1. |
  2. ფაკულტეტები
  3. |
  4. სახვითი ხელოვნება
  5. |
  6. კონკურსები – სახვითი ხელოვნება

სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტების საყურადღებოდ! პოსტერების გამოფენა ქალაქ ბერლინში

თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის, სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტებს, გეძლევათ საშუალება, თქვენი ნამუშევრები (პოსტერები) წარადგინოთ გამოფენისთვის, რომელიც გაიმართება გერმანიაში, ქალაქ ბერლინში – Volkssolidarität-ში, 2025 წლის მაისში.

პროექტის სახელწოდებაა “Work Show. Window Project” – “ხელოვნება ფანჯარაში”.

გამოფენის მთავარი მიზანია, სამხატვრო აკადემიის სტუდენტების ნამუშევრების საქართველოს ფარგლებს გარეთ გატანა და პოპულარიზაცია. სწორედ ამიტომ, აღნიშნული გამოფენისთვის შეირჩა ქალაქი ბერლინში, რომელიც თანამედროვე ხელოვნების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრია, სადაც სტუდენტების ნამუშევრებს ბევრი ცნობილი ხელოვანი, კურატორი თუ ხელოვნებათმცოდნე იხილავს.
▫️პროექტის კურატორია ლილი ფიურსტენოუ-ხოსიტაშვილი, რომელიც DAAD-ის სტიპენდიით, ბერლინის ჰუმბოლტის უნივერსიტეტში, ანსელმ კიფერის შემოქმედებას იკვლევდა. აღნიშნული პროექტი, მისი ხელმძღვანელობით, უკვე 3 წელია იმართება და ის თანამედროვე ხელოვნების ექსპერიმენტული ფორმატით ჩვენებას ისახავს მიზნად: არა ტრადიციულ გალერეაში, არამედ საჯარო სივრცეებში – ნებისმიერი მსურველისთვის.

გამოფენაში მონაწილეობისთვის საჭიროა:
სტუდენტმა, ელექტრონული ფოსტით უნდა გააგზავნოს ერთი ან რამდენიმე ნამუშევრის (პოსტერის) ფოტო, დეტალური აღწერით (კონცეფცია და სხვა ყველა მახასიათებელი დეტალი); შემოსული ნამუშევრებიდან შეირჩევა 40-მდე საუკეთესო პოსტერი, რომელიც ამოიბეჭდება გერმანიაში და გამოიფინება. ნამუშევრებს გამოფენისთვის შეარჩევს სპეციალური ჟიური. არჩეული ნამუშევრები, გამოფენის პარალელურად, დაიდება პროექტის თანმხლებ ვებგვერდზე: www.e-mergingartists.art

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, პოსტერის/პოსტერების ფოტო უნდა გააგზავნოთ მხოლოდ JPG ფორმატში, ხოლო თანდართული ინფორმაცია (ნამუშევრის აღწერა: სათაური/ტექნიკა/ზომები/წელი და ავტორის ბიოგრაფია ან/და CV) DOC ფორმატში, ქართულ, ინგლისურ ან გერმანულ ენაზე, სურვილისამებრ. გთხოვთ ასევე, ბიოგრაფიაში მიუთითეთ ინფორმაცია თქვენს მიერ მოპოვებული სტიპენდიების, ჯილდოს, ხელოვნების რეზიდენციების, პუბლიკაციებისა და გამოფენების შესახებ – ასეთის არსებობის შემთხვევაში. მონაწილე სრულიად თავისუფალია თემატიკაში, მასალასა და ზომებში. ასევე, გაითვალისწინეთ, ერთმა მონაწილემ შესაძლოა წარმოადგინოს ერთი ან რამდენიმე ნამუშევრის ფოტო (სერია)!

დედლაინი – 23 იანვარი

მონაწილეებს გთხოვთ, კონკურსისთვის შექმნილი ნამუშევრის/ნამუშევრების ფოტოები JPG ფორმატში, გადააგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:
liliartresearch@yahoo.com

საკონტაქტო პირი: ანა მიქელაძე
599 222 012

გისურვებთ წარმატებას!

ცხადდება სტუდენტთა ერთკვირიანი, ჯგუფური ერასმუს მობილობის (ინტენსიური სასწავლო კურსი და ვორქშოფი) შესარჩევი კონკურსი თსსა სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის – ფერწერის და კინოს მიმართულების სტუდენტებისთვის (2 – 2 საკონკურსო ადგილი), 2025 წლის გაზაფხულის სემესტრში – სლოვაკეთის, ბრატისლავას სახვითი ხელოვნებისა და დიზაინის აკადემიაში – Academy of Fine Arts and Design in Bratislava (AFAD).
ჯგუფის ხელმძღვანელები: პროფესორი სალომე სხირტლაძე, კინოს მხატვრობის მიმართულების ხელმძღვანელი და პროფესორი დავით ალექსიძე.
ერთობლივი სასწავლო კურსი და ვორქშოფი განხორციელდება სლოვაკი სტუდენტების ჩართულობით.
▫️გთხოვთ, სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის დეკანს და კომისიას წარუდგინოთ შემდეგი დოკუმენტები ინგლისურ ენაზე:
· CV
. პორტფოლიო ინგლისურ ენაზე
· ნიშნების ფურცელი (ქართულ ენაზე)
· მოტივაციის წერილი
· ინგლისური ენის სერტიფიკატი B2, ან ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი ცნობა, გაცემული თსსა უცხო ენის პედაგოგის მიერ.
· განცხადება კანცელარიაში (გთხოვთ, წარმოადგინოთ
განცხადების ფოტო, თსსა კანცელარიაში განცხადების რეგისტრაციის შემდეგ).
ბოლო ვადა: 18 ნოემბერი, 2024
▫️საკონტაქტო პირი: ფაკულტეტის კოორდინატორი, ნატა ნიკოლეიშვილი
nata.nikoleishvili@art.edu.ge
593 799 960
აპლიკანტებს, გთხოთ გაითვალისწინოთ შემდეგი:
· ერასმუს+ პროგრამის რეგულაციების მიხედვით, მხოლოდ აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტს აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს ერასმუს მობილობაში. სტუდენტებს გთხოვთ თსსა საიიტზე გაეცნოთ ინფორმაციას ‘ერასმუს + გზამკვლევი თსსა სტუდენტთა მობილობისთვის’
. ფაკულტეტის კომისიის მიერ ნომინირებული სტუდენტების მობილობის საბოლოო შერჩევას ახდენს Erasmus პარტნიორი უნივერსიტეტი· Erasmus კონკურსში გამარჯვებული სტუდენტი ვალდებულია თავის თავზე აიღოს აუცილებელი ხარჯები მანამ, სანამ მას მიეცემა Erasmus გრანტი დანიშნულების ქვეყანაში ჩასვლის შემდეგ

ესპანეთის, ოვიედოს ხელოვნების უმაღლესი სკოლა – Escuela de Arte de Oviedo, იწვევს თსსა გრაფიკის მიმართულების სტუდენტებს, ერასმუს-ზერო მობილობისთვის, 2025 წლის გაზაფხულის სემესტრში (სტუდენტი არ იხდის სწავლის საფასურს, თუმცა ყველა სხვა ხარჯს ფარავს თავად).
აპლიკანტებს, გთხოთ გაითვალისწინოთ შემდეგი:
მხოლოდ აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტს აქვს უფლება, მონაწილეობა მიიღოს მობილობაში. შესაბამისად, სტუდენტი ვალდებულია დაფაროს სწავლის გადასახადი – მობილობის სემესტრის დაწყებამდე.
ბოლო ვადა: 4/11/2024
საკონტაქტო პირი: Maria Elena Palmegiani
erasmus@escueladearte.com
მაია ყიფიანი
maya.kipiani@art.edu.ge
სტუდენტებს გთხოვთ, გაეცნოთ ერასმუს გზამკვლევს თსსა ვებ-გვერზე art.edu.ge
სტუდენტების მობილობის
საბოლოო შერჩევას/მიღებას ახდენს პარტნიორი უნივერსიტეტი.
გისურვებთ წარმატებას!

464088678_968162435349542_8050146383761375153_n

ამჟამად მსოფლიოში, 120 მილიონზე მეტი ადამიანი, საკუთარი სახლიდან იძულებით არის გადაადგილებული. მათ სახლიდან შორს მოუწიათ უსაფრთხოების ძიება – ომის, ძალადობისა და დევნისგან თავის დასაღწევად. ბოლო ათწლეულში, იძულებით გადაადგილებულთა რაოდენობა გაორმაგდა და რეკორდულ რიცხვს მიაღწია.
▫️საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობის (UNHCR) ერთ-ერთი პრიორიტეტია, საზოგადოებას და განსაკუთრებით ახალგაზრდებს, ლტოლვილების წინაშე მდგარი გამოწვევები გააცნოს და ამ უმნიშვნელოვანესი საკითხის მიმართ ცნობადობა გაზარდოს.
სწორედ ამ მიზნით, ორგანიზაციასა და სამხატვრო აკადემიას შორის, გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც, UNHCR საქართველო, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის – სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტებისთვის კონკურსს აცხადებს!

თემა: “იმედი სახლიდან შორს – იძულებით გადაადგილების გამოცდილება”.
▫️კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილ ნამუშევრებს შეაფასებს სპეციალური ჟიური და გამოავლებს სამ გამარჯვებულს, რომლებსაც გადაეცემათ შესაბამისი ჯილდოები. ასევე, სტუდენტების ნამუშევრები, მომავალში გამოყენებულ იქნება UNHCR საქართველოს ბრენდინგში.
▫️გამარჯვებული ნამუშევრების ავტორები მიიღებენ “სითი მოლის” მაღაზიების სასაჩუქრე ბარათებს:
ადგილი – 3500 ლარიანი სასაჩუქრე ბარათი;
ადგილი – 2500 ლარიანი სასაჩუქრე ბარათი;
ადგილი – 1500 ლარიანი სასაჩუქრე ბარათი;
გარდა ამისა, მიმდინარე წლის დეკემბერში, სამხატვრო აკადემიაში მოეწყობა გამოფენა, რომელზეც წარმოდგენილი იქნება კონკურსში მონაწილე ყველა ნამუშევარი.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, საკონკურსო ნამუშევრის წარდგენის ბოლო ვადაა 2024 წლის 1 დეკემბერი!
საკონტაქტო პირი: ანა მიქელაძე
+995 599 222 012
ana.mikeladze@art.edu.ge

საგანმანათლებლო პროექტი – ‘Lands On the Move’
თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის, მე-3 კურსის სტუდენტებისთვის (არქიტექტურა, ურბანიზმი, ლანდშაფტი, სახვითი ხელოვნება) და დამწყები/ახალგაზრდა არქიტექტორებისთვის ცხადდება კონკურსი.
ბოლო ვადა: 13 ოქტომბერი, 2024
პროექტის განხორციელების თარიღები: 8-16 ნოემბერი, 2024
დეტალებისთვის, გთხოვთ იხილოთ თანდართული ფოტოები

ცხადდება სტუდენტთა ერთსემესტრიანი ერასმუს მობილობის შესარჩევი
კონკურსი თსსა სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის – ფერწერის
სტუდენტებისთვის – 1 ადგილი (2024 წ. შემოდგომის სემესტრში არ გამოყენებული ადგილი), 2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის
სემესტრისთვის – პოლონეთის, შჩეტჩინის ხელოვნების აკადემიაში Academy of
Arts in Szczecin, https://www.akademiasztuki.eu/
აპლიკანტ სტუდენტებს გთხოვთ, სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის დეკანს,
ფერწერის მიმართულების ხელმძღვანელს და კომისიას წარუდგინოთ შემდეგი
დოკუმენტები ინგლისურ ენაზე:
· პორტფოლიო
. CV
· ნიშნების ფურცელი (ქართულ ენაზე)
· მოტივაციის წერილი
· ინგლისური ენის სერტიფიკატი B2, ან ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის
დამადასტურებელი ცნობა, გაცემული თსსა უცხოენის პედაგოგის მიერ.
. განცხადება კონკურსში მონაწილეობის თაობაზე (გთხოვთ, წარმოადგინოთ
განცხადების ფოტო, თსსა კანცელარიაში განცხადების რეგისტრაციის შემდეგ)

საბუთების წარდგენის ბოლო ვადა: 21/10/2024
საკონტაქტო პირი: ნატა ნიკოლეიშვილი nata.nikoleishvili@art.edu.ge
+995593799960
აპლიკანტებს, გთხოთ გაითვალისწინოთ შემდეგი:
· ერასმუს+ პროგრამის რეგულაციების მიხედვით, მხოლოდ აქტიური სტატუსის
მქონე სტუდენტს აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს ერასმუს მობილობაში.
შესაბამისად, სტუდენტი ვალდებულია დაფაროს სწავლის გადასახადი
მობილობის სემესტრის დაწყებამდე
. სტუდენტებს გთხოვთ თსსა საიიტზე გაეცნოთ ინფორმაციას  ‘ერასმუს + გზამკვლევი თსსა სტუდენტთა მობილობისთვის’ 

. ფაკულტეტის კომისიის მიერ ნომინირებული სტუდენტების მობილობის
საბოლოო შერჩევას ახდენს Erasmus პარტნიორი უნივერსიტეტი
· Erasmus კონკურსში გამარჯვებული სტუდენტი ვალდებულია თავის თავზე
აიღოს აუცილებელი ხარჯები მანამ, სანამ მას მიეცემა Erasmus გრანტი
დანიშნულების ქვეყანაში ჩასვლის შემდეგ.

ჩეხეთის, პრაღის სახვითი ხელოვნების აკადემია – Academy of Fine Arts in Prague – AVU, იწვევს თსსა სტუდენტებს მობილობისთვის, 2025 წლის გაზაფხულის სემესტრში, ორმხრივი ხელშეკრულების ფარგლებში (სტუდენტი არ იხდის სწავლის საფასურს, თუმცა ყველა სხვა ხარჯს ფარავს სტუდენტი).
საკონტაქტო პირი: Talacko Pavlína
avuinternational@avu.cz
pavlina.talacko@avu.cz
აპლიკანტებს, გთხოთ გაითვალისწინოთ შემდეგი:
· მხოლოდ აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტს აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს მობილობაში. შესაბამისად, სტუდენტი ვალდებულია დაფაროს სწავლის გადასახადი მობილობის სემესტრის დაწყებამდე.

ცხადდება კინოს მხატვრობის მიმართულების სტუდენტთა მობილობის შესარჩევი კონკურსი – ჩეხეთის, პრაღის სასცენო ხელოვნების აკადემია- კინო და ტელე სკოლაში Chzech republic, Academy of Performing arts- in Prague- Cinema and TV school, FAMU, ორმხრივი ხელშეკრულების ფარგლებში (სტუდენტი არ იხდის სწავლის საფასურს, თუმცა ყველა სხვა ხარჯს ფარავს თავად).
▫️საკონტაქტო პირი: Anna Šlajová erasmus.incoming@famu.cz
იხილეთ თანდართული ბმული:
▫️აპლიკანტებს, გთხოთ გაითვალისწინოთ შემდეგი:
· მხოლოდ აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტს აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს მობილობაში. შესაბამისად, სტუდენტი ვალდებულია დაფაროს სწავლის გადასახადი მობილობის სემესტრის დაწყებამდე