1. |
  2. ფაკულტეტები
  3. |
  4. სახვითი ხელოვნება
  5. |
  6. კონკურსები – სახვითი ხელოვნება
  7. |
  8. Page 2
464088678_968162435349542_8050146383761375153_n

კონკურსი სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტებისთვის

ამჟამად მსოფლიოში, 120 მილიონზე მეტი ადამიანი, საკუთარი სახლიდან იძულებით არის გადაადგილებული. მათ სახლიდან შორს მოუწიათ უსაფრთხოების ძიება – ომის, ძალადობისა და დევნისგან თავის დასაღწევად. ბოლო ათწლეულში, იძულებით გადაადგილებულთა რაოდენობა გაორმაგდა და რეკორდულ რიცხვს მიაღწია.
▫️საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობის (UNHCR) ერთ-ერთი პრიორიტეტია, საზოგადოებას და განსაკუთრებით ახალგაზრდებს, ლტოლვილების წინაშე მდგარი გამოწვევები გააცნოს და ამ უმნიშვნელოვანესი საკითხის მიმართ ცნობადობა გაზარდოს.
სწორედ ამ მიზნით, ორგანიზაციასა და სამხატვრო აკადემიას შორის, გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც, UNHCR საქართველო, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის – სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტებისთვის კონკურსს აცხადებს!

თემა: “იმედი სახლიდან შორს – იძულებით გადაადგილების გამოცდილება”.
▫️კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილ ნამუშევრებს შეაფასებს სპეციალური ჟიური და გამოავლებს სამ გამარჯვებულს, რომლებსაც გადაეცემათ შესაბამისი ჯილდოები. ასევე, სტუდენტების ნამუშევრები, მომავალში გამოყენებულ იქნება UNHCR საქართველოს ბრენდინგში.
▫️გამარჯვებული ნამუშევრების ავტორები მიიღებენ “სითი მოლის” მაღაზიების სასაჩუქრე ბარათებს:
ადგილი – 3500 ლარიანი სასაჩუქრე ბარათი;
ადგილი – 2500 ლარიანი სასაჩუქრე ბარათი;
ადგილი – 1500 ლარიანი სასაჩუქრე ბარათი;
გარდა ამისა, მიმდინარე წლის დეკემბერში, სამხატვრო აკადემიაში მოეწყობა გამოფენა, რომელზეც წარმოდგენილი იქნება კონკურსში მონაწილე ყველა ნამუშევარი.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, საკონკურსო ნამუშევრის წარდგენის ბოლო ვადაა 2024 წლის 1 დეკემბერი!
საკონტაქტო პირი: ანა მიქელაძე
+995 599 222 012
ana.mikeladze@art.edu.ge

საგანმანათლებლო პროექტი – ‘Lands On the Move’
თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის, მე-3 კურსის სტუდენტებისთვის (არქიტექტურა, ურბანიზმი, ლანდშაფტი, სახვითი ხელოვნება) და დამწყები/ახალგაზრდა არქიტექტორებისთვის ცხადდება კონკურსი.
ბოლო ვადა: 13 ოქტომბერი, 2024
პროექტის განხორციელების თარიღები: 8-16 ნოემბერი, 2024
დეტალებისთვის, გთხოვთ იხილოთ თანდართული ფოტოები

ცხადდება სტუდენტთა ერთსემესტრიანი ერასმუს მობილობის შესარჩევი
კონკურსი თსსა სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის – ფერწერის
სტუდენტებისთვის – 1 ადგილი (2024 წ. შემოდგომის სემესტრში არ გამოყენებული ადგილი), 2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის
სემესტრისთვის – პოლონეთის, შჩეტჩინის ხელოვნების აკადემიაში Academy of
Arts in Szczecin, https://www.akademiasztuki.eu/
აპლიკანტ სტუდენტებს გთხოვთ, სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის დეკანს,
ფერწერის მიმართულების ხელმძღვანელს და კომისიას წარუდგინოთ შემდეგი
დოკუმენტები ინგლისურ ენაზე:
· პორტფოლიო
. CV
· ნიშნების ფურცელი (ქართულ ენაზე)
· მოტივაციის წერილი
· ინგლისური ენის სერტიფიკატი B2, ან ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის
დამადასტურებელი ცნობა, გაცემული თსსა უცხოენის პედაგოგის მიერ.
. განცხადება კონკურსში მონაწილეობის თაობაზე (გთხოვთ, წარმოადგინოთ
განცხადების ფოტო, თსსა კანცელარიაში განცხადების რეგისტრაციის შემდეგ)

საბუთების წარდგენის ბოლო ვადა: 21/10/2024
საკონტაქტო პირი: ნატა ნიკოლეიშვილი nata.nikoleishvili@art.edu.ge
+995593799960
აპლიკანტებს, გთხოთ გაითვალისწინოთ შემდეგი:
· ერასმუს+ პროგრამის რეგულაციების მიხედვით, მხოლოდ აქტიური სტატუსის
მქონე სტუდენტს აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს ერასმუს მობილობაში.
შესაბამისად, სტუდენტი ვალდებულია დაფაროს სწავლის გადასახადი
მობილობის სემესტრის დაწყებამდე
. სტუდენტებს გთხოვთ თსსა საიიტზე გაეცნოთ ინფორმაციას  ‘ერასმუს + გზამკვლევი თსსა სტუდენტთა მობილობისთვის’ 

. ფაკულტეტის კომისიის მიერ ნომინირებული სტუდენტების მობილობის
საბოლოო შერჩევას ახდენს Erasmus პარტნიორი უნივერსიტეტი
· Erasmus კონკურსში გამარჯვებული სტუდენტი ვალდებულია თავის თავზე
აიღოს აუცილებელი ხარჯები მანამ, სანამ მას მიეცემა Erasmus გრანტი
დანიშნულების ქვეყანაში ჩასვლის შემდეგ.

ჩეხეთის, პრაღის სახვითი ხელოვნების აკადემია – Academy of Fine Arts in Prague – AVU, იწვევს თსსა სტუდენტებს მობილობისთვის, 2025 წლის გაზაფხულის სემესტრში, ორმხრივი ხელშეკრულების ფარგლებში (სტუდენტი არ იხდის სწავლის საფასურს, თუმცა ყველა სხვა ხარჯს ფარავს სტუდენტი).
საკონტაქტო პირი: Talacko Pavlína
avuinternational@avu.cz
pavlina.talacko@avu.cz
აპლიკანტებს, გთხოთ გაითვალისწინოთ შემდეგი:
· მხოლოდ აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტს აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს მობილობაში. შესაბამისად, სტუდენტი ვალდებულია დაფაროს სწავლის გადასახადი მობილობის სემესტრის დაწყებამდე.

ცხადდება კინოს მხატვრობის მიმართულების სტუდენტთა მობილობის შესარჩევი კონკურსი – ჩეხეთის, პრაღის სასცენო ხელოვნების აკადემია- კინო და ტელე სკოლაში Chzech republic, Academy of Performing arts- in Prague- Cinema and TV school, FAMU, ორმხრივი ხელშეკრულების ფარგლებში (სტუდენტი არ იხდის სწავლის საფასურს, თუმცა ყველა სხვა ხარჯს ფარავს თავად).
▫️საკონტაქტო პირი: Anna Šlajová erasmus.incoming@famu.cz
იხილეთ თანდართული ბმული:
▫️აპლიკანტებს, გთხოთ გაითვალისწინოთ შემდეგი:
· მხოლოდ აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტს აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს მობილობაში. შესაბამისად, სტუდენტი ვალდებულია დაფაროს სწავლის გადასახადი მობილობის სემესტრის დაწყებამდე

ქ. თბილისის მერიის მიერ, 2023 წლის 9 ნოემბერს გამოცხადებულ კონკურსში, გაიმარჯვა თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის – ქანდაკების მიმართულების, მაგისტრატურის სტუდენტის, ბექა ჩხაიძის ესკიზმა.
აღსანიშნავია, რომ ბექა ჩხაიძე, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დაფუძნებული, პირველი საერთაშორისო რეზიდენციის წარმატებული მონაწილეა. მისი ნამუშევარი განთავსდა საფრანგეთში – ლევილის ქართულ მამულში. ცნობისათვის, სამხატვრო აკადემიამ, “ქანდაკების სტუდენტური სიმპოზიუმის”ფარგლებში, ლევილის შემოქმედებითი რეზიდენციის პროექტის მონაწილე 7 ახალგაზრდა მოქანდაკე, კონკურსის წესით გამოავლინა.
მერიის კონკურსი კი, გამოცხადებული იყო ქ. თბილისში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაღში (პანთეონში), იუსტინე აბულაძის არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის (ბიუსტი) შექმნაზე.
იუსტინე აბულაძე, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე და პროფესორთა პირველი კოლეგიის წევრი იყო. ნამუშევრის ესკიზის ფოტო, გადაღებულია მუშაობის პროცესში.
ვულოცავთ ბექა ჩხაიძეს ამ წარმატებას და ვუსურვებთ შემოქმედებით წინსვლას!

დრეზდენის საერთაშორისო პლენერის, გერმანელი და ქართველი სამხატვრო ხელმძღვანელებით დაკომპლექტებულმა გუნდმა, გამოავლინა ორი გამარჯვებული კონკურსანტი – “Palais Sommer 2024”-ისთვის.
გამარჯვებულები არიან, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის, ფერწერის მიმართულების IV და III კურსის სტუდენტები: მარიამ ოკრიბელაშვილი და მათე ცქვიტინიძე. 2024 წლის ივლისში ისინი გაემგზავრებიან დრეზდენში, პლენერზე შექმნიან ფერწერულ ტილოებს და ჩაერთვებიან გამოფენაში “კულტურა.სინქრონი”.
ვულოცავთ ჩვენს სტუდენტებს და ვუსურვებთ წარმატებას!

თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის – სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის, ფერწერის მიმართულების III და IV კურსის სტუდენტებისთვის ცხადდება კონკურსი, რომელიც გამოავლენს დრეზდენის საერთაშორისო პლენერის ორ ახალ მონაწილეს.
დრეზდენის საერთაშორისო პლენერი, გერმანიის ერთ-ერთი უდიდესი კულტურულ-საგანმანათლებლო ფესტივალის “Palais Sommer” უმთავრესი კომპონენტია, რომელშიც სამხატვრო აკადემიის სტუდენტები 2013 წლიდან არიან ჩართულნი, პროექტის დამფუძნებლის, აკადემიის საპატიო პროფესორის, ალექსანდრე-ალეკო ადამიას ინიციატივით (1962-2019).
კონკურსი გულისხმობს ორ ეტაპს: განიხილება სტუდენტების ნამუშევრები ზოგადად და პლენერის სპეციფიკასთან შესაბამისობაში, რომლებიც შეირჩევიან პროექტის გერმანელი და ქართველი სამხატვრო ხელმძღვანელების მიერ, შემდეგ კი, შერჩეული კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას. გამარჯვებულები გაემგზავრებიან დრეზდენში, შექმნიან ნამუშევრებს გერმანელ მხატვრებთან ერთად და ჩაერთვებიან სხვადასხვა კულტურულ აქტივობაში. მგზავრობის, ცხოვრებისა და მუშაობისთვის საჭირო ყველა ხარჯი სრულიად დაფინანსებულია ფესტივალის მიერ.
▫️პროექტის ხანგრძლივობა – 05/07/24 – 05/08/24
▫️დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადააგზავნოთ 10/15 ფერწერული ნამუშევრის ფოტო/პორთფოლიო და CV მითითებულ მისამართზე: shakarashviliart@gmail.com
ნამუშევრების მიღების ბოლო ვადაა 3 მაისი, 20:00 სთ