მიმართულებები
მიმართულების ხელმძღვანელი – ნინო მგალობლიშვილი, კულტურის კვლევების დოქტორი, პროფესორი
საბაკლავრო პროგრამის „მოდის დიზაინი “აღწერა :
მუშაობის ძირითადი პრინციპი: დიზაინ-განათლების ტრადიციული და თანამედროვე გამოცდილების გათვალისწინება.
სასწავლო პროგრამა „მოდი დიზაინი“ სტუდენტს სთავაზობს – საერთაშორისო მიღწევებისა და ტრადიციული გამოცდილების საფუძველზე, საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით სპეციალიზიციის შესწავლას.
სამუშაო მეთოდიკა პასუხობს საერთაშორისო დიზაინ – სწავლების ერთ-ერთ მთავრ პრინციპს – ორიენტაციას არა იმდენად კონკრეტული, ვიწრო ცოდნის გადაცემაზე, რომელიც მუდმივად ცვალებადია, არამედ, საბაზო კომპეტენციების ათვისებაზე, რომელიც, ცოდნის დამოუკიდებლად გაღრმავების საშუალებას იძლევა.
საბაკლავრო პროგრამა ,,მოდის დიზაინი’’ – ინტერდისციპლინარულ ხასიათს ატარებს, აერთიანებს თეორია – პრაქტიკას.
სასწავლო პროცესში პრაქტიკული საქმიანობა მიმდინარეობს – ექსპერიმენტული ძიებებისა და ტექნიკურ/ტექნოლოგიური ხერხების გამოყენებით .
სწავლების ვექტორი: იდეიდან მზა პროდუქტამდე
პროგრამაში გათვალისწინებულია დარგის თავისებურებები – პრაქტიკული დისციპლინები (საკოლექციო ხაზის პროექტირება, სამკერვალო ტექნოლოგიები, საპროექტო გრაფიკა …) ასევე, მჭიდრო კავშირშია სახვითი ხელოვნებასთან და ზოგად-ჰუმანიტარულ დისციპლინებთან, მათ შორის ისწავლება: სარეკლამო ტექნოლოგიები, საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, კომპიუტერული ტექნოლოგიები, სახვითი ხელოვნება სასწავლო პროცესის ორიენტირი – პროექტებზე დაფუძნებული სწავლება
ძირითადი საქმიანობაა – ექსპერიმენტულ/შემოქმედებითი დინამიური სწავლების ტიპი, რომელიც უზრუნველყოფს პრობლემების გადაწყვეტის უნარების გამომუშავებას, რაც სტუდენტს საშუალებას აძლევს განავითაროს საკუთარი პოტენციალი, როგორც აკადემიური სწავლების პროცესში, ასევე აკადემიის ფარგლებს გარეთ/საკუთარ საქმინობაში. სასწავლო პროცესში ასევე, გათვალისწინებულია:
– საგანმანათლებო-შემოქმედებითი პროექტებზე მუშაობა;
– საერთაშორისო და ადგილობრივი პრაქტიკოსების სემინარები და ვორქშოფები (ბიზნეს ურთიერთობები, შემოქმედებითი საქმიანობა, თეორიული ანალიზი … )
– კონკურსები
სამაგისტრო პროგრამის ანოტაცია
ბოლო ათწლეულებში განვითარებულ ქვეყნებში დიზაინი სოციალურ-კულტურულ მოვლენად იქცა და ერთ-ერთ ყველაზე განვითარებად პროფესიას წარმოადგენს. XX საუკუნის 2-ე ნახევრიდან ამერიკული ინდუსტრიის ნიადაგზე ევროპიდან იმპორტირებული დიზაინი XX–XXI საუკუნეების მიჯნაზე იქცა პროფესიული საქმიანობის განსაკუთრებულ სახეობად. მსოფლიო ბაზრის კონიუნქტურა საგრძნობლად შეიცვალა. მისი მთავარი ფიგურა გახდა დიზაინერ-კომერსანტი. საბაზრო ეკონომიკის პირობებში მოდის დიზაინი, როგორც ზოგადად დიზაინის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სფერო, ვაჭრობისას ძლიერ ინსტრუმენტად გადაიქცა და, შესაბამისად, მოთხოვნადია ინდუსტრიაში. არსით პარადოქსალური, იგი არ წარმოებს მზა ფორმულებს და არ იძლევა განსაზღვრულ ცოდნას. მისი ამოცანაა : ძიების პროვოცირება, ინტელექტუალური თანამონაწილეობა, ახალი გამოცდილება. დღეს მოდის დიზაინი დიზაინ-საქმიანობაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რომელიც შემოქმედებასა და ბიზნესის დონემდეა ამაღლებული. იგი მოიცავს შემოქმედებით და რაციონალურ დიზაინს – ექსკლუზიური და მასობრივი ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, აქსესუარი, ქსოვილის ტექნოლოგიები, კონცეპტუალური/შემოქმედებითი კოსტიუმი და სხვ. დღეს საერთაშორისო კომპანიები არიან მუდმივ ძიებაში ინტერდისციპლინარული უნარების მქონე პროფესიონალებისა.
ყოველწლიურად იზრდება ინდუსტრიის ინტერესი მოდის დიზაინის ფართო სპექტრის სპეციალისტების მიმართ, რადგან ინდუსტრიაში მილიარდობით დოლარია მიზიდული, ხოლო, ათეული მაღალი მოდის (Haute couture) წარმომადგენლების ნაცვლად, ასობით ათასი სხვადასხვა შემოქმედებითი პროფესიის სპეციალისტები მუშაობენ , აქედან გამომდინარე, განსაკუთრებულად აქტუალურია, რომ, პროფესიონალური მომზადების მიზნები და შინაარსი იცვლებოდეს დროის მოთხოვნების შესაბამისად – ქართული დიზაინერული განათლების შემდგომი განვითარებისა და დიზაინერის ახალი ტიპის ჩამოყალიბებისათვის აუცილებელია ახალი სასწავლო პროგრამების ამუშავება საერთაშორისო დიზაინ-განათლების გამოცდილების გათვალისწინებით. პროგრამის აღწერა სამაგისტრო პროგრამა შემუშავდა მოდის დიზაინის სისტემის ევოლუციის მოთხოვნის შესაბამისად, რომელიც დღეს ძიებაშია ინტერდისციპლინარული უნარების მქონე პროფესიონალებისა. იგი ითვალისწინებს საერთაშორისო დიზაინერულ განათლებაში არსებულ გამოცდილებასა და ამ მიმართულებით მიმდინარე ცვლილებებს. პროგრამა ორიენტირებულია ისეთი პროფესინალების მომზადებაზე, რომლებსაც დიზაინ-სტრატეგიების შექმნა და მათი მართვა შეუძლიათ, მზად არიან საქმეში წარმოაჩინონ საკუთარი შემოქმედება და ეფექტურად მართონ პროექტი ფორმულის „იდეა, წარმოება, ბაზარი“ მიხედვით . პროგრამის აგების პრინციპები ეფუძნება სტუდენტთა რეალურ საჭიროებებს, ინტერესებსა და შესაძლებლობებს, თვითრეალიზაციისა და წარმატების თავისუფლებას; სწავლების კავშირს პროფესიული საქმიანობის პრაქტიკასთან. არ არსებობს ხისტი, დეტალურად გაწერილი შემბოჭველი პროექტები – არის იმპროვიზაციის შესაძლებლობა. გათვალისწინებულია სწავლის დადებითი ემოციური ფონის შექმნა, თანამშრომლობა სტუდენტებსა და პედაგოგებს შორის და ა.შ.
სამაგისტრო პროგრამის სპეციალური დისციპლინათა ციკლი და ძირითადი მიმართულებები (ქალისა და მამაკაცის საკოლექციო ხაზზე მუშაობა ,
კონცეპტუალური/ შემოქმედებითი საკოლექციო ხაზი, კონსტრუირება/მასალში შესრულება, სამკერვალო ტექნოლოგიები, ეკო ტექსტილური ტექნოლოგიები,
ციფრული ტექნოლოგიები, საბაზრო ურთიერთობები, მარკეტინგი და სხვ.) არ იმეორებს ბაკალავრიატის პროგრამას. მაგისტრატურის სასწავლო პროგრამა მეტად გაფართოვებული და გაღრმავებულია. სასწავლო დისციპლინათა შერჩევის სისტემურობა ხელს უწყობს სამეცნიერო ინსტრუმენტარიუმისა და პროგრესული სამეცნიერო ცოდნის უფრო ფართოდ და უფრო დამოუკიდებლად დაუფლებას. პროგრამა სთავაზობს მაგისტრანტებს დარგის პროფესიონალებთან მჭიდრო საქმიან თანამშრომლობას, დიზაინერული ინოვაციური მიდგომების სწავლებისას კოსტიუმის პროექტირების დარგში ახალი მიმართულებებისა და ტექნოლოგიების ათვისებას, საბაზრო ურთიერთობების კანონზომიერების მეტად ღრმად შესწავლას.
სამაგისტრო პროგრამა მიმართულია მაღალკვალიფიციურ, კონკურენტუნარიანი პროფესიონალების ფორმირებაზე, რომლებსაც შეუძლიათ საკუთარი კოლექციის დამოუკიდებლად შემუშავება ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით და, შემდგომ, პრეზენტირება, შეუძლიათ ღირსეულად შეხვდნენ მოდის სამყაროს ახალ გამოწვევებს (ციფრული მოდა, მდგრადი მოდა, კომერციული ან/და შემოქმედებითი მოდა, მოდა ნარჩენების გარეშე, ეკოლოგიისა და ბუნების დაცვა და სხვ.)
შენიშვნა : საჭიროების შემთხვევაში პროგრამა უზრუნველყოფს ონლაინ ან/და გიბრიდულ სწავლებას პროგრამის მიზნები : მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტების მომზადება, სწავლების ინდივიდუალიზაცია, მოდის დიზაინის მიმართულების ბაკალავრიატის ხარისხით მიღებული ცოდნის უფრო ფართოდ/სიღრმისეული განვითარება, ან/და მიღებული ცოდნის განსხვავებული ინტერპრეტაცია მის ყველა ასპექტში (შემოქმედებითი, კულტურული, მარკეტინგული, კომუნიკაციური, ა.შ.) ინტეგრირებული მიდგომის საფუძველზე, კერძოდ :
* შემეცნებითი კომპეტენცია – თვითშემეცნების დაუფლების უნარის გაღრმავება ;
* შემოქმედებით კომპეტენცია – კოსტიუმის დიზაინში ფორმათაწარმოქმნის კანონზომიერების სიღრმისეული და მრავალმხრივი შესწავლა მასობრივ მომხმარებელისა და ავანგარდული მიმართულების კონტექსტში, მასობრივ მომხმარებელზე ორენტირებული ავანგარდული მოდის ფორმათა მრავალსახეობის გაცნობა/ათვისება ;
* მოდისა და ბიზნესის გადაკვეთა – მომზადება კონკურენციისთვის შრომის ბაზარზე და პროფესიაში ;
* ორგანიზაციული კომპეტენცია – პროდუქტის წარმოებისთვის დამოუკიდებლად საკუთარი საქმიანობის დაგეგმვა და მართვა, საკუთარი და ერთობლივი საქმიანობის კონტროლისა და შეფასების უნარ-ჩვევების ფლობა პროექტის განხორციელების პროცესში) ;
* საინფორმაციო კომპეტენცია – ინფორმაციის სხვადასხვა წყაროსთან მუშაობის, პროდუქტის განსახორციელებლად საჭირო ინფორმაციის დამოუკიდებლად არჩევისა და ანალიზის უნარის გაღრმავება ;
* კომუნიკაციური კომპეტენცია – საკუთარი თავისა და საქმიანობის პრეზენტირების გზების ფლობა, საქმიანი ინფორმაციის გადაცემის უნარი;
* სოციოკულტურული კომპეტენცია – გარემოსა და ბუნების ნორმების დაცვის, გუნდში მუშაობის უნარების გაძლიერება ;
* დიზაინ-აზროვნების ძირითადი კომპეტენციები – ემპათიის, აზროვნების ფართო მასშტაბის, ჰოლისტური აზროვნების უნარ-ჩვევების, ვიზუალური ხედვისა და ექსპერიმენტული მიდგომების გაძლიერება ;
* ტრადიციულის გარდა ევრისტიკული მიდგომების პრაქტიკაში გააქტიურება – მოდის დიზაინში საკუთარი სტილის მოძიების უნარის გაძლიერება
პედაგოგები :
ნინო მგალობლიშვილი, კულტურის კვლევების დოქტორი, პროფესორი
ეკატერინე ჩხუტიშვილი, ასოცირებული პროფესორი
ნინო ჯაში, ასოცირებული პროფესორი
მარიამ ბერიძე, ასოცირებული პროფესორი
მაკა ბახტაძე, ასოცირებული პროფესორი
რუსუდანი იოსელიანი, ასოცირებული პროფესორი
ანა ჩაკვეტაძე, ასოცირებული პროფესორი
თეა ბოდოკია, ასოცირებული პროფესორი
ია ფიცხელაური გომიაშვილი, ასოცირებული პროფესორი