მიმართულებები
მიმართულების ხელმძღვანელი: სრული პროფესორი გიორგი იაშვილი
1926 წ-ს, როდესაც თსსა-ში არსებობდა მხოლოდ ფერწერის, ქანდაკების და გრაფიკის კათედრები, ქანდაკების ტერაკოტაში შესასრულებლად ჩამოყალიბდა კერამიკის სახელოსნო, რომლის ბაზაზეც დაფუძნდა დეკორატიული ხელოვნების პირველი კათედრა–კერამიკის კათედრა.1958წ. კათედრასთან გაიხსნა სასწავლო-ექსპერიმენტული სახელოსნო. აქვე შემუშავდა და შეიქმნა პირველი შავკრიალაკერამიკის ნიმუშები, რაც სულ მალე იქცა ქართული ეროვნული კერამიკის სახედ. 2005 წლიდან კი მხატვრული კერამიკის მიმართულება ისევ დამოუკიდებელ სპეციალობად არსებობს.
თსსა-ში მხატვრული კერამიკის მიმართულების წარმმართველი ორიენტირებია: ტრადიციისა და თანამედროვეობის სინთეზი–როგორც მხატვრულ აზროვნებაში, ასევე ტექნოლოგიაში; ესთეტური, ფუნქციური კატეგორიების მუდმივი და მარად განახლებადი გამომსახველობითი ფორმების შესწავლა-დაუფლება; მაღალპროფესიული დიზაინერების, მხატვარ-კერამიკოსების მომზადება.
ქართული მხატვული კერამიკის სკოლა, რომელსაც წარმოადგენს თსს აკადემია, ქვეყნის ფარგლებს გარეთ ცნობილია თავისი ტრადიციულად მაღალი პროფესიონალიზმითა და მაღალმხატვრული თვითმყოფადობით. მიმართულების კურსდამთავრებულები წარმატებით მოღვაწეობენ ჩვენს ქვეყანასა და საზღვრებს გარეთ, როგორც დამოუკიდებელი არტ-ის წარმომადგენლები და დიზაინერი-მეწარმეები.
თსს აკადემიის მხატვრული კერამიკის სპეციალობაზე სასწავლო პროცესის წარმმართველი ორიენტირებია- დარგის ღრმა ტრადიციისა და თანამედროვე ხედვების სინთეზი, მაღალი კვალუიფიკაციის მქონე დეკორატიული-გამოყენებითი დარგის ხელოვანის, მხატვარ-კერამიკოსის მომზადება.
მიმართულებაზე ისწავლება გამოყენებითი, დეკორატიული, სადიზაინო სერიული, საავტორო-საგამოფენო, საინტერიერო და საექსტერიერო დანიშნულების კერამიკა.
მხატვრული კერამიკის მიმართულებაზე ასწავლიან დარგის საუკეთესო წარმომადგენლები, საერთაშორისოდ აღიარებული სპეციალისტები.
2024 წლიდან ამუშავდა განახლებული, მოდიფიცირებული საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები, რაც მოწოდებულია კურსდამთავრებულების სამომავლო წარმატებულ პროფესიულ საქმიანობას კიდევ უფრო შეუწყოს ხელი.
პედაგოგები:
გიორგი იაშვილი, პროფესორი
ლია ბაგრატიონი, ასოცირებული პროფესორი
გიორგი პაჭკორია, ასოცირებულიპროფესორი
აკაკი ინანიშვილი, ასოცირებული პროფესორი