თსსა სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის
მოწვეული პედაგოგი გიორგი ტატიშვილი
თსსა სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის
ასისტენტ პროფესორი სალომე სხირტლაძე
პროგრამის სახელწოდება: კინო-ტელე მხატვრობა
განათლების საფეხური: ბაკალავრიატი
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ხელოვნების ბაკალავრი
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: თ.ს.ს.ა. შემოქმედებითი კონკურსი და ერთიანი ეროვნული გამოცდები.
ანოტაცია: საბაკალავრო პროგრამის კურსი წარმოადგენს თანამედროვე ტექნოლოგიური და აზროვნებითი ფორმების გავალისწინებით, თეორიულ, პრაქტიკულ და ანალიტიკურ მუშაობას, კინო-ტელე მიმართულების მხატვრების სფეოში.
საბაკალავრო პროგრამის სრულყოფილი და სინთეზური ფორმის მიღწევისათვის ხდება საკმაოდ ვრცელი მასალის კულტუროლოგიურ ჭრილში სპეციფიური დამუშავება, საკითხების კომპლექსური გადააზრება და სტუდენტისათვის მაქსიმალურად შესატყვისი ფორმით მიწოდება.
სტუდენტი, საჭირო უნარების დახვეწასთან ერთად მუშაობს ფერწერასა და ხატვაში, აგრეთვე კომპიუტერული გრაფიკის სამგანზომილებიან და ორგანზომილებიან საანიმაციო და სამონტაჟო პროგრამებში.
პროგრამის სტრუქტურა:
საბაზისო დისციპლინათა ციკლი —– 65 ECTS
პროფესიულ დისციპლინათა ციკლი —— 80 ECTS
საუნივერსიტეტო თეორიულ დისციპლინათა ციკლი —– 95 ECTS
სულ: 240 ECTS