გურჯაანის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებული კონკურსი

გურჯაანის მუნიციპალიტეტის შემოსასვლელებში მუნიციპალიტეტის ტურისტული მანიშნებელი
არქიტექტურული კონსტრუქციის/ნაგებობის მოსაწყობად დიზაინის/ესკიზის შერჩევის მიზნით
გამოსაცხადებელი კონკურსის პირობები

1. ძირითადი მოთხოვნები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს დიზაინი/ესკიზი:
გურჯაანის მუნიციპალიტეტის შემოსასვლელებში მუნიციპალიტეტის ტურისტული მანიშნებელი
არქიტექტურული კონსტრუქციის/ნაგებობის მოსაწყობად შემუშავებული დიზაინის/ესკიზის
მთავარი გზავნილი უნდა იყოს:
„გურჯაანი – მეღვინეობის მუნიციპალიტეტი“
მუნიციპალიტეტის ტურისტული მანიშნებელი კონსტრუქციის/ნაგებობის ესკიზზე გამოსახული
უნდა იყოს წარწერა: „გურჯაანი – მეღვინეობის მუნიციპალიტეტი“, ქართულ და ინგლისურ ენაზე,
ამასთან ინგლისურ ენაზე შესრულებული წარწერა ზომით არ უნდა აღემატებოდეს ქართულ ენაზე
შესრულებულ წარწერას, ხოლო დიზაინს უნდა ჰქონდეს შესაბამისი ინფორმაციული,
კულტურული, ისტორიული, აგრარული და ტურისტული დატვირთვა;
გურჯაანის მუნიციპალიტეტის შემოსასვლელებში მუნიციპალიტეტის ტურისტული მანიშნებელი
კონსტრუქციის/ნაგებობის მოსაწყობად შემუშავებული დიზაინი/ესკიზი უნდა შეესაბამებოდეს
მათი განთავსების ადგილებზე არსებულ გარემო ფაქტორებს და ურბანულ ქსოვილს (ტურისტული
მანიშნებელი კონსტრუქციის/ნაგებობის განთავსების ადგილების ამსახველი ფოტომასალა
მოცემულია დანართში).
გურჯაანის მუნიციპალიტეტის შემოსასვლელებში მუნიციპალიტეტის ტურისტული მანიშნებელი
კონსტრუქციის/ნაგებობის მოსაწყობად შემუშავებული დიზაინი/ესკიზი უნდა ითვალისწინებდეს
მისი დამზადებისთვის საჭირო მასალების ხელმისაწვდომობას და კონსტრუქცია/ნაგებობის
აშენების ფიზიკურ შესაძლებლობას.
2. კონკურსით შესარჩევი ესკიზების რაოდენობა:
კონკურსით შეირჩევა:
მუნიციპალიტეტის 6 შემოსასვლელში მუნიციპალიტეტის ტურისტული მანიშნებელი
არქიტექტურული კონსტრუქციის/ნაგებობისთვის მხოლოდ ერთი დიზაინის ესკიზი;
3. ტურისტული მანიშნებელი კონსტრუქციის/ნაგებობის განთავსების ლოკაციებია:
 საგარეჯოდან შემოსასვლელი – ერთი ცალი
 სიღნაღიდან ორი შემოსასვლელი – ორი ცალი
 ლაგოდეხიდან შემოსასვლელი – ერთი ცალი
 ყვარლიდან შემოსასვლელი – ერთი ცალი
 თელავიდან შემოსასვლელი – ერთი ცალი
4. ანაზღაურების ოდენობა და წესი:
გამარჯვებულ კონკურსანტთან გაფორმდება შრომითი ხელშეკრულება არქიტექტურული ნაწარმოების
შექმნის თაობაზე. მუნიციპალიტეტისათვის გადასაცემი დიზაინის/ესკიზისთვის გადასახდელი ჰონორარი
განისაზღვრება კონკურსანტის მიერ შემოთავაზებული ფასის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 12 000
ლარისა, რომელიც გულისხმობს, ავტორის ვალდებულებებს შექმნას არქიტექტურული ნაწარმოები
ხელშეკრულების პირობების მიხედვით და გადაეცეს იგი შემკვეთს, ჰონორარის სანაცვლოდ.
5. კონკურსში მონაწილეობის პირობები:
5.1. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია:

 ნებისმიერ სრულწლოვან ფიზიკურ პირს;
5.2. კონკურსანტის მიერ განაცხადის გაკეთების ვადა და წარმოსადგენი ინფორმაცია:
 დაინტერესებულმა პირებმა კონკურსის გამოცხადების დღიდან ერთი თვის ვადაში გურჯაანის
მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალური ელექტრონული ფოსტის საშუალებით
GurjaaniMegvineobisMunicipaliteti@gmail.com , უნდა წარმოადგინონ:
სავალდებულო:
 ინფორმაცია კონკურსის მონაწილის შესახებ პირადობის დამადასტურებელი მოწმობით;
 ტურისტული მანიშნებელი არქიტექტურული კონსტრუქციის/ნაგებობის დიზაინი
ესკიზის/ესკიზების სახით ელექტრონული ფორმით 3D ფორმატში, ასევე მატერიალური სახით A3
ფორმატით;
 განმარტებითი ბარათი, რომელიც უნდა მოიცავდეს ინფორმაციას ესკიზში გამოყენებული ფერების,
გამოსახულებების, სიმბოლოებისა და გამოსაყენებელი მასალის მნიშვნელობის, ასევე
ესკიზის/დიზაინის მთავარ მესიჯთან „გურჯაანი – მეღვინეობის მუნიცპაიტეტი“ შესაბამისობის
შესახებ.
 დიზაინის/ესკიზის ფასი;
 საკონტაქტო ინფორმაცია: ტელეფონი და ელ. ფოსტის მისამართი.
სასურველი:
 ინფორმაცია ესკიზზე მომუშავე პირის განათლების შესახებ, განათლების დამადასტურებელ
დოკუმენტთან ერთად;
 ინფორმაცია ესკიზზე მომუშავე პირის მსგავსი საქმიანობის გამოცდილების შესახებ, გამოცდილების
დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად;
5.3. კონკურსანტს უფლება აქვს, თავისი სურვილის შესაბამისად წარმოადგინოს, გურჯაანის
მუნიციპალიტეტის შემოსასვლელებში მუნიციპალიტეტის ტურისტული მანიშნებელი
კონსტრუქციის/ნაგებობის ერთზე მეტი ესკიზი/დიზანი, თუმცა ანაზღაურებული იქნება მხოლოდ
მუნიციპალიტეტის მიერ შერჩეული მხოლოდ ერთი ესკიზის/დიზაინის ღირებულება.
6. კონკურსის მონაწილის შეფასების კრიტერიუმები, შეფასების პროცედურა და კონკურსის ეტაპები:
6.1. კონკურსის მონაწილის შეფასების კრიტერიუმები და შეფასების პროცედურა:
 საკონკურსო კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიისა და
მოწვეული სპეციალისტებისაგან;
 საკონკურსო კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება არანაკლებ კომისიის სრული
შემადგენლობის ორი მესამედისა;
 კონკურსი ჩატარდება ერთ ეტაპად.
 უპირატესობა მიენიჭება კონკურსანტს, რომლის წარმოდგენილი ესკიზიც ყველაზე მეტად
აკმაყოფილებს წაყენებულ ძირითად მოთხოვნებს და გამოირჩევა ვიზუალური ეფექტით;
 უპირატესობად მიიჩნევა აგრეთვე საკონკურსო განაცხადში მითითებულ მაქსიმალურ
ღირებულებაზე დაბალი ფასის შემოთავაზება;
 გამარჯვებულად მიიჩნევა კონკურსანტი, რომელიც შეირჩევა სამუშაო ჯგუფის დამსწრე წევრთა
ხმათა უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ სამუშაო ჯგუფის სრული შემადგენლობის ხმათა ორი
მესამედისა.
სამუშაო ჯგუფის მიერ მიღებული გადაწყვეტილება კონკურსანტებს ეცნობებათ მათ მიერ
მითითებული ელ. ფოსტის საშუალებით.
მუნიციპალიტეტი იტოვებს უფლებას კონკურსზე შემოსული ესკიზები საჯაროდ განათავსოს
მუნიციპალიტეტის ვებ. გვერდზე ან/და ფეისბუქის გვერდზე, ესკიზის ავტორის მითითებით. იმ

შემთხვევაში, თუ კონკურსანტი მის მიერ წარმოდგენილი დიზაინის/ესკიზის საჯაროდ განთავსების
წინააღმდეგია, მან აღნიშნულის შესახებ საკონკურსო სამუშაო ჯგუფს უნდა განუცხადოს
დიზაინის/ესკიზის წარმოდგენისთანავე.
სამუშაო ჯგუფი მუშაობისას და გადაწყვეტილების მიღებისას არის დამოუკიდებელი და ესკიზის
საჯაროდ განთავსების შემთხვევაში საზოგადოების მხრიდან ესკიზთან დაკავშირებით გამოხატული
შეფასებები არ წარმოადგენს საკონკურსო სამუშაო ჯგუფის მიერ დადებითი ან უარყოფითი
გადაწყვეტილების მიღების განმსაზღვრელ ცალსახა პირობას.

მეორე საკითხი -კონკურსის გრაფიკის შედგენა

კომისიის წევრებმა იმჯსჯელეს და ერთხმად შეთანხმდნენ, რომ კონკურსი გამოცხადდეს და ჩატარდეს
შემდეგი გრაფიკით:
11-12 აპრილი – კონკურსის გამოცხადება – გურჯაანის მუნიციპალიტეტის „Facebook“ გვერდისა
მუნიციპალიტეტის ვებგვერდის საშუალებით;
12 აპრილიდან 12 მაისამდე – განაცხადების მიღება;
12 მაისიდან 22 მაისამდე- განაცხადების განხილვა და გამარჯვებულის გამოვლენა