თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის – სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის, ფერწერის მიმართულების III და IV კურსის სტუდენტებისთვის ცხადდება კონკურსი, რომელიც გამოავლენს დრეზდენის საერთაშორისო პლენერის ორ ახალ მონაწილეს.
დრეზდენის საერთაშორისო პლენერი, გერმანიის ერთ-ერთი უდიდესი კულტურულ-საგანმანათლებლო ფესტივალის “Palais Sommer” უმთავრესი კომპონენტია, რომელშიც სამხატვრო აკადემიის სტუდენტები 2013 წლიდან არიან ჩართულნი, პროექტის დამფუძნებლის, აკადემიის საპატიო პროფესორის, ალექსანდრე-ალეკო ადამიას ინიციატივით (1962-2019).
კონკურსი გულისხმობს ორ ეტაპს: განიხილება სტუდენტების ნამუშევრები ზოგადად და პლენერის სპეციფიკასთან შესაბამისობაში, რომლებიც შეირჩევიან პროექტის გერმანელი და ქართველი სამხატვრო ხელმძღვანელების მიერ, შემდეგ კი, შერჩეული კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას. გამარჯვებულები გაემგზავრებიან დრეზდენში, შექმნიან ნამუშევრებს გერმანელ მხატვრებთან ერთად და ჩაერთვებიან სხვადასხვა კულტურულ აქტივობაში. მგზავრობის, ცხოვრებისა და მუშაობისთვის საჭირო ყველა ხარჯი სრულიად დაფინანსებულია ფესტივალის მიერ.
▫️პროექტის ხანგრძლივობა – 05/07/24 – 05/08/24
▫️დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადააგზავნოთ 10/15 ფერწერული ნამუშევრის ფოტო/პორთფოლიო და CV მითითებულ მისამართზე: shakarashviliart@gmail.com
ნამუშევრების მიღების ბოლო ვადაა 3 მაისი, 20:00 სთ
სამხატვრო აკადემიამ, ლევილის შემოქმედებით რეზიდენციაში მონაწილე ახალგაზრდა მოქანდაკეები, კონკურსის წესით გამოავლინა.
თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიამ, პროექტის ფარგლებში – “ქანდაკების სტუდენტური სიმპოზიუმი”, ლევილის შემოქმედებით რეზიდენციაში მონაწილე ახალგაზრდა მოქანდაკეები კონკურსის წესით გამოავლინა. ქანდაკების სტუდენტური სიმპოზიუმი, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, 2024 წლის 5-25 მაისს, ლევილის ქართველთა მამულში (საფრანგეთი) ჩატარდება. ქანდაკების მიმართულების სტუდენტების ნამუშევრები (მასალა – მეტალი, თემა «თავისუფლება»), ლევილის მამულში შემოქმედებითი რეზიდენციის ფარგლებში შეიქმნება და მამულის პარკში სამუდამოდ განთავსდება.
მნიშვნელოვანია, რომ ლევილის შემოქმედებითი რეზიდენცია საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ, საქართველოს ფარგლებს გარეთ დაფუძნებული პირველი შემოქმედებითი რეზიდენციაა. სამხატვრო აკადემიის სტუდენტები კი ამ რეზიდენციის პირველი მონაწილეები იქნებიან.
კონკურსში მონაწილეობდა 16 სტუდენტი, რომელთა ნამუშევრები, სამხატვრო აკადემიის სპეციალურმა კომისიამ განიხილა და 7 საუკეთესო ესკიზი გამოავლინა. გამარჯვებულების გამოვლენის ღონისძიებაზე სამხატვრო აკადემიის რექტორმა, ყარამან ქუთათელაძემ ლევილის ქართველთა მამულის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამხატვრო აკადემიისთვის ამ მასშტაბის ღონისძიებაში მონაწილეობა უპრეცედენტოა და საზოგადოებას გამარჯვებული სტუდენტები წარუდგინა.
ახალგაზრდა მოქანდაკეებისთვის სიმბოლური მნიშვნელობა აქვს იმ ფაქტს, რომ სიმპოზიუმი საფრანგეთში გაიმართება, რადგან გასული საუკუნის დასაწყისში, ქანდაკების ხელოვნების პროფესიული სწავლების ტრადიცია ჩვენს ქვეყანაში, სწორედ საფრანგეთიდან შემოვიდა. სიმბოლურია ისიც, რომ თავისუფლების თემაზე შექმნილი ნამუშევრების პრეზენტაცია 26 მაისს – საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს, ლევილის მამულში გაიმართება.
ვულოცავთ ახალგაზრდა მოქანდაკეებს – ბარბარა ავაზაშვილს, თამარ თოიძეს, ლაზარე ნოზაძეს, ბექა ჩხაიძეს, გიორგი ჯარიაშვილს, იასონ ჯანხოთელსა და ივერი აბესაძეს ამ წარმატებას და ვუსურვებთ შემოქმედებით წინსვლას
12 აპრილი, 2024
თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის – სახვითი ხელოვნების ფაკულტეტზე, გაიმართა ცნობილი ამერიკელი გრაფიკოსის და კომიქსების შემქმნელის ტომ გრინდბერგის მასტერკლასი
10 აპრილი, 2024 წელი
თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, გრძელდება თსსა ERASMUS პარტნიორი ინსტიტუტის – პოლონეთის, ქალაქ ვროცლავის აკადემიის, გრაფიკის მიმართულების პროფესორის ზუზანა დირდას ვიზიტი. ვიზიტის ფარგლებში, სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის – გრაფიკის მიმართულებაზე, ჩატარდა ვორქშოფი სტუდენტებისთვის
12 აპრილს, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში ტარდება ცნობილი ამერიკელი გრაფიკოსის და კომიქსების შემქმნელის, ტომ გრინდბერგის მასტერკლასი.
გრინდბერგის კოლაბორაციები გამომცემლობასთან და სტუდიებთან:
DC Comics – Action comics: Superman, Batman, Detective comics, Captain Atom, Hawk and Dove.
Marvel – Conan the Barbarian (Won: Best Conan artist award), Spiderman, X-factor, Avengers, Daredevil, Venom.
Valiant comics – Solar.
Publishers: Edgar Rice Burroughs Inc. – Tarzan. Marvel&DC Comics.
მასტერკლასზე დასწრების მსურველებს გელოდებით:
ალ. გრიბოედოვის N22, სამხატვრო აკადემიის – სახვითი ხელოვნების ფაკულტეტი, გრაფიკის მიმართულება, აუდიტორია N709.
დასაწყისი: 12:30 სთ
8 აპრილს, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის – სახვითი ხელოვნების ფაკულტეტს ესტუმრა სამხატვრო აკადემიის ERASMUS პარტნიორი ინსტიტუტის – პოლონეთის, ქალაქ ვროცლავის აკადემიის, გრაფიკის მიმართულების პროფესორი ქ-ნი ზუზანა დირდა. პროფესორმა მოინახულა გრაფიკის მიმართულების სტუდიები, გაეცნო სასწავლო პროცესს, შეხვდა სამხატვრო აკადემიის რექტორს, მიმართულების ხელმძღვანელს და აკადემიის სხვა წარმომადგენლებს
25-28 მარტს, ERASMUS+ პროგრამის ფარგლებში, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის – სახვითი ხელოვნების და მედია ხელოვნების ფაკულტეტებს ეწვია სამხატვრო აკადემიის ერასმუს პარტნიორი – ავსტრიის, ქ. გრაცის FH Joanneum გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის, Exhibition design-ს სამაგისტრო პროგრამის პროფესორი Sigrid Bursmayr.
25 მარტს, ავსტრიელი პროფესორი შეხვდა თსსა რექტორს, პროფესორ ყარამან ქუთათელაძეს და აკადემიის წარმომადგენლებს. 26 მარტს მან ჩაატარა ლექცია/პრეზენტაცია ‘Exhibition design’-ის სამაგისტრო პროგრამის შესახებ; 27 მარტს კი იგეგმება მასტერკლასი მედია ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტებისთვის, თემაზე “შემოქმედებითი პორტფოლიო”