომსახურებას მსოფლიოს 25-ზე მეტ ქვეყანაში)
• პირველად ქართულ სივრცეში განხორციელებული პრაქტიკის ძირითადი თემები – გლობალური T&A (Textile & Apparel) ინდუსტრიის მოთხოვნების გათვალისწინებით :
1. ქსოვილის დიზაინი კეცვისა და ორიგამის ტექნიკებით – ინოვაცია ტანსაცმლის დიზაინში
2. პლეტის ქსოვილების ტექნოლოგიები და მუყაოს პერსონალიზებული დიზაინის შექმნა
3. ყალიბები და დაკეცილი ქსოვილის მოდელები (მუშაობა ნიმუშებზე)
4. ქსოვილის ჭრის მეთოდები, მასალების ტიპების იდენტიფიცირება და დამუშავების ტექნოლოგიები
5. ექსპერიმენტი ქსოვილის სხვადასხვა ფორმებში მოთავსებისა და თერმული დამუშავების მიმართულებით (სამრეწველო დაორთქვლის სიმულაცია)
6. ორიგამის ხელოვნებით შთაგონებული დიზაინის კომბინაციები და პრაქტიკული გამოყენება
7. ყალიბის დამზადების პრაქტიკული ტრენინგი

თარიღები : 22 იანვრიდან 27 იანვრის ჩათვლით, 2025
ლოკაცია : გრიბოედოვის 22, სართული VI , აუდიტორია 606

პროექტის მხარდამჭერი :
• RECONOMY
• TSAA/Fashion Design Portal თსსა/მოდის დიზაინის პორტალი
• ინიციატივა NK
• სსიპ თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია

„მოდის დიზაინის“ მიმართულებაზე RECONOMY-ისა და Ria Keburia Foundation-ის მხარდაჭერით “ კაჭრეთის ამბასადორის” საგამოფენო სივრცეში, 2024 წლის 24 ნოემბრიდან 1 დეკემბრამდე ორგანიზებულია საგანმანათლებლო-შემოქმედებითი პროექტი : „დიზაინ ლაბი – ინტერტექსტუალური სინერგია დიზაინში“
პროქტის ხელმძვანელი : ნინო მგალობლიშვილი, პროფესორი, კულტურის კვლევების დოქტორი
პროექტის ფარგლებში, სპეციალურად შეიქმნა პროგრამა, თსსა მოდის დიზაინის პროგრამის (MA) სტუდენტებისა და უკრაინელი სტუმრებისათვის, რომელიც მოიცავდა პრაქტიკულ კურსს „ ბუნებრივი მცენარეული ღებვის ტექნოლოგიები და ექსპერიმენტული დიზაინი (T&M)“ და შედეგების პრეზენტაციას.
კურსის მიზანი :
მონაწილეთა შემოქმედებითი კარიერის განვითარებისათვის დიზაინის მდგრადობასა და ეკო-სტაბილურობაზე ცოდნის გაღრმავება ; ბუნებრივ მასალებზე დაფუძნებული ეკო ტექნოლოგიების შესწავლა; ექსპერიმენტული მეთოდის გამოყენებით ბუნებრივი საღებავებით ქსოვილის გაფორმება; ცოცხალი მცენარეებით ქსოვილის ზედაპირის მოხატვა და დამუშავების მეთოდები; ექსპერიმენტული დიზაინის უნარების გამომუშავება, მონაწილეთა ჯგუფური და ინდივიდუალური საქმიანობა.

პრაქტიკული სესიების ექსპერტები :
ეკა ჩხუტიშვილი, ასოცირებული პროფესორი
მარიამ ბერიძე, ასოცირებული პროფესორი,
ლელა კირთაძე, GTG – ქართული ტექსტილის ჯგუფის წევრი
მონაწილე აუდიტორია :
თსსა მოდის დიზაინის MA პროგრამის სტუდენტები – ევა გოგოთიძეს, ელენე ბეთლემიშვილი, ელენე ტურაშვილი, თამარ ზალოშვილი, მარიამ ყვავაძე, მარიამ ჯიბუტი, ნაო ასლამაზაშვილი, სალომე წივწივაძე და სპეციალურად მოწვეული სტუმრები უკრაინიდან https://shorturl.at/JCtUr
პროექტის შედეგი :
• ნატურალური მცენარეებით მოხატული ქსოვილები – მდგრადობის პრინციპებზე დაფუძნებული უნიკალური ხელოვნების ნიმუშები;
• ექსპერიმენტული მეთოდების გამოყენებით და უდანაკარგო თარგის ტექნიკებით შესრულებული დიზაინ-ობიექტები, რომლის პროექტირებისათვის გამოყენებულია – მდგრადი მოდის სფეროში ინოვაციური ტექნოლოგიების ავტორების პრაქტიკული მეთოდების მიხედვით არატრადიციული სამკერვალო ტექნოლოგიიები, კერძოდ, მსოფლიოში ცნობილი ექსპერტების მდგრადი მოდისა და ტექსტილის დარგში
* შინგო სატო – TR Cutting School – ის დამფუძნებელი, პროფესორი
* ჯულიან რობერტსი – Subtraction Cutting- ის დამფუძნებელი, პორტსმუთის უნივერსიტეტის პროფესორი, ბრიტანეთში Graduate Fashion Foundation-ის (GFF/GFW) რწმუნებული
* ელენა რელეევა/ Elena EWEST – საერთაშორისო ორგანიზაცია ,,EWST fashionlab”- ის დამფუძნებელი,
* ტუტორი : ლეილა ენუქიძე, თსსა მოწვეული პედაგოგი
– https://shorturl.at/scWnd
– https://shorturl.at/3nzfR
– https://tinyurl.com/d4jbfzrf
– https://tinyurl.com/3tj552uv
– https://tinyurl.com/mr4xp3pb
– https://tinyurl.com/4me84jkz
– https://shorturl.at/3bChH
– https://tinyurl.com/4e2jsntb
– https://tinyurl.com/4u2u9wjs
– https://tinyurl.com/86jk9vnt

თარიღები : 24 სექტემბრიდან 28 სექტემბრის ჩათვლით, 2024
ლოკაცია : კაჭრეთი, Ria Keburia Foundation-ის საგამოფენო სივრცე,

პროექტის მხარდამჭერი :
• RECONOMY
• TSAA/Fashion Design Portal თსსა/მოდის დიზაინის პორტალი
• ინიციატივა NK
• Ria Keburia Foundation/Art Residence/ამბასადორი “კაჭრეთი”

„მოდის დიზაინის“ მიმართულებაზე RECONOMY-ის მხარდაჭერით ორგანიზებულია საგანმანათლებლო-შემოქმედებითი პროექტი „დიზაინ ლაბი – ინტერტექსტუალური სინერგია დიზაინში“
პროქტის ხელმძვანელი : ნინო მგალობლიშვილი, პროფესორი, კულტურის კვლევების დოქტორი
პროექტის ფარგლებში სტუდენტთა (BA, MA) და პედაგოგთათვის მთიან სოფელ ღორჯომში (აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხულოს მუნიციპალიტეტი) ორგანიზებულია საველე პრაქტიკები, რომლის მიზანია მივიწყებული ქართული ტრადიციული ტექნოლოგიების შესწავლა და სასწავლო პროგრმებში (BA, MA) დანერგვა.

ტუტორი : მზევინარ ირემაძე, მაღალმთანი აჭარის მთის ქარგულობისა და სამთო ქსოვის სპეციალისტი
• https://www.facebook.com/share/p/18W5wGj23m/
• https://www.facebook.com/share/v/1D9WAu1PWk/
• https://www.facebook.com/share/p/12BZzpougVM/

პრაქტიკის ორიენტირი : უნიკალური აჭარული ტრადიციული ქარგვისა და ქსოვის ტექნოლოგიების შესწავლა – სტუდენტებსა და პედაგოგებს ჰქონდათ შესაძლებლობა გაეზიარათ ქართული ტრადიციული ქარგვისა და ქსოვის ტექნოლოგიების სპეციალისტი ქ-ნ მზევინარ ირემაძეს საუკეთესო გამოცდილება აჭარული ქარგვისა და ქსოვის მიმართულებით

თარიღები : 24 სექტემბრიდან 28 სექტემბრის ჩათვლით, 2024
ლოკაცია : ღორჯომი (აჭარის ავტონომიური რესპუბლ. ხულოს მუნიციპალიტეტი

პროექტის მხარდამჭერი :
• RECONOMY
• TSAA/Fashion Design Portal თსსა/მოდის დიზაინის პორტალი
• ინიციატივა NK

„მოდის დიზაინის“ მიმართულებაზე RECONOMY-ის მხარდაჭერით ორგანიზებულია საგანმანათლებლო-შემოქმედებითი პროექტი „დიზაინ ლაბი – ინტერტექსტუალური სინერგია დიზაინში“
პროქტის ხელმძვანელი : ნინო მგალობლიშვილი, პროფესორი, კულტურის კვლევების დოქტორი
სპეციალური მოწვევით
1. კასანდრა ბელანგერი/გლაზგო, შოტლანდია (CASSANDRA BELANGER Glasgow, Scotland) – ორგანიზაციის ZWDCის თანადამფუძნებელი, The Stitchery Studioს დამფუძნებელი, საერთაშორისო საგანმანათლებლო ექსპერტი ტანსაცმლის დიზაინში https://shorturl.at/EvBeJ https://shorturl.at/O0lt1
2. დანიელ ელზენერი/ნიუ-იორკი, აშშ (DANIELLE ELSENER New York, US) – ორგანიზაციის ZWDC-ის თანადამფუძნებელი, ნულოვანი ნარჩენების დიზაინერი, საერთაშორისო საგანმანათლებლო ექსპერტი ტანსაცმლის დიზაინში, ტანსაცმლის ინდუსტრიის კონსულტანტი და კრეატიული სტრატეგი https://shorturl.at/vtyA6

მოწვეული ექსპერტების პრაქტიკა აქტიურია უდანაკარგო დიზაინისა და ტექსტილის მიმართულებით,
• ინტერესის სფერო : მდგრადი მოდის განათლება – ნულოვანი ნარჩენების ცოდნის გაცვლა ტანსაცმლის დიზაინის ინოვატორებისთვის (ცირკულაცია, ნარჩენების სტრატეგიები T&A დიზაინის პროცესში და ნულოვანი დიზაინის ინოვაციური მეთოდები)

■ მასტერკლასის თემები : ნულოვანი ნარჩენები ტანსაცმლის დიზაინის პრაქტიკის განვითარებისთვის
1. დიზაინისა და ტანსაცმლის წარმოების წრიული გადაწყვეტილებები
2. CLO3D პრაქტიკა – ნულოვანი ნარჩენების დიზაინისთვის.
3. დიზაინერიული იდეები და ექსპერიმენტები კონკრეტული მეთოდების გამოყენებით
4. ნულოვანი ნარჩენების წარმოება და ნულოვანი ნარჩენების სამოსის შექმნა (პრაქტიკა)
5. მინი პროეტების დასრულება, ანალიზი და გამოცდილების გაზიარება

თარიღები : 16 დეკემბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით, 2024
სამუშაო ენა : ინგლისური
ლოკაცია : გრიბოედოვის 22 , VI სართული, ლაბორატორია 606

პროექტის მხარდამჭერი :
• RECONOMY
• TSAA/Fashion Design Portal თსსა/მოდის დიზაინის პორტალი
• ინიციატივა NK
• სსიპ თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია

“RECONOMY” – შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) ინკლუზიური და მწვანე ეკონომიკური განვითარების პროგრამაა, რომელსაც Helvetas Swiss Intercooperation, პარტნიორებთან თანამშრომლობით ახორციელებს.
“RECONOMY” მხარს უჭერს სამხატვრო აკადემიის – მოდის დიზაინის მიმართულებას, მდგრადი და ინკლუზიური განათლების განვითარების მიმართულებით და მოიცავს, ცოდნისა და უნარების შესწავლას, გაღრმავებას, განვითარებას.
• პროგრამის “RECONOMY” ფარგლებში, თსსა მოდის დიზაინის მიმართულებით, შეიქმნა ახალი საგანმანათლებლო და შემოქმედებითი პროგრამა – “დიზაინლაბი :ინტერტექსტუალური სინერგია დიზაინში”.
პროგრამა ეფუძნება მდგრადი განვითარების მიზნებს (SDG) და უზრუნველყოფს პრაქტიკაზე დაფუძნებულ სწავლების ფორმებს – შემოქმედებას, თეორიულ-პრაქტიკულ სემინარებს, დიზაინ-ტექნოლოგიების დანერგვას და სხვა. პროგრამის ძირითადი კომპონენტები მოიცავს:
1. მდგრადი დიზაინის განათლების განვითარებას;
2. საგანმანათლებლო მოდულების გაფართოებას;
3. პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლებას;
4. ტრადიციული და ინოვაციური ტექნოლოგიების ინტეგრაციას სასწავლო პროცესში;
პროგრამის “დიზაინლაბი: ინტერტექსტუალური სინერგია დიზაინში” ფარგლებში, მოდის დიზაინის მიმართულებაზე, საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების მიერ ჩატარდა პრაქტიკული სესიები (5). ასევე, მომზადდა და ამოქმედდა სასწავლო კურსი (13, BA/MA);
ამ ეტაპზე, კოლეჯ “მერმისის” სტუდენტებისა და პედაგოგებისთვის დასრულდა მასტერკლასების ციკლი “არატრადიციული თარგის პროექტირების მეთოდები”;
• ტუტორი: ლეილა ენუქიძე, თსსა-ს მოდის დიზაინის მიმართულების პედაგოგი, LYIA/ს მთავარი კონსტრუქტორი;
• მასტერკლასის კურსი “არატრადიციული თარგის პროექტირების მეთოდები”, შემუშავდა თსსა მოდის დიზაინის მიმართულებაზე მოწვეული საერთაშორისო ექსპერტების საავტორო მეთოდების მიხედვით. კერძოდ:
– ჯულიან რობერტსი (Julian Roberts, UK fashion designer and academic, Method Subtraction Cutting”) : სხეულის ენა’’ , ,,ტიპოგრაფიულ ასოები”, ,,გვირაბის ტექნიკა’’;
– შინგო სატო (Shingo Sato, Japanese designer and instructor, Method “Transformational Reconstruction“/3D ): ,,ორიგამის” ტექნიკა, ,,სპირალი”;
– ელენა რელეევა (Elena Ryleeva, EWST fashionlab founder, Lossless pattern method) : ,,ქსოვილის ტოპოგრაფია”;
• ხანგრძლივობა: 24 სთ
• სწავლების გარემო: ინოვაციური და პრაქტიკული (ლოკაცია : კოლეჯი “მერმისი”, სამკერვალო ლაბორატორია);
• პროგრამას “დიზაინლაბი: ინტერტექსტუალური სინერგია დიზაინში” ხელმძღვანელობს კულტურის კვლევების დოქტორი, პროფესორი, თსსა-ს მოდის დიზაინის მიმართულების ხელმძღვანელი – ნინო მგალობლიშვილი.
* პროგრამა აგრძელებს მუშაობას

თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის, მედია ხელოვნების ფაკულტეტის – ფოტოგრაფიის მიმართულებას, ეწვია თსსა ერასმუს პარტნიორი, პოლონეთის, ქალაქ გდანსკის სახვითი ხელოვნების აკადემიის – “Academy of Fine Arts, Gdańsk” ფოტოგრაფიის პროფესორი, ლუსინა კოლენდო.
პროფესორი შეხვდა სამხატვრო აკადემიის რექტორს, ყარამან ქუთათელაძეს და აკადემიის წარმომადგენლებს. 16 ოქტომბერს კი, პოლონელმა პროფესორმა ჩაატარა ვორქშოფი სტუდენტებისთვის თემაზე “ფოტოგრაფიისა და შემოქმედებითი წერის კომბინირება”.

2024 წლის 14-18 ოქტომბერს, თსსა მედია ხელოვნების ფაკულტეტის, ფოტოგრაფიის მიმართულებას ეწვევა სამხატვრო აკადემიის ერასმუს პარტნიორი – პოლონეთის, გდანსკის სახვითი ხელოვნების აკადემიის “Academy of Fine Arts, Gdańsk”, ფოტოგრაფიის პროფესორი, Lucyna Kolendo.
16-17 ოქტომბერს, ჩატარდება ვორქშოფი მედია ხელოვნების ფაკულტეტის, ფოტოგრაფიის მიმართულების და სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის – გრაფიკის მიმართულების სტუდენტებისთვის.
ვორქშოფის თემა – Combining Photography and creative writing.
ვორქშოფის მოთხოვნები და დეტალები იხილეთ დანართში.
სტუდენტებს გადაეცემათ საერთაშორისო ვორქშოფის სერტიფიკატები!
ვორქშოფში მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ დარეგისტრირდეთ.
საკონტაქტო პირი: ნესტან წიკლაური
nestan.tsiklauri@art.edu.ge

27 -31 მაისი, თსსა და ესტონეთის, ტარტუს უნივერსიტეტის-Pallas University of Applied Sciences ხელოვნების უმაღლესს სკოლას შორის გაფორმებული ერასმუს+ ინსტიტუციური ხელშეკრულების ფარგლებში შედგა რესტავრაციის მიმართულების პროფესორის ასმათ ტყეშელაშვილის მობილობა და ვორქშოფი სტუდენტებისთვის თემაზე ‘ ქაღალდის კონსერვაციის მეთოდოლოგია სამხატვრო აკადემიაში და საქართველოში, ბეჭდური ქაღალდის წმენდის მშრალი და სველი მეთოდები, იაპონური ქაღალდი’

თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სამეცნიერო და შემოქმედებითი კვლევების სამსახური, სამხატვრო აკადემიის მაგისტრანტებისთვის, დოქტორანტებისთვის, მეცნიერ-თანამშრომლებისა და აკადემიური პერსონალისთვის, აცხადებს რეგისტრაციას ტრენინგების ციკლზე – “ციტირების ტიპები. სახელმძღვანელო კურსი”

ტრენინგების ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან ციტირების დასავლურ სტანდარტებს.

ტრენინგების სერია მოიცავს შემდეგ საკითხებს:

lციტირების ტიპები

ციტირების სტილები

ციტირების რომელი სტილი უნდა შევარჩიო სამეცნიერო კვლევის დისციპლინიდან გამომდინარე?

ციტირების წესები პლაგიატის თავიდან ასარიდებლად

სამეცნიერო აპლიკაციების გამოყენება ოფისის პროგრამებში ციფრული მასალის კორექტული ციტირებისთვის

ტრენინგებს წარუძღვება: თსს აკადემიის სამეცნიერო და შემოქმედებითი კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი, თსს აკადემიის ასისტენტ პროფესორი, თამარ შავგულიძე

ტრენინგების დაწყების თარიღი – 2024 წლის 25  ნოემბერი

ტრენინგების ჩატარების ფორმატი – ონლაინ

ტრენინგები უფასოა – თსს აკადემიის მაგისტრანტებისთვის, დოქტორანტებისთვის, აკადემიური და სამეცნიერო პერსონალისთვის.

ტრენინგზე დასარეგისტრირებლად, თსს აკადემიის კორპორატიული მეილიდან მოგვწერეთ მისამართზე: ard.dep@art.edu.ge

წერილის სათაურის ველში მიუთითეთ სასურველი ტრენინგის დასახელება.

რეგისტრაციის  ბოლო ვადა – 2024 წლის 15 ნოემბერი