ერასმუს მობილობა ავსტრიაში, ქ. ზალცბურგი-სამრეწველო დიზაინისა და ავეჯის პროექტირებისა და ხის მხატვრული დამუშავების მიმართულებების სტუდენტისთვის

ცხადდება სტუდენტთა ერთსემესტრიანი ერასმუს მობილობის შესარჩევი
კონკურსი, თსსა დიზაინის ფაკულტეტის სამრეწველო დიზაინის და ავეჯის
პროექტირებისა და ხის მხატვრული დამუშავების მიმართულებების
საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებისთვის (2 ადგილი), 2024-

2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის – ავსტრიის, ზალცბურგის
გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში -FH Salzburg University of Applied
Sciences.

აპლიკანტ სტუდენტებს გთხოვთ, ფაკულტეტის დეკანს, შესაბამისი
მიმართულებების ხელმძღვანელებსა და კომისიებს წარუდგინოთ შემდეგი
დოკუმენტები ინგლისურ ენაზე:
 CV
 პორტფოლიო ინგლისურ ენაზე
 ნიშნების ფურცელი (ქართულ ენაზე)
 მოტივაციის წერილი
 ინგლისური ან გერმანული ენის სერტიფიკატი B2, ანდა ინგლისური ან
გერმანული ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი ცნობა,
გაცემული თსსა უცხოენის პედაგოგის მიერ.
 განცხადება კონკურსში მონაწილეობის თაობაზე (გთხოვთ,
წარმოადგინოთ განცხადების ფოტო, თსსა კანცელარიაში განცხადების
რეგისტრაციის შემდეგ)
საბუთების წარდგენის ბოლო ვადა:12/04/2024
საკონტაქტო პირი: ნატა ნიკოლეიშვილი nata.nikoleishvili@art.edu.ge
+995593799960
აპლიკანტებს, გთხოთ გაითვალისწინოთ შემდეგი:
· ერასმუს+ პროგრამის რეგულაციების მიხედვით, მხოლოდ აქტიური სტატუსის
მქონე სტუდენტს აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს ერასმუს მობილობაში.
შესაბამისად, სტუდენტი ვალდებულია დაფაროს სწავლის გადასახადი
მობილობის სემესტრის დაწყებამდე
. სტუდენტებს გთხოვთ გაეცნოთ ერასმუს გზამკვლევს შემდეგ ბნულზე
https://art.edu.ge/acgeo/index.php?newsid=1004
. ფაკულტეტის კომისიის მიერ ნომინირებული სტუდენტების მობილობის
საბოლოო შერჩევას ახდენს ერასმუს პარტნიორი უნივერსიტეტი
.ერასმუს კონკურსში გამარჯვებული სტუდენტი ვალდებულია თავის თავზე
აიღოს აუცილებელი ხარჯები მანამ, სანამ მას მიეცემა ერასმუს გრანტი
დანიშნულების ქვეყანაში ჩასვლის შემდეგ.