სახვითი ხელოვნება - მიმართულებები
გრაფიკის ფაკულტეტი ჩამოყალიბდა სამხატვრო აკადემიის დაარსებისთანავე. გრაფიკის სპეციალობა, თავისი მდიდარი ტრადიციებით და ისტორიით, წარმოადგენს მრავალფუნქციური დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს.
სახვით ხელოვნებაში ტექნიკური და ფორმალური კრიტერიუმები საკმარისი არ არის გრაფიკის ჟანრული საზღვრების დასადგენად. თანამედროვე ხელოვნების კონტექსტში მისი კლასიფიკაციის ნებისმიერი მცედლობა არასრულია, ვინაიდან იგი მუდმივად იცვლება და მრავალფეროვანი ხდება.
სწავლების მეთოდიკა ეფუძნება როგორც ტრადიციულ გამოცდილებას, ასევე თანამედროვე ხელოვნების უახლესი ტექნოლოგიების დანერგვას. ეს მიმართულება ამზადებს მაღალ პროფესიულ დონეზე განსწავლულ, ფართო პროფილის მხატვარ გრაფიკოსს არჩეული პრიორიტეტული დარგების მიხედვით.
გრაფიკის მიმართულება აერთიანებს ხუთ სახელოსნოს:
დაზგური გრაფიკა: სტუდენტი იღებს ცოდნას დაზგურ კომპოზიციაში, აგრეთვე ეუფლება როგორც ტრადიციულ, ასევე თანამედროვე დაზგურიგრაფიკისათვის აუცილებელ ყველა ტექნიკასა და ტექნოლოგიას (ოფორტი, ლითოგრაფია, ლინოგრავიურა, ქსილოგრაფია, შერეული ტექნიკა და სხვა). სტუდენტი ქმნის კომპოზიციიებს ასევე ციფრულ პროგრამებში.
სწავლების პროცესში დიდი მნიშვნელობა ენიჭება კომპოზიციის ინდივიდუალური ხედვის გამომუშავებას, ტექნოლოგიურ სრულყოფას. დიდი ადგილი ეთმობა პრაქტიკული მუშაობის და ანალიზისათვის საჭირო უნარ-ჩვევების ათვისებას.
წიგნის დიზაინი და ილუსტრაცია: სახელოსნოში სტუდენტი შეისწავლის წიგნის შექმნისა და დასურათების პრინციპებს, ეუფლება სათანადო ტექნოლოგიურ პროცესებს, შეისწავლის წიგნის არქიტექტონიკას (მაკეტს); ეცნობა ტიპოგრაფიულ შრიფტის, ქაღალდის ხარისხისსა გარეკანომასალის შერჩევის ტექნოლოგიას.
სტუდენტი, წიგნის გაფორმებასთან ერთად, მუშაობს ზოგად დაზგურ კომპოზიციებზე, გრაფიკული ტექნოლოგიების ლაბორატორიაში ეუფლება გრაფიკის და გრავიურის სხვადასხვა სახეობას (ოფორტი, ლითოგრაფია, ლინოგრავიურა, ქსილოგრაფია, კომპიუტერი და სხვა), რაც შემდგომში წიგნის ილუსტრირებაში დაეხმარება.
პლაკატის დიზაინი: სახელოსნოში სწავლების დროს პრიორიტეტი ენიჭება შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას, რაც მნიშვნელოვან როლს თამაშობს პლაკატის კონსტრუირების პროცესში. სტუდენტებს უყალიბდებათ რაციონალური აზროვნება და თემისადმი ორიგინალური მიდგომა. ისინი სწავლობენ ინფორმაციის გადაცემას ასოციაციურად და მეტაფორებით, რის შედეგადაც იბადება პლაკატი ხელოვნების ნიმუში, და არა პლაკატი ინფორმაცია. სტუდენტებს საშუალება ეძლევათ, აითვისონ უახლესი კომპიუტერული ტექნოლოგიები, გრაფიკული ტექნოლოგიების ლაბორატორიაში ეუფლებიან გრაფიკის და გრავიურის სხვადასხვა სახეობას.
სარეკლამო გრაფიკა: სახელოსნო ახორციელებს სამაგისტრო პროგრამას. ამზადებს მაღალი დონის პროფესიონალ გრაფიკოს-დიზაინერს. სწავლების მეთოდიკა ითვალისწინებს არამარტო წინასწარ განსაზღვრულ ნორმატივებს, არმედ უფრო ღრმა პროცესებს, როგორიც არის ინტელექტუალური სივრცის შექმნა, ინდივიდუალური ამოცანების დასახვა და გადაწყვეტა, კრიტიკული ანალიზის გაღრმავება და განვითარება, ექსპერიმენტირება, ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების სრულყოფა. სარეკლამო ინფორმაციული ელემენტების, შრიფტის და ფოტომასალის გამოყენება სარეკლამო გრაფიკაში. უმაღლესი პროფესიონალური განათლების მიღება და ა.შ. სარეკლამო გრაფიკის სახელოსნო აქტიურად თანამშრომლობს სარეკლამო სააგენტოებთან და წიგნის გამომცემლობებთან.
ანიმაციის სახელოსნო: სახვითი ფაკულტეტის, გრაფიკის მიმართულებაზე 1983 წელს ჩამოყალიბდა. თითქმის 30 წლის მანძილზე შეიქმნა მრავალი ანიმაციური მოკლემეტრაჟიანი ფილმი, ბევრი მათგანი წარდგენილი იყო საერთაშორისო ფესტივალებზე და პრიზებით აღინიშნა.
ანიმაციის სახელოსნო ამზადებს მულტიპლიკაციური ფილმის დამდგმელ მხატვარს, რომელიც შეძლებს რეჟისორებთან ერთად შექმნას ანიმაციური ფილმები, სხვადასხვა ტექნოლოგიისა და გადაღების ტექნიკის გამოყენებით. რაც აერთიანებს დღეს არსებულ თითქმის ყველა სახეობას: ნახატი, თოჯინური, პლასტელინის, ქვიშის ანიმაცია და სხვა. 2008 წელს სახელოსნოში შეიქმნა მინაზე ზეთის საღებავებით შესრულებული ანიმაციური ფილმი.
სახელოსნოში სტუდენტები იძენენ პროფესიულ უნარ-ჩვევებს, გადიან ანიმაციის სრულ კურსს, რაც მოიცავს როგორც კლასიკურ ნახატის, ასევე სხვადასხვა თანამედროვე ტექნოლოგიით განხორციელებული ფილმისთვის პერსონაჟების, ნივთებისა თუ სხვადასხვა საგნის ასამოძრავებლად საჭირო მულტიპლიკატის შესწავლას.
აგრეთვე ფუნქციონირებს გრაფიკული ტექნოლოგიების, და ქაღალდის ტექნოლოგიის ლაბორატორიები.
პედაგოგები:
თამაზ ვარვარიძე, ემერიტუსი
ოთარ ჩაკვეტაძე, ასოცირებული პროფესორი
ვახტანგ მეგრელიშვილი, ასოცირებული პროფესორი
ბაია სიხარულიძე, ასოცირებული პროფესორი
ლელა ზარქუა, ასისიტენტ პროფესორი