მარიამ საღარაძემ წარმატებით დაასრულა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რესტავრაციის, ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტის სახვითი ხელოვნების ნიმუშთა რესტავრაციის საბაკალავრო პროგრამა და ჩააბარა ამავე ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამაზე: სახვითი ხელოვნების ნიმუშთა რესტავრაცია/კონსერვაცია (კედლის მხატვრობის და ქვის კონსერვაცია). მას მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ ადგილობრივ და საერთაშორისო სარესტავრაციო-კვლევით პროექტში. მარიამ საღარაძე 2016 წლიდან განათლების საერთაშორისო ცენტრის დაფინანსებით სწავლას აგრძელებს ლონდონის უნივერსიტეტის კურტოს ინსტიტუტის კედლის მხატვრობის კონსერვაციის მიმართულებაზე.