სტუდენტთა ერასმუს+ მობილობის შესარჩევი კონკურსი (2 თვიანი) თურქეთის – Selcuk university-ში სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის, გრაფიკისა და ფერწერის მიმართულებების სტუდენტებისთვის!

ცხადდება სტუდენტთა ორთვიანი ერასმუს მობილობის შესარჩევი
კონკურსი სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის, გრაფიკისა და ფერწერის
მიმართულებების სტუდენტებისთვის!- 2 ადგილი, 2024-2025 სასწავლო
წლის შემოდგომის სემესტრისთვის – თურქეთის – Selcuk university-ში.
აპლიკანტ სტუდენტებს გთხოვთ, სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის
დეკანს, მიმართულებების ხელმძღვანელებს და კომისიას წარუდგინოთ
შემდეგი დოკუმენტები ინგლისურ ენაზე:
 პორტფოლიო
 CV
 ნიშნების ფურცელი (ქართულ ენაზე)
 მოტივაციის წერილი
 ინგლისური ენის სერტიფიკატი B2, ან ინგლისური ენის B2 დონეზე
ცოდნის დამადასტურებელი ცნობა, გაცემული თსსა უცხოენის პედაგოგის
მიერ.

 განცხადება კონკურსში მონაწილეობის თაობაზე (გთხოვთ,
წარმოადგინოთ განცხადების ფოტო, თსსა კანცელარიაში განცხადების
რეგისტრაციის შემდეგ)

საბუთების წარდგენის ბოლო ვადა: 12/04/2024
საკონტაქტო პირი: ნატა ნიკოლეიშვილი nata.nikoleishvili@art.edu.ge
+995593799960
აპლიკანტებს, გთხოთ გაითვალისწინოთ შემდეგი:
· ერასმუს+ პროგრამის რეგულაციების მიხედვით, მხოლოდ აქტიური სტატუსის
მქონე სტუდენტს აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს ერასმუს მობილობაში.
შესაბამისად, სტუდენტი ვალდებულია დაფაროს სწავლის გადასახადი
მობილობის სემესტრის დაწყებამდე
. სტუდენტებს გთხოვთ გაეცნოთ ერასმუს გზამკვლევს შემდეგ ბნულზე
https://art.edu.ge/acgeo/index.php?newsid=1004
. ფაკულტეტის კომისიის მიერ ნომინირებული სტუდენტების მობილობის
საბოლოო შერჩევას ახდენს Erasmus პარტნიორი უნივერსიტეტი
· Erasmus კონკურსში გამარჯვებული სტუდენტი ვალდებულია თავის თავზე
აიღოს აუცილებელი ხარჯები მანამ, სანამ მას მიეცემა Erasmus გრანტი
დანიშნულების ქვეყანაში ჩასვლის შემდეგ.