მიმართულებები
მიმართულების ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი თამარ გრიგოლია
1961 წელს კერამის კათედრის ბაზაზე შეიქმნა მინა-პლასტმასის განყოფილება.
1967 წლიდან მინის მხატვრული დამუშავები სსპეციალობა შეუერთდა კერამიკის კათედრას და ეწოდება კერამიკა-მინის კათედრა. 2005 წლიდან სპეციალობა დამოუკიდებელ მიმართულებებად არსებობს დიზაინის ფაკულტეტის შემადგენლობაში.მინა, როგორცმასალა, ცალკე ერთეულად აღარ მოიაზრება. მისი ურთიერთსინთეზი სხვადასხვა მასალასთან (ლითონი, თიხა და სხვა) საკმაოდ რთულიტექნოლოგიური პროცესია. სწორედ მრავალფეროვანი მასალების ურთიერთგამოყენებამ შესძინა მინას განუმეორებელი ელფერი. ამიტომაც იგი ფართოდ გამოიყენება არქიტექტურაში, ექსტერიერსა თუ ინტერიერში. თანამედროვე მინის ტექნიკის და ტექნოლოგიების საშუალებებით იქმნება ახალი ვიზუალური რეალობა არსებულ რეალობაში. ამ კუთხით დანახული დარგის განვითარების პოლიტიკა და სტრატეგია აისახა მინის მიმართულების პროგრამებში. ეს პროგრამები უზრუნველყოფილია მაღალი პროფესიონალური კადრებითა და თანამედროვედ მოწყობილი ბაზებით.
საბაკალავრო პროგრამის ანოტაცია:
გამოყენებითი ხელოვნება/(ხელნაკეთობა) არის ვიზუალური ხელოვნების მხატვრული შემოქმედების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგი. მოცემული სფერო მხატვრული მინა ეყრდნობა დარგის მდიდარ ეროვნულ და საერთაშორისო მხატვრულ ტრადიციებს, ითვალისწინებს სპეციალობის თანამედროვე ტექნიკურ-ტექნოლოგიურ მიღწევებს. გულისხმობს მომიჯნავე დარგებთან (დიზაინი, არქიტექტურა და სხვა) პრაქტიკულ სინთეზს. მინის მხატვრული დამუშავება გულისხმობს მხატვრულ-სადიზაინერო და სხვა და სხვა ტიპის ტექნიკურ-ტექნოლოგიური პროცესების ერთიანობას. ამ დარგის განვითარება სახავს დიდ პერსპექტივებს თანამედროვე არქიტექტურაში, ინტერიერში, ექსტერიერში, გამოყენებით სფეროში. პროგრამა ორიენტირებულია მხატვრული მინის დარგის სპეციალისტების აღზრდაზე, რომლებიც პროგრამის ფარგლებში ათვისებული ზოგად თეორიული და პრაქტიკული ცოდნით შეძლებენ მხატვრული მინის სფეროში წარმატებულ საქმიანობას. ამავე დროს კონცეფციის ჩამოყალიბებისა და მისი გამოყენების ჩანაფიქრის/იდეის გენერირებისთვის და მისი რეალიზებისთვის, რაც ვიზუალური ხელოვნების სწავლების საყრდენ ქვაკუთხედს წარმოადგენს. პროგრამის მიზანია თეორიული და პრაქტიკული ცოდნის გამოყენებით ხელოვნების დარგში ჩამოაყალიბოს შემოქმედი, რომლისთვისაც მხატვრული მინა მთავარი საკონტაქტო სფეროა და თვითგამოხატვის საშუალებაა, აგრეთვე გამოუმუშაოს პროფესიული კომპეტენციები მხატვრული მინის სფეროში. მხატვრულ შემოქმედებითი პროცესი წარიმართება უმთავრესად ხელით და ინდივიდუალურად მართვადი ხელსაწყოებით, რითაც ხელოვნების ეს დარგი იმიჯნება ინდუსტრიული მრეწველობისა და მასობრივი წარმოებისგან.
სამაგისტრო პროგრამის ანოტაცია:
მასალის უნივერსალურობის გამო მხატვრული მინა, როგორც დარგი დღესაც ინარჩუნებს ერთ-ერთ წამყვან ადგილს თანამედროვე დეკორატიულ, გამოყენებით სფეროში. მინა, როგორც მასალა ცალკე ერთეულად არ მოიაზრება, არის საკმაოდ რთული ტექნოლოგიური პროცესი. სამაგისტრო პროგრამა შეიცავს მეორე საფეხურზე აღმავალ პროფესიონალურ კომპეტენციებს. პროგრამის ხერხემალი ეფუძვნება I საფეხურზე (საბაკალავრო) მიღებული განათლების გაღრმავებას. დასახული კრეატიული დიზაინერული თუ კვლევითი ამოცანის ორგანულ გადაჭრა-განხორციელებას. პროგრამა შედგენილია თემატური იდეის, მასალაში შესრულების, რთული აზროვნებისა და ახალი ტექნოლოგიებისა და თუ დაკარგული ტექნოლოგიების აღმოჩენის ბაზაზე. კომპეტენციების სინთეზით დისციპლინა მოითხოვს ესთეტიკურ, კრეატიულ მონუმენტურ აზროვნებას და ვიზუალური ფორმების ფუნქციონალურ დანიშნულებას ინტერიერსა და ექსტერიერში. პროგრამის მიზანია განვითარდეს სივრცობრივი აზროვნება, თანამედროვე ტექნოლოგიების ათვისების, დაგეგმვის და ამ ტექნოლოგიების გონივრული გამოყენებით. პროგრამის ძირითადი ამოცანაა დამოუკიდებელი რთული, კრეატიულ-კონცეპტუალური ამოცანის გადაწყვეტა და მისი სათანადო პრეზენტაცია, როგორც ტრადიციული მეთოდებით, ასევე თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით, მათ შორის უცხო ენაზე.
პედაგოგები:
თამარ გრიგოლია, პროფესორი
მაია გაბადაძე, ასოცირებული პროფესორი
მანანა ყიფიანი, ასისიტენტ პროფესორი
ნინო სიხუაშვილი ასისტენტ პროფესორი